Brook Preloader

ექიმების კომპეტენცია ვაქცინაციის საკითხებში — რამდენად ამზადებს მათ სამედიცინო განათლება?

ექიმების კომპეტენცია ვაქცინაციის საკითხებში — რამდენად ამზადებს მათ სამედიცინო განათლება?

მსოფლიოში იზრდება პაციენტების უკმაყოფილება იმის გამო, რომ ვაქცინებთან დაკავშირებულ საკითხებზე ექიმები ვერ აძლევენ ამომწურავ ინფორმაციას. სტატიებსა და რეპორტაჟებში არაერთი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ექიმები ვერ პასუხობენ ისეთ გადამწყვეტ შეკითხვებს ვაქცინების შესახებ, როგორიცაა:

ვაქცინის შემადგენლობა და უსაფრთხოება

  • რა ინგრედიენტები შედის ვაქცინებში?
  • შეძლებენ თუ არა ეს ინგრედიენტები ტვინის დამცავი ბარიერის გადალახვას და ამან რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს?
  • ხვდება თუ არა ვაქცინებში უცხო ორგანიზმის დნმ-ის ფრაგმენტები და შეუძლიათ თუ არა მათ ვაქცინირებული ადამიანის დნმ-ში ჩაშენება და მუტაციის გამოწვევა?
  • მოწმდება თუ არა ვაქცინების შემადგენლობა, რათა დადასტურდეს, რომ მწარმოებელი დადგენილ რეცეპტურას იცავს?
  • არიან თუ არა აცრილი ადამიანები გადამდები?
  • რომელი რისკი უფრო მაღალია – ვაქცინით პრევენცირებადი დაავადების თუ ვაქცინის გვერდითი მოვლენების?

კვლევები და მტკიცებულებები

  • აქვთ თუ არა ვაქცინებს გავლილი პლაცებოკონტროლირებული კვლევა, რომელიც უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასების უმნიშვნელოვანეს მეთოდად მიიჩნევა ბაზარზე არსებული ყოველი ფარმაცევტული პროდუქტისათვის?
  • რა ეფექტიანობა და უსაფრთხოება აჩვენა კონკრეტულმა ვაქცინამ წინასალიცენზიო და ლიცენზირების შემდგომ კვლევებში?
  • სად ქვეყნდება ლიცენზირების შემდგომი კვლევები?
  • რა არის VAERS?
  • რა წერია რომელიმე ვაქცინის ანოტაციაში?
  • რა კვლევას ეფუძნება ვაქცინაციის კალენდარში მოცემული გრაფიკი და რა კვლევით დასტურდება ამ გრაფიკის და დოზების უსაფრთხოება და ეფექტიანობა?
  • რატომ არ შეიძლება B ჰეპატიტის ვაქცინის გადავადება, თუ იმის ალბათობა რომ ბავშვს ბაღში ან სკოლაში B ჰეპატიტი შეეყრება ნულის ტოლია?
  • არსებობს თუ არა პლაცებოკონტროლირებული კვლევა, რომელიც გამორიცხავს ვაქცინაციის კალენდარში შემავალი ნებისმიერი ვაქცინის კავშირს აუტიზმთან?
  • დადასტურებულია თუ არა რომ ვაქცინებს არ აქვთ ფერტილობაზე გავლენა?

იურიდიული პასუხისმგებლობა

  • აგებენ თუ არა ვაქცინების მწარმოებლები პასუხს მათი პროდუქტის უსაფრთხოებაზე?
  • რას წარმოადგენს, რას განსაზღვრავს აშშ-ს 1986 წლის ფედერალური კანონი ვაქცინაციით დაზარალებულ ბავშვთა კომპენსაციის შესახებ (NCVIA) და რა შეიცვალა მისი ძალაში შესვლიდან?

წარმოება

  • როგორ იწარმოება ვაქცინები?
  • რა უჯრედები გამოიყენება ვაქცინაში შემავალი პათოგენის (ვირუსის) გასამრავლებლად?
  • აქვს თუ არა ვაქცინებს კავშირი აბორტირებულ ნაყოფთან?
  • როგორ ხდება პათოგენის ატენუირება (დასუსტება)?
  • წარმოების პროცესში როგორ და რამდენად ეფექტიანად ხდება ვაქცინების გაწმენდა მინარევებისგან?
  • რა ტიპის ტესტირებას გადიან ისინი ფლაკონებში ჩამოსხმამდე?

და ა.შ. [6-9].

ხშირად ექიმებს ისეთ მარტივ კითხვაზე პასუხიც კი უჭირთ, როგორიცაა: „ვინ არის ამა თუ იმ ვაქცინის მწარმოებელი?“

როდესაც საუბარია სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ექიმები რუტინულად პასუხობენ ამგვარ შეკითხვებს. უფრო მეტიც, თვითონვე სვამენ მათ და ეძიებენ პასუხებს, მაგრამ ვაქცინების შემთხვევაში ხშირად საპირისპირო სურათს ვხვდებით.

ამ პრობლემის მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოს არცერთ სამედიცინო სასწავლებელში — მათ შორის, ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც კი — ვაქცინების შესახებ თითქმის არაფერი ისწავლება. ვაქცინაციის სფეროში დღეს მთელ მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და ფუნდამენტურ პრობლემას სწორედ სამედიცინო განათლების ხარვეზიანობა წარმოადგენს.

ეს არ არის ცალკეული კრიტიკოსების ან შეთქმულების თეორიების მიმდევრების ვარაუდი. პრობლემის არსებობას ადასტურებს არაერთი ფაქტი, რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევები და სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები. ამ საკითხზე უკვე ზოგიერთი ექიმიც საუბრობს, მას აქტიურად განიხილავენ ჟურნალისტები და მეცნიერები, იგი სამედიცინო კონფერენციების განხილვის საგანია და ოფიციალურ ანგარიშებშიც არის ასახული.

საილუსტრაციოდ, ქვემოთ წარმოგიდგენთ არაერთ წყაროს, რომლებიც ამ პრობლემის არსებობას ადასტურებს. თითოეული მათგანის ცალკე განხილვისას შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს გამონაკლის შემთხვევასთან, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ სასწავლებელში ან ქვეყანაში არსებულ ვითარებას ასახავს და განზოგადებისთვის საკმარის საფუძველს არ იძლევა. თუმცა, ამ მასალების ერთობლივი განხილვა გაცილებით ფართო სურათს გვიჩვენებს. სხვა კვლევებსა და ფაქტობრივ მასალებთან ერთად, აღნიშნული მონაცემები ამყარებენ სტატიაში წარმოდგენილ არგუმენტს, რომ ექიმების ვაქცინოლოგიურ ცოდნასა და კომპეტენციაში არსებული ხარვეზები არა მხოლოდ გამონაკლისის სახით არსებული ლოკალური, არამედ საყოვლეთაო, გლობალური მასშტაბის პრობლემაა.

სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევები

1. აშშ

2024 წლის აპრილში ამერიკულ რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალში AJPM Focus გამოქვეყნდა პიტსბურგის უნივერსიტეტის კვლევა, რომლის ფარგლებშიც ვაქცინებთან დაკავშირებული სწავლების შესახებ 81 სამედიცინო სტუდენტი გამოკითხეს [15].

შედეგების მიხედვით:

  • 79% მიიჩნევდა, რომ სამედიცინო სასწავლებელში ვაქცინების შესახებ არასაკმარისად ასწავლიდნენ;
  • 58% თავს არასაკმარისად თავდაჯერებულად გრძნობდა ვაქცინაციაზე უარის მთქმელ ადამიანებთან საუბრისას;
  • 72%-ს სურდა ვაქცინების შესახებ მეტი არჩევითი კურსი;
  • 74%-ს COVID-19 პანდემიის გამოცდილებამ ვაქცინების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი გაუჩინა;
  • 70% არასაკმარისად იყო ინფორმირებული საკუთარ უნივერსიტეტში მიმდინარე ვაქცინებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ თვით სტუდენტები ადასტურებენ თუ რამდენად არასრულფასოვანია ვაქცინებთან დაკავშირებული თანამედროვე სამედიცინო განათლება. გამოკითხულ სტუდენტებს მიაჩნდათ, რომ ვაქცინების შესახებ განათლებას მნიშვნელოვანი ნაწილები აკლდა ან არასაკმარისად იყო მოწოდებული [15].

2. გერმანია

უფრო მასშტაბური კვლევა 2021 წელს გერმანიაში ჩატარდა. ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკის მკვლევართა ჯგუფმა ქვეყნის 38 უნივერსიტეტის 4 313 სამედიცინო სტუდენტი გამოკითხა. მონაწილეთა ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება წინა კვლევებში გამოკითხულთა რაოდენობას. კვლევის შედეგები 2022 წელს ჟურნალ Vaccines-ში გამოქვეყნდა [16].

კვლევის შედეგებმა სამეცნიერო წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტების 62% მიიჩნევდა, რომ ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების შესახებ სწავლება საკმარისი იყო, თუმცა უშუალოდ ვაქცინების შესახებ განათლების კონკრეტული მიმართულებების შეფასებამ განსხვავებული სურათი გამოავლინა:

  • 76% უკმაყოფილო იყო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმის შესახებ სწავლებით;
  • 68% უკმაყოფილო იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებული კომუნიკაციის სწავლებით;
  • 73% უკმაყოფილო იყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ სწავლებით;
  • 67% მიიჩნევდა, რომ არასაკმარისად ისწავლებოდა ვაქცინების სარგებელი, გვერდითი მოვლენები, რისკები, უკუჩვენებები და სამართლებრივი საკითხები;
  • 97%-ს მიაჩნდა, რომ ვაქცინების შესახებ მეტი სწავლება იყო საჭირო.

ეს კვლევა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვაქცინაციის შესახებ განათლებაში დიდი ხარვეზები არსებობს. კვლევის მნიშვნელოვანი უპირატესობაა არა მხოლოდ მონაწილეთა დიდი რაოდენობა, არამედ ისიც, რომ ვაქცინაციის შესახებ განათლება კონკრეტული საკითხების მიხედვით შეფასდა [16].

3. საფრანგეთი

2015–2016 წლებში საფრანგეთის 27 სამედიცინო სასწავლებელში ჩატარებულ გამოკითხვაში 2 118 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგები 2017 წელს გამოქვეყნდა American Journal of Preventive Medicine-ში [17].

გამოკითვამ საყურადღებო შედეგი გამოავლინა:

  • 34% თავს არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნევდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად;
  • 66% არ გრძნობდა თავს სათანადოდ მომზადებულად პაციენტებთან ვაქცინების შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ სასაუბროდ;
  • 58% თავს არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნევდა ვაქცინაციის მიმართ ყოყმანის მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

კვლევის ავტორების აზრით, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან პაციენტებს ექიმებთან სწორედ ვაქცინების აუცილებლობის, უსაფრთხოებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ხშირად უჩნდებათ კითხვები.

4. იაპონია

2023 წელს იაპონიაში ჩატარებულ კვლევაში ჯანდაცვის სფეროს 525 გამოსაშვები კურსის სტუდენტი მონაწილეობდა: 127 მედიცინის, 252 საექთნო საქმისა და 146 ფარმაციის მიმართულებიდან. კვლევა 2024 წლის ნოემბერში ჟურნალ Vaccines-ში გამოქვეყნდა [18]. კვლევამ არაერთი კითხვა წამოჭრა ქვეყანაში ვაქცინაციის საკითხების სწავლების შესახებ.

შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული კლინიკური პრაქტიკისთვის სათანადოდ მომზადებულად თავს მიიჩნევდა მედიცინის სტუდენტთა მხოლოდ 54%, საექთნო საქმის სტუდენტთა 34% და ფარმაციის სტუდენტთა 39%.

განსაკუთრებით სუსტი აღმოჩნდა ვაქცინაციის მიმართ ყოყმანის მქონე პირებთან კომუნიკაციის მიმართულება. მხოლოდ:

  • მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა 47.2%-მა;
  • საექთნო საქმის სტუდენტთა 37.3%-მა;
  • ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა 25.3%-მა

აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სათანადო მომზადება ჰქონდა მიღებული.

კიდევ ერთი სუსტი მიმართულება იყო რისკებისა და სარგებლის შესახებ კომუნიკაცია. ამ მიმართულებით სათანადო მომზადების შესახებ განაცხადა:

  • მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა 54%-მა;
  • საექთნო საქმის სტუდენტთა 44%-მა;
  • ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა 40%-მა.

ამასთან, სამივე ჯგუფის სტუდენტთა დაახლოებით ორ მესამედზე მეტს ვაქცინაციის საკითხებში დამატებითი განათლების მიღება სურდა [18].

5. ჩინეთი

მსგავსი პრობლემები ჩინეთშიც გამოვლინდა. 2024 წლის 29 ნოემბერს ჟურნალ Infection and Drug Resistance-ში გამოქვეყნებულ კვლევაში პეკინის გაერთიანებული სამედიცინო კოლეჯის საავადმყოფოს 118 სტუდენტი და რეზიდენტი მონაწილეობდა [25].

კვლევის მიხედვით:

  • 53%-მა ვერ შეძლო სწორად ეპასუხა, ვაქცინის ეფექტიანობის შესაფასებლად კვლევის რომელი ტიპი გამოიყენება;
  • 53% მიიჩნევდა, რომ ვაქცინაციის შესახებ არსებული სასწავლო კურსი მის საჭიროებებს არ აკმაყოფილებდა;
  • 69%-ს სურდა ვაქცინაციის საკითხებში მეტი ცოდნის მიღება [25].

კვლევის შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა იმით, რომ აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, იაპონიასა და ჩინეთში ჩატარებული კვლევები, მიუხედავად განსხვავებული საგანმანათლებლო გარემოსა და მასშტაბისა, ვაქცინაციის შესახებ სამედიცინო განათლებაში არსებულ მსგავს ხარვეზებზე მიუთითებს.

6. სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო პროფესიონალთა გამოცდილება

2022 წელს სერბეთის ვიქტიმოლოგიის საზოგადოების მიერ გამოცემულ რეცენზირებულ ჟურნალ Temida-ში გამოქვეყნდა განსხვავებული ტიპის თვისებრივი კვლევა — Going against the Flow: Motivations of Professionals with Critical Views on Vaccination (დინების საწინააღმდეგოდ სვლა: ვაქცინაციის მიმართ კრიტიკული შეხედულებების მქონე პროფესიონალთა მოტივები) [26].

კვლევის ფარგლებში 2019–2021 წლებში სხვადასხვა ქვეყნიდან (ისრაელი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იტალია და ფინეთი), 26 სამედიცინო პროფესიონალს ჩაუტარდა ვრცელი ინტერვიუ. მათ შორის იყვნენ 16 მკვლევარი (დოქტორის ხარისხით), 7 პრაქტიკოსი ექიმი და 3 ექთანი. მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, რამ განაპირობა მონაწილეთა ვაქცინაციის მიმართ კრიტიკული შეხედულებების ჩამოყალიბება.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მონაწილეთა მონათხრობი სამედიცინო განათლების შესახებ. მათი თქმით, აკადემიური მომზადების პერიოდში ვაქცინების შესახებ თითქმის არაფერი უსწავლიათ, გარდა ზოგადი გზავნილისა, რომ ვაქცინები უსაფრთხო და სიცოცხლის გადამრჩენია.

ერთ-ერთმა გამოკითხულმა ექიმმა აღწერა, როგორ ჩამოუყალიბდა ვაქცინების შესახებ ცოდნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა დაიწყო: „მედიკამენტებისა და ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ მთელი ჩემი ცოდნა ინტერნეტიდან მოდიოდა…“

კიდევ ერთმა მონაწილემ, ექთანმა, უფრო დეტალურად აღწერა, რა აკლდა, მისი აზრით, პროფესიულ განათლებას: „სწავლის პერიოდში ვაქცინების შესახებ არაფერს გვასწავლიდნენ — არც ვაქცინების სტრუქტურაზე და არც იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი ორგანიზმში…“

რამდენიმე მონაწილემ აღნიშნა, რომ ვაქცინებით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პაციენტებთან მუშაობისას ისეთი შემთხვევები შეხვდა, რომლებმაც მანამდე მიღებული ცოდნის მიმართ კითხვები გაუჩინა.

ერთმა ექიმმა თქვა, რომ მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის შემდეგ ვაქცინების დამოუკიდებლად შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეამჩნია ის, რასაც ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებად მიიჩნევდა. კიდევ ერთმა პედიატრმა აღნიშნა, რომ მისი შეხედულებები შეიცვალა მას შემდეგ, რაც დააკვირდა ბავშვს, რომელსაც, მისი აზრით, ვაქცინაციის შემდეგ სერიოზული პრობლემები განუვითარდა.

ეს კვლევა განსხვავდება ზემოთ განხილული რაოდენობრივი გამოკითხვებისგან: იგი არ ასახავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა საერთო განწყობას, არამედ წარმოაჩენს იმ კონკრეტული პროფესიონალების პირად გამოცდილებას, რომლებმაც ვაქცინაციის მიმართ კრიტიკული შეხედულებები ჩამოიყალიბეს. ზოგიერთი ჯანდაცვის პროფესიონალი, რომელიც მოგვიანებით ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განეწყო, აცხადებდა, რომ ფორმალური განათლების ფარგლებში მათ ვაქცინების, მათი შემადგენლობისა და შესაძლო არასასურველი ეფექტების შესახებ დეტალური ცოდნა თითქმის არ მიუღიათ. მათი თქმით, მიღებული ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებელად დააგროვეს [26].

სამედიცინო კონფერენციები და ოფიციალური ანგარიშები

1. კანადა

2000 წლის 3–6 დეკემბერს, კანადის ქალაქ ჰალიფაქსში, იმუნიზაციის (ვაქცინაციის) მე-4 ეროვნული კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია „Health Canada“-სა და კანადის პედიატრთა საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული. მისი მთავარი თემა იყო: „იმუნიზაცია XXI საუკუნეში: პროგრესი განათლების გზით“.

კონფერენციაზე კვებეკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის (Laboratoire de santé publique du Québec) წარმომადგენელმა, დოქტორმა ივ რობერმა (Yves Robert), მოხსენება წარადგინა თემაზე: „იმუნიზაციის საკითხის შეტანა სამედიცინო სასწავლებლების სასწავლო პროგრამაში“.

დოქტორმა რობერმა აღნიშნა, რომ სამედიცინო სასწავლებლებში იმუნიზაციას „მცირე ყურადღება“ ეთმობოდა. მისი მონაცემებით, ვაქცინაციის საკითხის შესწავლას სამედიცინო სასწავლებლები მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში მხოლოდ 1–2 საათს უთმობდნენ.

იმავე კონფერენციაზე მთავარმა მომხსენებელმა, დოქტორმა ნონი მაკდონალდმა (Noni MacDonald), რომელიც იმ პერიოდში დალჰაუზის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იყო, განაცხადა, რომ „იმუნიზაცია არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან კომპონენტს არც სამედიცინო და არც საექთნო სასწავლებლების პროგრამებში“.

მან ასევე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, უზრუნველეყოთ, რომ სამედიცინო და საექთნო განათლების ფარგლებში ვაქცინაციის შესახებ უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი სწავლება ყოფილიყო, რომელიც მოიცავს გვერდით მოვლენებს, უკუჩვენებებს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეფასებას [20].

2. გერმანია

2019 წელს გერმანიის იმუნიზაციის საკითხთა ეროვნულმა მმართველმა ჯგუფმა (NaLI) სხვადასხვა ქალაქებში გამართულ რამდენიმე პროფესიულ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ექიმებსა და სამედიცინო სტუდენტებში ვაქცინაციის შესახებ ცოდნის ხარვეზებზე.

ჰამბურგში გამართულ იმუნიზაციის მე-6 ეროვნულ კონფერენციაზე NaLI-მ აღნიშნა, რომ ექსპერტთა შორის არსებობდა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ მრავალი ექიმის ცოდნა ვაქცინაციის საკითხებში არასაკმარისი იყო. ჯგუფმა ეს პრობლემა, მათ შორის, სამედიცინო განათლების სისტემაში ვაქცინაციის თემის არასაკმარის ინტეგრირებას დაუკავშირა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო სტუდენტებსაც. NaLI-ის მიხედვით, გერმანიის ზოგიერთ სამედიცინო უნივერსიტეტში ვაქცინაციის საკითხი საერთოდ არ ისწავლებოდა. ამასთან, ვაქცინაცია სათანადოდ არ იყო ასახული მედიცინის დარგში კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების ეროვნულ კატალოგში (NKLM). NaLI მხარს უჭერდა ვაქცინაციის შესახებ განათლების გაძლიერებას, მისი სწავლების უფრო თანმიმდევრულად ინტეგრირებას სამედიცინო განათლებაში და შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებას [21].

იმავე წელს, კასელში გამართულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმთა და სტომატოლოგთა ფედერალური ასოციაციების (BVÖGD და BZÖG) 69-ე ფედერალურ კონგრესზე, NaLI-მ წარადგინა პოსტერი, რომელიც სამედიცინო სტუდენტებისა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის საკითხებში კვალიფიკაციის გაძლიერებას ეხებოდა. პოსტერშიც ხაზგასმული იყო სტუდენტებში ვაქცინაციის შესახებ ცოდნის დეფიციტი და გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში ვაქცინაციის სწავლების არაერთგვაროვნება [22] .

3. შვეიცარია

2019 წლის 3 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე, რომელიც ეხებოდა ვაქცინების უსაფრთხოებას, პროფესორმა ჰაიდი ლარსონმა გააკეთა მოხსენება თემაზე „ვაქცინების უსაფრთხოება მომდევნო ათწლეულში: რატომ გვჭირდება ნდობის ჩამოყალიბების ახალი გზები?“. მოხსენებაში მან განაცხადა, რომ “მედპერსონალს გაუმართლებს თუ 8 წლიანი სწავლების მანძილზე სასწავლო პროგრამაში ნახევარი დღე მაინც დაეთმობა ვაქცინებს” [1].

4. საფრანგეთი

2007 წელს საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყნის ვაქცინაციის პოლიტიკის შესაფასებლად ოფიციალური საპარლამენტო გამოძიება ჩაატარა. გამოძიებას ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის პოლიტიკის შეფასების საპარლამენტო ოფისი (OPEPS) — საპარლამენტო ორგანო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი პოლიტიკისა და საკითხების შესწავლაა. ამ პროცესის მიზანს წარმოადგენდა საფრანგეთში ვაქცინაციის სისტემის ფუნქციონირების შეფასება და მისი გაუმჯობესების შესაძლო გზების განსაზღვრა.

მუშაობის შედეგად მომზადებული დოკუმენტი — „ანგარიში საფრანგეთის ვაქცინაციის პოლიტიკის შესახებ“ (Rapport sur la politique vaccinale de la France) — საფრანგეთის პარლამენტს 2007 წლის სექტემბერში წარედგინა. ანგარიშში ვაქცინაციის პოლიტიკასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული, მათ შორის ვაქცინაციის მოცვა, საზოგადოების ნდობა, სამედიცინო პერსონალის როლი და ექიმთა განათლება ვაქცინაციისა და ვაქცინების საკითხებში.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო განათლების სისტემას, რომელიც ვაქცინოლოგიის მიმართულებით კრიტიკულად შეფასდა. დოკუმენტის თანახმად, ექიმთა საბაზისო მომზადება ვაქცინოლოგიის მიმართულებით „საგრძნობლად არასაკმარისი“ იყო. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ვაქცინაციის შესახებ თეორიულ სწავლებას მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში გადიოდნენ, ძირითადად მესამე კურსზე, პედიატრიის სასწავლო კურსის ფარგლებში. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმული იყო, რომ სამედიცინო განათლების შემდგომ ეტაპებზე მიღებული ცოდნის სისტემატური განახლება სათანადოდ არ ხდებოდა [23].

ექიმების საჯარო განცხადებები

აშშ

1. სიუზან ჰამფრისი (Suzanne Humphries), ამერიკელი ექიმი–თერაპევტი, ნეფროლოგი და გახმაურებული წიგნის Dissolving Illusions: Disease Vaccines and The Forgotten History (ილუზიების გაქარწყლება: დაავადებები, ვაქცინები და მივიწყებული ისტორია)[2] ავტორია. მან მედიცინის დოქტორის ხარისხი 1993 წელს Temple University School of Medicine-ში მიიღო. გაიარა შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა Montefiore Medical Center-ში, შემდეგ კი ნეფროლოგიის სპეციალიზებული მომზადება Medical College of Pennsylvania/Hahnemann University-ში. მოგვიანებით მუშაობდა პრაქტიკოს ექიმად და ნეფროლოგიის ასისტენტ-პროფესორად [77, 78].

მან არაერთ ინტერვიუსა და მოხსენებაში განაცხადა, რომ, მისი სტუდენტობის დროს, სამედიცინო კოლეჯში ვაქცინებს მხოლოდ 15 წუთი დაეთმო. პედიატრიული რეზიდენტურის დროს კი მიაწოდეს მხოლოდ ვაქცინაციის კალენდარი და მითითებები იმის შესახებ, თუ როდის რომელი ვაქცინა უნდა გაკეთებულიყო; არაფერი უსწავლებიათ ვაქცინების ისტორიაზე, რისკებზე, გვერდით ეფექტებზე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე, წარმოების ნიუანსებზე, ინგრედიენტებზე, ადიუვანტებზე [3][4].

ჰამფრისის აზრით, ვაქცინების შესახებ ბევრი რამ სამედიცინო განათლების პროგრამებიდან განზრახ არის გამოტოვებული. სტუდენტები უზარმაზარ ინფორმაციას იღებენ და დრო აღარ რჩებათ, რომ დამკვიდრებული დაშვებები კრიტიკულად შეაფასონ. მას მიაჩნია, რომ სტუდენტების უმეტესობა კრიტიკულად აზროვნებას ვერ სწავლობს [3]; სამედიცინო განათლება ექიმებს ბევრ რამეს ასწავლის, მაგრამ არ ასწავლის დამოუკიდებლად აზროვნებასა და სამედიცინო იდეების ეჭვქვეშ დაყენებას. შედეგად ექიმები, ნაცვლად იმისა, რომ მკურნალებად და მოაზროვნეებად ჩამოყალიბდნენ, ფარმაცევტული ინდუსტრიის მაღალანაზღაურებად ტექნიკოსებად იქცევიან [5].

მისი თქმით, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლისას ის ფაქტობრივად ინდოქტრინირებული იყო, რათა საუკეთესოდ მიჩნეული პრაქტიკები დამოუკიდებლად გადამოწმების გარეშე გამოეყენებინა. ჰამფრისმა განაცხადა, რომ ვაქცინების დამოუკიდებლად შესწავლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მის პაციენტებს ვაქცინაციის შემდეგ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები განუვითარდათ [3].

მისი აზრით, ექიმების უმეტესობას არ აქვს იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც მას ამჟამად აქვს, რათა მათ ეს საკითხი დამოუკიდებლად გამოიკვლიონ. ისინი იძულებულნი არიან საჯარო უწყებებს სიტყვაზე ენდონ და მათი მითითებების მიხედვით იმოქმედონ. ჰამფრისი ხაზს უსვამს, რომ ამით არ გულისხმობს, თითქოს ექიმები ცუდი და ბოროტი ადამიანები არიან. მისი აზრით, ისინი უბრალოდ არასაკმარისად ინფორმირებულნი და იმდენად გადატვირთულები არიან, რომ ამ საკითხის დამოუკიდებლად შესასწავლად არც დრო და არც შესაძლებლობა არ აქვთ[4].

2. დოქტორი ჯეიმს ნოიენშვანდერი (James Neuenschwander) ამერიკელი ექიმია, რომელიც მიჩიგანის შტატის ქალაქ ენ-არბორში მოღვაწეობს. იგი გადაუდებელ და ინტეგრაციულ მედიცინაში სპეციალიზდება [47]. ნოიენშვანდერმა განათლება მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო. 1981 წელს მან უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, ხოლო 1985 წელს იმავე უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა დაამთავრა და ექიმის კვალიფიკაცია (MD) მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ იქვე სამწლიანი ქირურგიული რეზიდენტურა გაიარა [47].

ნოიენშვანდერის თქმით, დროთა განმავლობაში ვაქცინების მიმართ მისი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. კარიერის დასაწყისში იგი ვაქცინაციას აქტიურად უჭერდა მხარს და მიაჩნდა, რომ ბავშვების აცრაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, ბავშვზე ძალადობის ტოლფასი იყო. საკუთარ იმდროინდელ პოზიციას იგი ასე აღწერს: „როდესაც საქმიანობა დავიწყე, ვაქცინების „ნაცისტი“ ვიყავი“ [48].

მოგვიანებით ნოიენშვანდერი ვაქცინების მიმართ გაცილებით კრიტიკული გახდა. 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აღარ იცოდა, არსებობდა თუ არა ისეთი ვაქცინა, რომლის გაკეთებასაც თავად გაუწევდა რეკომენდაციას [48]. მისი აზრით, მომავალში აუცრელი ბავშვების თაობა „მართავს მსოფლიოს“ [49].

ნოიენშვანდერი ეჭვქვეშ აყენებს იმ ცოდნის მოცულობასაც, რომელიც სამედიცინო სკოლაში ვაქცინების შესახებ მიიღო. მისი თქმით, სწავლის პერიოდში ამ საკითხს ძალიან მცირე დრო ეთმობოდა და სტუდენტებს ვაქცინაციის შესახებ მწირ ინფორმაციას აწვდიდნენ. 2018 წელს გამოცემა The Vaccine Reaction-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია მისი მოგონებები სამედიცინო ფაკულტეტზე მიღებული განათლების შესახებ. ნოიენშვანდერის თანახმად, სწავლების ძირითადი გზავნილი ვაქცინაციის დადგენილი გრაფიკის დაცვის აუცილებლობა იყო. მან სტუდენტობის პერიოდში მიღებული ცოდნა შემდეგნაირად შეაჯამა: „ვაქცინები კაცობრიობის მხსნელები არიან, ისინი უსაფრთხოა და თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ყველა აცრილი იყოს“. ამასთან, მან ეჭვი გამოთქვა, რომ სამედიცინო განათლებაში ამ მიმართულებით მისი სტუდენტობის შემდეგ რაიმე არსებითი ცვლილება მოხდა [50].

ნოიენშვანდერის კრიტიკა მხოლოდ ვაქცინების შესახებ სწავლებას არ ეხება — იგი მთლიანად სამედიცინო განათლების სისტემასაც აკრიტიკებს. მისი აზრით, სამედიცინო სკოლებში სტუდენტებს ხშირად დამკვიდრებული სამედიცინო შეხედულებების ბრმად მიღებას ასწავლიან და არა მათ კრიტიკულ გააზრებას. 2017 წლის ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მომავალმა ექიმებმა უნდა ისწავლონ მტკიცებულებების გაანალიზება, საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებების კრიტიკულად შეფასება. დოქტორ ჯეიმს ნოიეშვანდერის თქმით, სამედიცინო განათლება ამ ასპექტში იურიდიულ განათლებას ჩამოუვარდება. სამედიცინო განათლება, მისი განმარტებით, უფრო ჰგავს მთის წვერზე მჯდომი გურუსგან ცოდნის მიღებას, მისი მითითებების შესაბამისად ცხოვრებასა და მოქმედებას. ნოიენშვანდერის აზრით, მედიცინაში საქმიანობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამგვარ მიდგომას ეფუძნება [51].

3. დოქტორი ლოურენს (ლარი) პალევსკი ( Lawrence Palevsky) ნიუ-იორკში მოღვაწე ამერიკელი პედიატრია. კლინიკური საქმიანობის გარდა, ის ლექციებს კითხულობს და კონსულტაციებს უწევს მშობლებს, ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს სხვა სპეციალისტებს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ბავშვთა ჯანმრთელობა, კვება და განვითარება [52]. მან 1987 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი პედიატრიული რეზიდენტურა მაუნთ სინაის საავადმყოფოში გაიარა. 1990–1991 წლებში ბელვიუს საავადმყოფოში ამბულატორიული პედიატრიის მიმართულებით დამატებითი მომზადება გაიარა. მისი კლინიკური გამოცდილება მოიცავს პედიატრიულ გადაუდებელ მედიცინას, ინტენსიურ თერაპიას, სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებასა და ახალშობილთა ინტენსიურ თერაპიას. 1990 წელს მიიღო ამერიკის პედიატრიის საბჭოს სერტიფიკატი [53, 54].

პალევსკის თქმით, სამედიცინო სასწავლებელში მას ასწავლიდნენ, რომ ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია. თუმცა, მისი შეფასებით, სწავლის პერიოდში სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა ვაქცინების შემადგენლობას, მათი წარმოების პროცესს, შესაძლო გვერდით მოვლენებსა და უსაფრთხოების შეფასების მეთოდებს [55].

პალევსკი 1998 წელს მომხდარ ერთ შემთხვევას ვაქცინაციის საკითხებით დაინტერესების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს. მისი მონათხრობის თანახმად, ერთმა დედამ ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ ზოგიერთი ვაქცინა ვერცხლისწყალს შეიცავდა. პალევსკის თქმით, მანამდე ამ საკითხის შესახებ არაფერი იცოდა. ამ საუბრის შემდეგ მან ვაქცინების შემადგენლობის, მათი გამოყენებისა და შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ სამეცნიერო ნაშრომების შესწავლა დაიწყო [55].

პალევსკის მიაჩნია, რომ სამედიცინო სტუდენტები და პედიატრიული რეზიდენტურის ექიმები სათანადოდ არ სწავლობენ იმ ჯანმრთელობის პრობლემების ამოცნობასა და გამოკვლევას, რომლებიც, შესაძლოა, ვაქცინაციასთან იყოს დაკავშირებული. 2026 წელს გამოცემა The Defender-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ სამედიცინო სკოლებში ვაქცინით გამოწვეული ზიანის საკითხს სათანადო ყურადღება არ ეთმობა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისად არის წარმოდგენილი [23].

პალევსკი მიიჩნევს, რომ სამედიცინო განათლება ექიმებს არ ამზადებს სამეცნიერო კვლევებისა და სამედიცინო რეკომენდაციების კრიტიკული შეფასებისთვის. მისი აზრით, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ კვლევების შესაძლო მიკერძოება, შეაფასონ არსებული გაურკვევლობები და გამოიკვლიონ ის საკითხები, რომლებზეც პასუხები ჯერ კიდევ არ არსებობს.

პალევსკის თქმით, ვაქცინების შემადგენლობისა და უსაფრთხოების შესახებ კითხვების დასმის გამო მას ზოგჯერ აკრიტიკებდნენ. მისი თქმით, მას კითხვების დასმას უკრძალავდნენ და კრიტიკული აზროვნებისთვისაც საყვედურობდნენ [55, 57]. მისი აზრით, ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ექიმებს მნიშვნელოვანი სამედიცინო საკითხების გამოკვლევის სურვილი დაუკარგოს.

პალევსკის კრიტიკა სამედიცინო განათლების მიმართ მხოლოდ ვაქცინაციის საკითხებს არ ეხება. მისი აზრით, ტრადიციული მედიცინა ხშირად სიმპტომების შემსუბუქებაზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობს მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას [53].

4. დოქტორი პოლ თომასი (Paul Thomas) ამერიკელი პედიატრი და ავტორია.მან ბიოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები კალიფორნიის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში (University of the Pacific) მიიღო, ხოლო 1985 წელს დარტმუთის სამედიცინო სკოლა (Dartmouth Medical School) დაამთავრა და მედიცინის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. პედიატრიული რეზიდენტურა კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოსა და სან-დიეგოს სამედიცინო ცენტრებში გაიარა. 1988–1993 წლებში ემანუელის ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა და სტუდენტებსა და რეზიდენტებს ასწავლიდა. მოგვიანებით პორტლენდში საკუთარი პედიატრიული კლინიკა, Integrative Pediatrics, დააარსა [58, 65].

თომასის წიგნებს შორისაა 2016 წელს გამოცემული The Vaccine-Friendly Plan (ვაქცინაციისადმი კეთილგანწყობილი გეგმა) და 2024 წელს გამოცემული Vax Facts: What to Consider Before Vaccinating at All Ages & Stages of Life (ვაქცინაციის ფაქტები: რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციამდე, ცხოვრების ნებისმიერ ასაკსა და ეტაპზე). იგი ასევე 2020 წელს გამოქვეყნებული გახმაურებული სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორია, რომელშიც ვაქცინირებული და არავაქცინირებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაა შედარებული [59–61]. ამ კვლევის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ Vaxxinfo-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში “ვაქცინირებულების და არავაქცინირებულების შედარების კვლევები (ნაწ. 1)” [14].

თომასი მიიჩნევს, რომ ექიმების მომზადებისას მეტისმეტად დიდი ყურადღება ეთმობა უკვე დამკვიდრებულ რეკომენდაციებს, ხოლო ნაკლები — იმ სამეცნიერო მტკიცებულებების დამოუკიდებლად შესწავლასა და შეფასებას, რომლებსაც ეს რეკომენდაციები ეფუძნება. მისი თქმით, ექიმები ხშირად ბრმად ენდობიან თავიანთ სასწავლებლებს და პროფესიულ საქმიანობაში უპირობოდ მისდევენ იმ მითითებებსა და მიდგომებს, რომლებიც სწავლის პერიოდში აითვისეს. თომასის აზრით, ექიმებს უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ არსებული რეკომენდაციების დაცვა, არამედ მათი საფუძვლად არსებული კვლევების კრიტიკული შეფასებაც [56,66 ].

თომასის თქმით, სამედიცინო სკოლასა და პედიატრიული რეზიდენტურის პერიოდში მას ვაქცინების შემადგენლობის შესახებ არაფერი უსწავლია. მან არც ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი შესაძლო არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინების ფედერალური სისტემის — VAERS-ის — არსებობის შესახებ იცოდა. ამ სისტემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც საკუთარ სამედიცინო პრაქტიკაში ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული გართულებების შემთხვევებს შეხვდა. როგორც თომასი იხსენებს, მისი სამედიცინო განათლების დროს ძირითადი ყურადღება ვაქცინით პრევენციულ დაავადებებსა და ვაქცინაციის შესაძლო სარგებელს ეთმობოდა, ვაქცინების შემადგენლობასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ გართულებებს კი სათანადო ყურადღება არ ექცეოდა [23, 63].

თომასის აზრით, ექიმებს ვაქცინების უსაფრთხოებისა და ვაქცინაციასთან შესაძლო კავშირში მყოფი ჯანმრთელობის პრობლემების ამოცნობისა და შეფასებისთვის დამატებითი მომზადება სჭირდებათ. მისი თქმით, მედიცინის სტუდენტებმა და რეზიდენტებმა არ იციან, როგორ ამოიცნონ შესაძლო გვერდითი მოვლენები და როგორ შეატყობინონ მათ შესახებ [23, 63].

ამ საკითხს თომასი ინფორმირებული თანხმობის პრინციპსაც უკავშირებს. მისი აზრით, მშობლებს ვაქცინაციის შესახებ გასაგები და სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ექიმებმა, რომლებსაც სათანადოდ ესმით შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებები და შეუძლიათ ვაქცინაციის შესაძლო სარგებელსა და რისკებზე საუბარი. თომასი მიიჩნევს, რომ ექიმის ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად სრულყოფილ ინფორმაციას იღებენ მშობლები გადაწყვეტილების მიღებამდე [60, 64].

5. ექიმი ბრაიან თორნბურგი (Brian Thornburg) არის სერტიფიცირებული პედიატრი ნეაპოლში, ფლორიდის შტატში (აშშ). პედიატრიული მომზადება ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში (Medical College of Georgia Children’s Medical Center) გაიარა. მას ასევე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხები ბიოსამედიცინო მეცნიერებებისა და მართვის მეცნიერებების მიმართულებით. ფლორიდაში საკუთარი პედიატრიული კაბინეტი აქვს [71].

თორნბურგი განსაკუთრებით აკრიტიკებს სამედიცინო განათლებაში ვაქცინაციის შესაძლო გვერდითი მოვლენებისა და გართულებების შესახებ მომზადების დონეს. მისი განცხადებით, პედიატრებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული დაშავებების ამოცნობაში არანაირი ტრენინგი არ აქვთ გავლილი. მისი თქმით, საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მედიცინის სტუდენტებს მხოლოდ ვაქცინაციის კალენდრის ცოდნა მოეთხოვებათ, თუმცა გამოცდებზე მათი ცოდნა ვაქცინაციასთან დაკავშირებული დაშავებების და შესაძლო გართულებების შესახებ არ მოწმდება [23].

6. დოქტორი ოსვალდო ვილიარეალი (Osvaldo Villarreal) ტეხასის შტატში მოღვაწე ამერიკელი პედიატრია. მან 2003 წელს სან-ანტონიოს ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრში სამედიცინო განათლება დაასრულა. შემდეგ იმავე უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გაიარა სტაჟირება და პედიატრიული რეზიდენტურა, რომელიც 2007 წელს დაასრულა [72].

ვილიარეალს მიღებული აქვს ტრადიციული სამედიცინო მომზადება, თუმცა ვაქცინაციით გამოწვეული გართულებების საკითხს მხოლოდ მოგვიანებით, პრაქტიკული საქმიანობისას წააწყდა. მისი თქმით, სამედიცინო სასწავლებლებში ვაქცინაციით გამოწვეულ გართულებებს „არ აღიარებენ და არც განიხილავენ“. როგორც თავად აღნიშნავს, სამედიცინო განათლების ოთხი წლის განმავლობაში ამ თემაზე საუბარი არც ერთხელ მოუსმენია. ვითარება არც რეზიდენტურის პერიოდში შეცვლილა — მისი თქმით, არც მაშინ მიუღია რაიმე სახის მომზადება ვაქცინაციით გამოწვეული გართულებების შესახებ. ვაქცინაციასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების შესახებ ფედერალური საანგარიშო სისტემის (VAERS) არსებობის შესახებ კი მხოლოდ პედიატრად მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ შეიტყო. [23]

7. დოქტორი ჯეინ ორიენტი (Jane Orient) ამერიკელი თერაპევტი და ამერიკელი ექიმებისა და ქირურგების ასოციაციის (AAPS) აღმასრულებელი დირექტორია. მედიცინის დოქტორის ხარისხი მან კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯში მიიღო. პროფესიულ საქმიანობას არიზონაში ეწეოდა და ასევე ასწავლიდა არიზონის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯში [70].

მისი თქმით, სამედიცინო სკოლები სტუდენტებს სათანადოდ არ ამზადებენ ვაქცინაციით გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და შესაბამისი შემთხვევების დაფიქსირებისთვის. მისი განცხადებით, მისთვის ასევე უცნობია, არსებობს თუ არა ექიმებისთვის სწავლება იმის შესახებ, როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ასეთი შემთხვევების შესახებ [23].

ორიენტი ასევე მიიჩნევს, რომ სამედიცინო განათლებაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მშობლების შეშფოთებასა და „ვაქცინაციისადმი ყოყმანის“ დაძლევას. მისი აზრით, ექიმებს ასწავლიან, როგორ იმუშაონ ვაქცინაციის მიმართ მერყევი დამოკიდებულების მქონე მშობლებთან და როგორ დაარწმუნონ ისინი ვაქცინაციის აუცილებლობაში, მაშინ როდესაც ნაკლები ყურადღება ეთმობა ვაქცინაციით გამოწვეული შესაძლო ზიანის ამოცნობასა და შესაბამისი შემთხვევების შესახებ შეტყობინებას [23].

8. დოქტორი პატრიცია რაიანი (Dr. Patricia Ryan) ამერიკელი ექიმია, რომელიც ნებრასკის შტატში, ომაჰასა და მის შემოგარენში, საქმიანობს. 1988 წელს ნებრასკის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯი დაამთავრა და რეზიდენტურა იმავე უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გაიარა. მუშაობდა საოჯახო მედიცინის მიმართულებით. პაპილიონში დააარსა Family Wellness Center, ხოლო 2004 წელს ომაჰაში ფუნქციური მედიცინის კლინიკა გახსნა [67–69].

რაიანის განცხადებით, სამედიცინო განათლების მიღებისას ვაქცინების შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ მიუღია. მან გაიხსენა სამედიცინო სასწავლებელში სწავლის პერიოდი და აღნიშნა: „არ მახსოვს, გვერდითი მოვლენების შესახებ რაიმე ესწავლებინათ… საერთოდ არაფერი უსწავლებიათ“. მისი თქმით, სწავლებისას ძირითადი ყურადღება ვაქცინაციის გრაფიკის დამახსოვრებასა და აცრების ჩატარების დროის ცოდნაზე მახვილდებოდა [23, 28].

რაიანის მონათხრობის თანახმად, კარიერის დასაწყისში ის ვაქცინაციის სტანდარტულ რეკომენდაციებს მიჰყვებოდა. თუმცა, ვაქცინაციის გრაფიკში ვაქცინების რაოდენობის ზრდამ მას არსებული შეხედულებების გადახედვისკენ უბიძგა. ამ ცვლილებამ კი განაპირობა მისი ინტერესი, უფრო ღრმად შეესწავლა ნუტრიციოლოგია, ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია. რაიანის თქმით, ამ პროცესმა საბოლოოდ შეცვალა მისი მიდგომა სამედიცინო პრაქტიკისადმი [23, 28].

9. დოქტორი რასელ სურასკი (Russell Surasky) ამერიკელი ექიმია, რომლის სპეციალიზაციის სფეროა ნევროლოგია, ხოლო მისი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს ადიქტოლოგიას. 2009 წელს მან ნიუ-იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ოსტეოპათიური მედიცინის კოლეჯში (New York Institute of Technology College of Osteopathic Medicine) მედიცინის დოქტორის (DO) ხარისხი მიიღო. შინაგანი მედიცინის მიმართულებით დიპლომისშემდგომი მომზადების შემდეგ ნევროლოგიის რეზიდენტურა North Shore University Hospital-სა და Long Island Jewish Medical Center-ში გაიარა, რომელიც 2013 წელს დაასრულა [36].

სურასკის თქმით, სამედიცინო სასწავლებელში ვაქცინების შესახებ მიღებული ცოდნა ძირითადად საბაზისო იმუნოლოგიასა და იმუნიზაციის კალენდრის შესწავლას მოიცავდა. სტუდენტები ასევე სწავლობდნენ, რომ ვაქცინების მძიმე გვერდითი ეფექტები „ძალიან, ძალიან იშვიათია“. მისი შეფასებით, გამოცდებზე ხშირად სვამდნენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რომელ ასაკში რომელი ვაქცინა უნდა გაკეთებულიყო. შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სიფრთხილის ზომებს, ვაქცინების შემადგენლობასა და არასასურველი მოვლენების ამოცნობას. სურასკი აღნიშნავს, რომ ეს ცოდნა წინააღმდეგობაში მოვიდა იმ შემთხვევებთან, რომლებსაც მოგვიანებით კლინიკურ პრაქტიკაში წააწყდა [29].

10. ენდრიუ ზივიეცი (Andrew Zywiec, M.D.) ნიუ-იორკში მოღვაწე ამერიკელი ქიმია. მან ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხი და ქიმიის დამატებითი სპეციალიზაცია ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში მიიღო. შემდგომ სწავლა წმინდა გიორგის უნივერსიტეტის (St. George’s University) მედიცინის სკოლაში განაგრძო, სადაც ნეირომეცნიერების მიმართულებით მაგისტრისა და მედიცინის დოქტორის ხარისხები მიიღო. 2019 წელს სწავლის დასრულების შემდეგ დამატებითი პროფესიული მომზადება სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კეკის სახელობის მედიცინის სკოლაში გაიარა, შემდეგ კი ბრუკლინის საავადმყოფოს ცენტრში პედიატრიული რეზიდენტურა დაასრულა [30, 31].

ზივიეცის განცხადებით, სამედიცინო განათლების მიღების ოთხი წლისა და პედიატრიული რეზიდენტურის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში VAERS-ის შესახებ „არცერთხელ ყოფილა საუბარი ან განხილვა“. მისი თქმით, ექიმები, პრაქტიკულად, არ იღებენ დამატებით მომზადებას, რომელიც ვაქცინაციის გრაფიკის შესწავლას სცდება. კერძოდ, მათ არ ასწავლიან ვაქცინების შემუშავების პროცესს ან ვაქცინებთან დაკავშირებულ პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებს. ამის ნაცვლად, როგორც ზივიეცი აღნიშნავს, მათ ვაქცინებს „მეცნიერულ სასწაულად“ წარმოუდგენენ, თითქოს მათთან არანაირი პათოლოგიური მოვლენა არ იყოს დაკავშირებული. იგი ამ მიდგომას უპირისპირებს სხვა მედიკამენტების სწავლებას, რომლის ფარგლებშიც გვერდითი ეფექტების შესახებ გაცილებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიან [32].

11. მადავა კ. სეტი (Madhava K. Setty) არის ამერიკელი, სერტიფიცირებული ანესთეზიოლოგი. 1998 წელს მან ტეხასის ბეილორის მედიცინის კოლეჯი (Baylor College of Medicine) დაამთავრა, ხოლო ანესთეზიოლოგიის რეზიდენტურა 2002 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიარა. კლინიკურ პრაქტიკას 2002 წლიდან ეწევა [33].

Doximity-ის პლატფორმა Op-Med-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში — „რამდენიმე კითხვა, რომელიც COVID-ის შემდეგ ხუთი წლის თავზე მიჩნდება“ (Some Questions I Am Asking, Five Years Out from COVID) — სეტი ეჭვქვეშ აყენებს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა ინფორმირებულობას ვაქცინით გამოწვეული ზიანის კომპენსაციისა და მწარმოებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე. იგი აღნიშნავს, რომ კოლეგებთან საუბრისას გაირკვა: „არცერთ ექიმსა თუ ექთანს, ვისაც ვესაუბრე, არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ბავშვს ზიანი მიადგება ბავშვთა იმუნიზაციის გრაფიკით გათვალისწინებული ვაქცინის შედეგად, მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ დგება“. ავტორი განიხილავს 1986 წლის „ბავშვთა ვაქცინაციით მიყენებული ზიანის შესახებ“ ეროვნულ კანონს (National Childhood Vaccine Injury Act), ვაქცინით მიყენებული ზიანის კომპენსაციის პროგრამას (VICP) და ვაქცინების მწარმოებლებისთვის მინიჭებულ სამართლებრივ დაცვის მექანიზმებს. იგი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ კვლევის თანახმად ვაქცინაციასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების 1%-ზე ნაკლები აღირიცხება ვაქცინაციასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების აღრიცხვის სისტემაში (VAERS) [34].

12. დოქტორი რამონ რამოსი (Ramon Ramos) ამერიკელი პედიატრი იყო, რომელიც 1984-2021 წლებში ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში მოღვაწეობდა. მას ექიმად მუშაობის 36-წლიანი გამოცდილება ჰქონდა [41,42]. სამედიცინო განათლება დომინიკის რესპუბლიკასა და პუერტო-რიკოში მიიღო, სადაც 1980 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. შემდეგ პედიატრიული რეზიდენტურა ფლორიდაში გაიარა, ხოლო 1983–1984 წლებში ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯში პედიატრიული პულმონოლოგიის მიმართულებით დამატებითი კლინიკური მომზადება მიიღო [41, 42].

მიუხედავად საფუძვლიანი სამედიცინო განათლებისა, დოქტორი რამოსი ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ სამედიცინო სკოლებსა და პედიატრიული რეზიდენტურის პროგრამებში სათანადო ყურადღება არ ეთმობა ვაქცინების შემადგენლობისა და უსაფრთხოების საკითხებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ექიმებს ვაქცინების შემადგენლობის შესახებ სათანადო ცოდნას არ აძლევენ და მათ „წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა შედის ვაქცინების შემადგენლობაში“ [42].

რამოსის განცხადებით, სამედიცინო განათლება თითქმის მთლიანად ორიენტირებულია ვაქცინაციის ოფიციალური გრაფიკის (აცრების კალენდრის) დაცვაზე — ანუ იმაზე, თუ „როგორია ეს გრაფიკი“ — ნაცვლად იმისა, რომ სათანადო ყურადღება დაეთმოს ვაქცინების ქიმიური შემადგენლობის, გამოყენების ინსტრუქციებისა და შესაძლო არასასურველი მოვლენების შესწავლას. მისი აზრით, სამედიცინო განათლება პედიატრებს აჩვევს, კრიტიკული შეფასების გარეშე გაიზიარონ და გაიმეორონ CDC-ისა და ამერიკის პედიატრიის აკადემიის მითითებები [42].

რამოსის შეფასებით, პედიატრების 99% არასოდეს აყენებს ეჭვქვეშ ამგვარ პროფესიულ მომზადებას. მისი თქმით, ექიმები ვაქცინების შემადგენლობისა და შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ თავად გადაწყვეტენ ვაქცინების ანოტაციების გაცნობასა და მშობლების მიერ აღწერილი გამოცდილების მოსმენას [42].

13. რობერტ ვ. სირსი (Robert Sears) ამერიკელი პედიატრია, რომელიც კალიფორნიის შტატში მოღვაწეობს. მან ბიოლოგია კალიფორნიის ბიოლას უნივერსიტეტში შეისწავლა, შემდეგ კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა დაამთავრა, სადაც 1995 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო. პედიატრიული რეზიდენტურა ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოში გაიარა და 1998 წელს დიპლომისშემდგომი მომზადება დაასრულა. ამის შემდეგ მუშაობა მამის პედიატრიულ კაბინეტში, კალიფორნიის ქალაქ დანა-პოინტში, განაგრძო [43].

პოდკასტ Culture Apothecary-ში ალექს კლარკთან ინტერვიუში სირსმა განაცხადა, რომ მისი სტუდენტობის პერიოდში სამედიცინო სასწავლებელში ვაქცინების შესახებ სწავლება მხოლოდ მცირე დროს მოიცავდა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინებს სასწავლო პროგრამაში, მაგალითად, ფარმაკოლოგიასთან შედარებით, ნაკლები დრო ეთმობოდა [44]. მსგავსი მოსაზრება მან ორგანიზაცია Parents For Healthcare Rights-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც გამოთქვა. სირსის შეფასებით ვაქცინების შესახებ სწავლებას სამედიცინო სასწავლებელში დაახლოებით ორი-სამი საათი ეთმობა. მისი განმარტებით, სასწავლო პროგრამაში მეტი ყურადღება ეთმობოდა სხვა საკითხებს, მათ შორის იშვიათ დაავადებებს, რომლებსაც ექიმები შესაძლოა პრაქტიკაში არასდროს შეხვედროდნენ [46].

წიგნში The Vaccine Book: Making the Right Decision for Your Child („ვაქცინის წიგნი: სწორი გადაწყვეტილების მიღება თქვენი შვილისთვის“) სირსი ყურადღებას ამახვილებდა არა მხოლოდ ვაქცინების სწავლებისთვის გამოყოფილ დროზე, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებული ცოდნის სიღრმეზეც. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სკოლაში მომავალი ექიმები სხვადასხვა დაავადების შესახებ ფართო ცოდნას იღებენ, ვაქცინების კვლევის, შემუშავებისა და უსაფრთხოების შეფასების საკითხებს სათანადო სიღრმით ვერ ეცნობიან. სირსი მიიჩნევდა, რომ ექიმებს ამ საკითხებზე უფრო საფუძვლიანი ცოდნა სჭირდებათ, რათა მშობლების კითხვებს ამომწურავად უპასუხონ [45].

დიდი ბრიტანეთი

14. დოქტორი აჰმად მალიკი (Ahmad Malik) ბრიტანელი ორთოპედ-ქირურგია. 1998 წელს გლაზგოს უნივერსიტეტი დაამთავრა და მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრის ხარისხი (MBChB) მიიღო. შემდგომში გაიარა ქირურგიული სპეციალიზაცია და მოიპოვა ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრის (MRCS) და ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიული ქირურგიის სპეციალისტის (FRCS) კვალიფიკაციები. მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის Royal National Orthopaedic Hospital-სა და Buckinghamshire Healthcare NHS Trust-ში. მისი საქმიანობა სპორტულ მედიცინასაც მოიცავდა, მათ შორის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების პერიოდში [74–76].

ერთ-ერთ ინტერვიუში მალიკმა აღნიშნა, რომ მედიცინას ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა, თუმცა არ ახსოვს, ვაქცინების შესახებ სათანადო ლექციები ოდესმე მიეღოს. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის გარემოება, რომ ექიმებს პაციენტებისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიცემა მოეთხოვებათ, მაშინ როდესაც, მისი პირადი გამოცდილებით, ვაქცინების საკითხს სამედიცინო განათლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი არ ეკავა. მიუხედავად ამისა, სამედიცინო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მას ვაქცინების შესახებ ჩამოუყალიბეს რწმენა, რომ ისინი უპირობოდ სასარგებლოა და მათი ეჭვქვეშ დაყენება საჭირო არ არის [73].

იგი ასევე აკრიტიკებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც ოფიციალური სამედიცინო რეკომენდაციების ეჭვქვეშ დაყენებას უკავშირდება. მისი თქმით, ექიმები პროფესიული შედეგების შიშით ხშირად ვერ ბედავენ განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმას [73,76].

მალიკის კრიტიკა ფარმაცევტული კომპანიების გავლენასაც ეხება. იგი მიიჩნევს, რომ ფარმაცევტული კომპანიების გავლენა ვრცელდება სამედიცინო განათლებაზე, პროფესიულ მომზადებაზე, სამეცნიერო ჟურნალებზე, კვლევებსა და მარეგულირებელ ორგანოებზე, მათ შორის იმ სტრუქტურებზე, რომლებიც სამედიცინო რეკომენდაციებს ამზადებენ. ამ გავლენას იგი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ სისტემურ პრობლემად მიიჩნევს [73, 76].

მალიკი მიიჩნევს, რომ სამედიცინო განათლებაში ზედმეტი ყურადღება ეთმობა მედიკამენტებით მკურნალობას, ხოლო სათანადო ადგილი არ ეთმობა კვებას, ცხოვრების წესსა და დაავადებათა პრევენციას [76].

საბოლოოდ, მალიკი ისეთი სამედიცინო განათლების სისტემის მომხრეა, რომელიც მეტ ყურადღებას დაუთმობს ვაქცინების შესახებ ცოდნას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და სამედიცინო ეთიკას. მისი ხედვით, ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს პაციენტის უფლებაც, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია და ამის საფუძველზე თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მისაღები საკუთარი ჯანმრთელობის საკითხებში [73, 76].

ავსტრია

15. პროფესორი გერჰარდ გედიქე (Gerhard Gaedicke) ავსტრიელი პედიატრია და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორია. მანამდე იგი ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოსა და სამედიცინო კვლევით ცენტრში „შარიტე“ (Charité) მუშაობდა. 2015 წელს მან ბარბარა რატსა (Barbara Rath) და სუზან მიულჰანთან (Susann Mühlhans) ერთად გამოაქვეყნა სტატია გერმანულენოვან ქვეყნებში სამედიცინო სასწავლებლებში ვაქცინაციის სწავლების შესახებ. ორივე თანაავტორი ბერლინის „შარიტეს“ პედიატრია [27].

ავტორებმა აღნიშნეს, რომ გერმანულენოვანი ქვეყნების სამედიცინო სასწავლებლების სასწავლო პროგრამებში ვაქცინაციის საკითხი ხშირად „საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ან უმნიშვნელო ქვეთემად განიხილებოდა“. მათ ასევე აღნიშნეს, რომ პროგრამების უმეტესობა არ ითვალისწინებდა ვაქცინაციის სავალდებულო კურსებს ან ამ მიმართულებით პრაქტიკულ მომზადებას [27].

ავტორების თქმით, ვაქცინაციის საკითხები პედიატრიის დიპლომისშემდგომი მომზადების პერიოდშიც იშვიათად განიხილებოდა. მათ ვაქცინოლოგია „ჰობის“ დონეზე არსებულ საკითხად დაახასიათეს [27].

გერმანია

16. დოქტორი მარტინ ტერჰარდტი (Martin Terhardt) გერმანელი პედიატრია, რომელმაც სამედიცინო განათლება 1973–1979 წლებში დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. მან გერმანიის სამეცნიერო სამედიცინო საზოგადოებათა გაერთიანებას (AWMF) წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მოხსენება წარუდგინა [35].

მოხსენებაში ტერჰარდტი აღნიშნავს, რომ სამედიცინო განათლების მიღების პერიოდში, ეკოლოგიისა და ჰიგიენის კურსის ფარგლებში, ვაქცინაციის შესახებ მხოლოდ „მცირე კურსი“ გაიარა, რომელიც „არაფრით იყო გამორჩეული“. იგი ასევე დასძენს: „მეხსიერებაში თითქმის არაფერი დამრჩა“. ტერჰარდტის თქმით, სპეციალიზაციის პერიოდში მას ხშირად ჰქონდა შეხება ვაქცინით პრევენცირებად დაავადებებთან, თუმცა „ვაქცინაციასთან პრაქტიკულად არანაირი შეხება არ ჰქონია“ [35].

საფრანგეთი

17. დოქტორი პიერ ბეგე (Pierre Bégué) ფრანგი ექიმი, პედიატრი და ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტია. სამედიცინო განათლება პარიზში მიიღო, სადაც 1966–1970 წლებში ბაქტერიოლოგიის ასისტენტად მუშაობდა. 1975 წელს პედიატრიის პროფესორი გახდა, შემდეგ კი ტოგოში, ლომეს სამედიცინო ფაკულტეტზე, აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა არმან ტრუსოს სახელობის საავადმყოფოში, რომლის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელად 1981 წელს დაინიშნა. 1985–1997 წლებში საფრანგეთის ვაქცინაციის საკითხთა ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016 წელს საფრანგეთის მედიცინის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გახდა [ 79].

დოქტორი ბეგე კრიტიკულად აფასებს ვაქცინაციის საკითხებზე სამედიცინო განათლების არსებულ მდგომარეობასა და ექიმთა მომზადების ხარისხს საფრანგეთში. მისი მოსაზრებით, საუნივერსიტეტო განათლების ფარგლებში მომავალი ექიმები ვაქცინების შესახებ არასაკმარის ცოდნას იღებენ. იგი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის სამედიცინო ფაკულტეტებზე ვაქცინოლოგიის სწავლებას არასაკმარისი ყურადღება ეთმობა. განსაკუთრებით ხაზს უსვამს სამედიცინო სტუდენტებისთვის ვაქცინების შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ ცოდნის გაღრმავების აუცილებლობას [80].

დოქტორი ბეგე მიიჩნევს, რომ ექიმებს უნდა ჰქონდეთ საფუძვლიანი ცოდნა როგორც ვაქცინების მოქმედების მექანიზმების, ისე მათი უსაფრთხოების შეფასების მეთოდების შესახებ. მისი პოზიციით, ვაქცინაციის საკითხებზე სამედიცინო განათლებაში მთავარ როლს უნივერსიტეტები უნდა ასრულებდნენ და არა ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები. ეს მნიშვნელოვანია, რათა სამეცნიერო მომზადების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა [80].

რუსეთი

18. ლეილა ნამაზოვა-ბარანოვა (Leyla Namazova-Baranova), ტატიანა პრივალოვა (Tatiana Privalova), ვილია ბულგაკოვა (Vilya Bulgakova) და მათი თანაავტორები რუსი პედიატრები და სამედიცინო განათლების სფეროს მკვლევარები არიან. ისინი მუშაობენ ნ. ი. პიროგოვის სახელობის რუსეთის ეროვნულ კვლევით სამედიცინო უნივერსიტეტსა და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო კვლევით დაწესებულებებში. ტატიანა პრივალოვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და პედიატრიის დოცენტია [40].

2021 წელს მათ ჟურნალ «Педиатрическая фармакология»-ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც განიხილეს საგნის — „ჯანმრთელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინოპროფილაქტიკა“ — ადგილი პედიატრების მომზადების სასწავლო პროგრამაში. ავტორები აღნიშნავენ, რომ სტუდენტების უმრავლესობას არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ვაქცინაციის შესახებ [40].

ავტორები განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებენ ვაქცინაციის სწავლების მოცულობას რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტებში. მათი მონაცემებით, პედიატრიის ფაკულტეტის სტუდენტებს ვაქცინოპროფილაქტიკის საკითხების შესასწავლად უმეტეს უნივერსიტეტში საშუალოდ მხოლოდ 2–4 აკადემიური საათი ეთმობათ, ხოლო სამკურნალო ფაკულტეტებზე — კიდევ უფრო ნაკლები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინოპროფილაქტიკის საგანი პედიატრიისა და თერაპიის რეზიდენტებისთვის ცალკე დისციპლინად არ არის გათვალისწინებული [40].

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება

სტატიის გაცნობის შემდეგ მკითხველს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვა: „მაშინ, როცა ვაქცინები საუკუნეზე მეტია არსებობს, დღემდე რატომ არ ისწავლება ეს საკითხი საფუძვლიანად მსოფლიოს სამედიცინო სასწავლებლებში და ვის ინტერესებშია ეს?“

ეს კითხვა, უპირველესად, საჯარო უწყებებმა და ექიმებმა უნდა დასვან, თუმცა ასე არ ხდება. საჯარო უწყებები ნაწილობრივ აღიარებენ სამედიცინო განათლებაში ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს. ისინი პრობლემის მოგვარებას მედპერსონალისთვის იმუნიზაციის (ვაქცინაციის) შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგების ჩატარებით ცდილობენ. თუმცა, ამ ტრენინგებზე ეს მნიშვნელოვანი შეკითხვა არ ჟღერდება.

თავად ექიმები აღნიშნავენ, რომ ამგვარ ტრენინგებზე საკითხი ხშირად ცალმხრივად არის წარმოდგენილი. ყურადღება უმეტესად ადმინისტრირების ტექნიკასა და ვაქცინაციის კალენდარზეა გამახვილებული, მაშინ როცა პაციენტთან კომუნიკაცია ნაკლებად განიხილება [4][10]. ექიმებს ასწავლიან არა პაციენტის სრულყოფილად ინფორმირებას, არამედ უფრო ისეთი მიდგომების გამოყენებას, რომლებიც მასზე შიშის გავლენას ახდენს. ექიმებს ასევე მოუწოდებენ, თავი აარიდონ პაციენტთან დიალოგს [4].

ტრენინგებზე უპირატესობა ენიჭება განცხადების ფორმით კომუნიკაციას — მაგალითად, „თქვენს შვილს დღეს უწევს ვაქცინაცია!“ — და არა დიალოგურ მიდგომას, რომელიც პაციენტის არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს: „რას ფიქრობთ ბავშვის ამადამ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით?“ [11][12]. მცდარ მოსაზრებას, რომ რომელიმე ვაქცინით ბავშვის აცრა მიბმულია კონკრეტულ თარიღზე და დაგვიანება არ შეიძლება, არ აქვს მეცნიერული საფუძველი. ამის შესახებ ნაწილობრივ უკვე ითქვა ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “ვაქცინირებულების და არავაქცინირებულების შედარების კვლევები (ნაწ. 1)” [14]. მიუხედავად ამისა ექიმებს არასწორად ასწავლიან, რომ ასეთი წარმოდგენა შექმნან პაციენტებში.

ამასთან, ხსენებული ტრენინგების ფარგლებში ნაკლებად განიხილება ვაქცინებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პრაქტიკული საკითხები, მათ შორის ვაქცინების მოქმედების შესახებ სამეცნიერო ინფორმაცია, მათი წარმოების პროცესი, ანოტაციები, უსაფრთხოება და იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხები [4][10–13].

ტრენინგებზე ხშირად გვხვდება მედპერსონალისთვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევებიც. მაგალითად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მტკიცება, რომ „ვაქცინები აუტიზმს არ იწვევს“, მეცნიერულად დადასტურებული არ არის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევებს არ გამოურიცხავთ ჩვილობის ასაკში ჩატარებულ ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირი [19]. მიუხედავად ამისა, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამებში ექიმებს ასწავლიან, რომ კვლევებმა ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი გამორიცხეს [37-39]. ამგვარი მიდგომა პრობლემურია, რადგან ექიმებს მეცნიერულად დადგენილ ფაქტად აწვდის დასკვნას, რომლის სისწორესაც, CDC-ის განცხადების თანახმად, არსებული კვლევები არ ადასტურებს.

გავლენა სხვა სფეროებზე და დღემდე დამკვიდრებულ მიდგომებზე

ყოველივე ზემოთქმული მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა სფეროებზეც. ეს, თავის მხრივ, არაერთ საკითხთან მიმართებით ამჟამად დამკვიდრებული მიდგომების გადახედვისა და დამოკიდებულებების შეცვლის აუცილებლობას ქმნის. პირველ რიგში, ეს ეხება მასმედიასა და კანონმდებლობას, ასევე სასამართლო პროცესებსა და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.

მასმედია და საზოგადოებრივი დისკუსია

აშკარაა, რომ დღესდღეობით მასმედია ამ საკითხს სათანადოდ არ უდგება. როდესაც რომელიმე ტელე- ან რადიოარხზე ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, კომპეტენტური მოსაზრების მოსასმენად, როგორც წესი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იწვევენ. როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, სამედიცინო განათლება ამ შემთხვევაში მედპერსონალს ჯერ კიდევ ვერ აძლევს საჭირო კომპეტენციას. შესაბამისად, მათი შესაძლებლობა, ამ თემაზე კვალიფიციურად ისაუბრონ, საკმაოდ შეზღუდულია.

მასმედიაში ამ საკითხზე სასაუბროდ, პირველ რიგში, ის პირები უნდა იყვნენ მიწვეული, რომლებიც ვაქცინების შესახებ პირველწყარო ინფორმაციას ფლობენ და, სულ მცირე, ვაქცინების ანოტაციებს მაინც საფუძვლიანად ეცნობიან. მედპერსონალი, თუ ის მხოლოდ სამედიცინო სასწავლებელში მიღებულ ცოდნას ეყრდნობა, ამ კატეგორიაში არ შედის.

პოლიტიკა და კანონმდებლობა

მსგავსი გამოწვევა განსაკუთრებით მკაფიოდ იჩენს თავს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის ფორმირებისას. ვაქცინებთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავებისას პოლიტიკოსები, ჩვეულებისამებრ, კომპეტენტური მოსაზრების მისაღებად ეყრდნობიან და ენდობიან ექიმებსა და სხვა მედპერსონალს.

თუმცა, სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი პრინციპული პრობლემა: თუ ამ კონკრეტულ საკითხზე სამედიცინო განათლება საკმარის ცოდნას არ იძლევა, მხოლოდ მედპერსონალის მოსაზრებაზე — მით უმეტეს, ბრმა ნდობით — დაყრდნობამ შესაძლოა საკითხის სწორად შეფასებას ხელი შეუშალოს და, როგორც პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა, სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს.

ამიტომ აუცილებელია მრავალმხრივი, დამოუკიდებელი და უშუალოდ პირველწყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინება, ისევე როგორც მედპერსონალის მიერ წარმოდგენილი დაშვებების კრიტიკული გადამოწმება. ავტორიტეტზე ბრმა დაყრდნობამ არ უნდა ჩაანაცვლოს მტკიცებულებების დამოუკიდებელი შეფასება.

როდესაც მიღებული გადაწყვეტილებები მთელ საზოგადოებაზე ფართო გავლენას ახდენს, ასეთი კრიტიკული მიდგომა, სკეპსისი და გამჭვირვალობა არა მხოლოდ სასურველი, არამედ გადამწყვეტია.

სასამართლო პროცესები და სამედიცინო ექსპერტიზა

ანალოგიური პრობლემა ჩნდება სასამართლო პროცესების დროსაც, როდესაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული სამედიცინო საკითხების შეფასებაა საჭირო. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ექიმებისა და სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს ეყრდნობა. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, თუ მედპერსონალს კონკრეტული საკითხის სრულყოფილი შეფასებისთვის საკმარისი კომპეტენცია არ აქვს, იზრდება არასწორი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების რისკიც.

აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, ვინ გასცემს დასკვნას, არამედ რამდენად სრულყოფილად არის მასში შეფასებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მასალა და რა მონაცემებს, მტკიცებულებებსა და პირველწყაროებს ეფუძნება იგი. მით უფრო, რომ ასეთმა დასკვნამ შესაძლოა უშუალოდ განსაზღვროს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ვაქცინასთან მიზეზობრივი კავშირის არასათანადო შეფასების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აშშ-ის 2001 წლის საქმე Brice v. Secretary of Health and Human Services.

ბავშვს MMR ვაქცინაციის შემდეგ კრუნჩხვები განუვითარდა, თუმცა თავდაპირველმა ექიმებმა დედის მითითების მიუხედავად ვაქცინასთან შესაძლო კავშირი ვერ დაადგინეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა ბავშვს ვაქცინასთან დაკავშირებული ენცეფალოპათია და ტვინის დაზიანება დაუდგინეს. მოსამართლე პოლინ ნიუმენმა განსხვავებულ აზრში აღნიშნა, რომ დაზიანებისა და მისი მიზეზის ამოცნობას თითქმის სამი წელი დასჭირდა [62].

ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანების არასათანადო დიაგნოსტიკამ და მიზეზობრივი კავშირის დაგვიანებით ამოცნობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მისი სათანადო სამართლებრივი შეფასების პროცესს.

ექიმების დამოკიდებულება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაერთმა ექიმმა საჯაროდ გააკრიტიკა სამედიცინო განათლების სისტემაში ვაქცინაციის საკითხების სწავლების ხარვეზები. ამის მიუხედავად, ექიმების დიდი ნაწილი სათანადოდ არ არის ინფორმირებული და მაინც მიიჩნევს, რომ სამედიცინო განათლების ფარგლებში მიღებული ცოდნა და კომპეტენცია პაციენტებისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით სწორი რეკომენდაციების გასაცემად საკმარისია. თუმცა, ზემოთ განხილული ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებს.

ამიტომ პირველი ნაბიჯი არსებული რეალობის ობიექტურად შეფასება უნდა იყოს — ყოველმა სამედიცინო პერსონალმა უნდა გააცნობიეროს და აღიაროს ამ სფეროში ცოდნის დეფიციტი და სამედიცინო განათლებაში არსებული ხარვეზები. აუცილებელია დამკვიდრებული შეხედულებების გადახედვა და პროფესიული მიდგომების შეცვლა.

ამის შემდეგ კი გარდაუვალია ერთი ფუნდამენტური ეთიკური კითხვის დასმა: რამდენად გამართლებულია პაციენტისთვის ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენების რეკომენდაცია, თუ თავად ექიმს მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ სრულყოფილი, სანდო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არ აქვს?

პასუხისმგებლიანი რეკომენდაცია მხოლოდ პროდუქტის დანიშნულების ცოდნას არ გულისხმობს. ის მოითხოვს მისი ინგრედიენტების, შესაძლო გვერდითი მოვლენებისა და პოტენციური რისკების — მათ შორის, ფერტილობის დარღვევისა და ნეიროგანვითარების შეფერხების შესაძლო საფრთხეების — სათანადო შეფასებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია წინასალიცენზიო და ლიცენზირებისშემდგომი კვლევების შედეგების, გრძელვადიანი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონაცემების, წარმოების პროცესისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების, აგრეთვე მწარმოებლის იურიდიული პასუხისმგებლობის ცოდნა.

სანამ სამედიცინო პერსონალს ამ საკითხებზე მკაფიო და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები არ ექნება, აუცილებელია, თავად რეკომენდაციის გაცემის ეთიკურ მხარესაც კრიტიკულად მიუდგეს. საკუთარი ცოდნის საზღვრების აღიარება და არასაკმარისი მტკიცებულებების პირობებში რეკომენდაციისგან თავის შეკავება პროფესიული სისუსტე კი არა, პაციენტის უსაფრთხოების დაცვისა და ეთიკური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა.

დასკვნა

პაციენტების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ექიმის მოსაზრებაზე ბრმად დაყრდნობა. ამით, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ, რომ ექიმებს ბოროტი განზრახვა ამოძრავებთ — სამწუხაროდ, ზოგიერთმა ადამიანმა ეს შეიძლება ასე არასწორად გაიგოს. ზემოთ განხილული სტატია მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ექიმებს ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია. სამედიცინო განათლებაში არსებული ხარვეზების გამო, ექიმები საკითხის სიღრმისეულად შესწავლის და გადამოწმების გარეშე ენდობიან ვაქცინის მწარმოებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც, თავის მხრივ, ქმნის იმის რისკს, რომ მწარმოებელმა ეს ნდობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. არაკეთილსინდისიერი განზრახვის ბრალდება შეიძლება გაჟღერდეს ვაქცინის მწარმოებლის და არა ექიმის მიმართ.

შესაბამისად, მშობელს, რომელსაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება სურს, ექიმის რეკომენდაციაზე დაყრდნობას ვერ ვურჩევთ. მნიშვნელოვანია, თავად გაეცნოს საკითხს და მოიპოვოს ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინების, მათი შემადგენლობის, მოქმედების პრინციპის, ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ.

სამწუხაროდ, დღეს ამ საკითხის დამოუკიდებლად შესწავლის გარდა მშობლისთვის სხვა გზა პრაქტიკულად არ არსებობს.

 

==========================

გამოყენებული წყაროები:

[1] Presentation of Prof. Heidi Larson, PhD, held at the WHO Global Vaccine Safety Summit on December 2–3, 2019, in Geneva, Switzerland:
https://youtu.be/_1xey8zlyQo?feature=shared&t=380 https://www.who.int/news-room/events/detail/2019/12/02/default-calendar/global-vaccine-safety-summit

[2] Humphries, Suzanne, and Roman Bystrianyk. Dissolving Illusions: Disease, Vaccines, and the Forgotten History. 10th anniversary ed. Dissolving Illusions, 2024.
https://a.co/d/0iByE3ok

[3] Suzanne Humphries — “Honesty Versus Policy: Vaccines and the Medical System” — Lumpenproletariat, April 13, 2016. medical education teaches vaccination schedules without.
https://lumpenproletariat.org/2016/04/13/5893/

[4] Suzanne Humphries — “Doctors are NOT Taught about Vaccines in Medical School” — Aletho News, July 2, 2026
https://alethonews.com/2026/07/02/

[5] Joseph Mercola, “Interview With Suzanne Humphries: Dissolving Illusions (Part II),” The Vaccine Reaction, January 14, 2016.
https://thevaccinereaction.org/2016/01/interview-with-suzanne-humphries-dissolving-illusions-part-ii/

[6] Slobodni Podcast. “SLOBODNI podcast #129 Del Bigtree-Neugodna studija.” YouTube video. November 2, 2025.
https://www.youtube.com/watch?v=4p0fINUkYi8.

[7] Conrad, Deb. “VAERS: The Story of one PA and her Medical Legal Journey.” Presentation at Freedom Summit 2025 (YouTube video), discussing lack of education on VAERS reporting requirements and passive nature of the system. October 9, 2025.
https://www.youtube.com/watch?v=-OF6PWxq8uo.

[8] Setty, Madhava K. “Some Questions I Am Asking, Five Years Out from COVID.” Doximity Op-Med, March 28, 2025.
https://opmed.doximity.com/articles/some-questions-i-am-asking-five-years-out-from-covid .

[9] Bollinger, Ty M., and Charlene Bollinger. The Truth About Vaccines 2020. Documentary series. TTAV Global, 2020.
https://thetruthaboutvaccines.com/

[10] “Healthcare Professionals’ Perceptions of Challenges in Vaccine Communication and Training Needs: A Qualitative Study,” BMC Primary Care 25 (2024): article 264,
https://doi.org/10.1186/s12875-024-02509-y

[11] Noel T. Brewer et al., “Announcements Versus Conversations to Improve HPV Vaccination Coverage: A Randomized Trial,” Pediatrics 139, no. 1 (2017): e20161764,
https://doi.org/10.1542/peds.2016-1764

[12] James A. Mansi et al., “Continuing Medical Education Improves Physician Communication Skills and Increases Likelihood of Pediatric Vaccination: Findings from the Pediatric Influenza Vaccination Optimization Trial (PIVOT)—II,” Vaccines 11, no. 1 (2023): 17,
https://doi.org/10.3390/vaccines11010017

[13] S. Elizabeth Williams and Rebecca Swan, “Formal Training in Vaccine Safety to Address Parental Concerns Not Routinely Conducted in U.S. Pediatric Residency Programs,” Vaccine 32, no. 26 (2014): 3175–78,
https://doi.org/10.1016/j.vaccine.2014.04.001

[14] “ვაქცინირებულების და არავაქცინირებულების შედარების კვლევები (ნაწ. 1).” არჩევანის უფლება მშობელს (VaxxInfo.ge). March 7, 2025.
https://vaxxinfo.ge/vax-unvax/

[15] Orna Sojati, Anjana Murali, Glenn Rapsinski, and John V. Williams, “Do Not Throw Away Your Shot: Pilot Study in Improving Medical School Curricula Through Focused Vaccine Education,” AJPM Focus 3, no. 2 (2024): 100178.
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC10835123/

[16] Baessler, Franziska, Ali Zafar, Katharina Mengler, Ricarda Nadine Natus, Anne Josephine Dutt, Manuel Kuhlmann, Emre Çinkaya, and Simon Hennes. “A Needs-Based Analysis of Teaching on Vaccinations and COVID-19 in German Medical Schools.” Vaccines 10, no. 6 (2022): 975. https://doi.org/10.3390/vaccines10060975

[17] Kernéis, Solen, Caroline Jacquet, Aurélie Bannay, Thierry May, Odile Launay, Pierre Verger, Céline Pulcini, et al. “Vaccine Education of Medical Students: A Nationwide Cross-Sectional Survey.” American Journal of Preventive Medicine 53, no. 3 (2017): e97–e104.
https://doi.org/10.1016/j.amepre.2017.01.014

[18] Saitoh, Aya, Hiromi Oku, Tomohiro Katsuta, Hajime Kamiya, Yoichi Ishikawa, Mayumi Takaku, and Akihiko Saitoh. “Vaccination Education Deficits and Vaccine Hesitancy Among Healthcare Students in Japan: A Cross-Sectional Study.” Vaccines 12, no. 12 (2024): 1310.
https://doi.org/10.3390/vaccines12121310

[19] Centers for Disease Control and Prevention, “Autism and Vaccines,” Vaccine Safety, July 22, 2026.
https://www.cdc.gov/vaccine-safety/about/autism.html

[20] Health Canada. 4th Canadian National Immunization Conference: Immunization in the 21st Century: Progress Through Education. Halifax, December 3–6, 2000. Canada Communicable Disease Report, Supplement 27, S5 (2001).
https://publications.gc.ca/site/eng/9.559523/publication.html
https://publications.gc.ca/collections/collection_2016/aspc-phac/HP3-1-27-S5-eng.pdf

[21] Nationale Lenkungsgruppe Impfen (NaLI). “Von der NIK zur NaLI – Die Nationale Lenkungsgruppe Impfen setzt sich für die Umsetzung der NIK-Ziele ein.” In Berichtsband der 6. Nationalen Impfkonferenz, Hamburg, 2019.
https://www.nali-impfen.de/fileadmin/pdf/NIK_Berichtsbaende/NIK_Berichtsband_2019.pdf

[22] Nationale Lenkungsgruppe Impfen (NaLI). “Die Nationale Lenkungsgruppe Impfen (NaLI) setzt sich für eine Stärkung der Impfqualifikation und des Impfschutzes von Medizinstudenten und med. Personal ein.” Poster presented at the 69th Bundeskongress of the Bundesverband der Ärztinnen und Ärzte des Öffentlichen Gesundheitsdienstes (BVÖGD) and Bundesverband der Zahnärzte des Öffentlichen Gesundheitsdienstes (BZÖG), Kassel, 2019. Das Gesundheitswesen 81 (2019): 272. https://www.nali-impfen.de/fileadmin/pdf/Poster_Medizinisches_Personal_BVOEGD_2019.pdf https://www.thieme-connect.com/products/ejournals/abstract/10.1055/s-0039-1679369

[23] Michael Nevradakis, “Pediatricians Receive Little Training on Vaccine Injuries, Doctors Report,” The Defender, June 4, 2026, https://childrenshealthdefense.org/defender/pediatricians-receive-little-training-vaccine-injuries-medical-school-doctors-report/

[24] Paul Blanc, Rapport sur la politique vaccinale de la France, Office parlementaire d’évaluation des politiques de santé, French Parliament, September 2007. Published by the French National Assembly. Full French Parliament report.
https://www.assemblee-nationale.fr/13/rap-off/i0237.asp?utm

[25] iu, X., Y. Chen, H. Dai, R. Li, Y. Ding, J. Wu, and X. Shi. “Knowledge, Attitudes, and Educational Gaps About Vaccination in Chinese Medical Students and Residents: A Pilot Study from a Single Tertiary Referral Center.” Infection and Drug Resistance 17 (2024): 5315–5323.
https://doi.org/10.2147/IDR.S497624
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC11615001/

[26] Ety Elisha, Josh Guetzkow, Yaffa Shir-Raz, and Natti Ronel, “Going against the Flow: Motivations of Professionals with Critical Views on Vaccination,” double-blind peer-reviewed journal Temida 25, no. 2 (2022).
https://doi.org/10.2298/TEM2202155E

[27] Barbara Rath, Susann Mühlhans, and Gerhard Gaedicke, “Teaching Vaccine Safety Communication to Medical Students and Health Professionals,” Current Drug Safety 10, no. 1 (2015): 23–26, https://doi.org/10.2174/1574886310011503031130
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/25859671/?utm

[28] Children’s Health Defense, “Dr Patricia Ryan in Nebraska,” CHD.TV, accessed October 9, 2026, https://live.childrenshealthdefense.org/chd-tv/events/vaxxed-stories/vaxxed-dr-patricia-ryan-nebraska

[29] Aaron Siri, “#1 Russell Surasky,” YouTube video, February 26, 2026,
https://youtu.be/GI0XiQbqSkY

[30] “The Cape Byron Lighthouse Declaration. “Dr Andrew Zywiec.” Accessed October 12, 2026. https://lighthousedeclaration.org/lighthouse-keeper/dr-andrew-zywiec/

[31] Zywiec, Andrew Michael. “Andrew Michael Zywiec, MD, CTP, OCP.” LinkedIn. Accessed October 12, 2026.
https://www.linkedin.com/in/andrew-michael-zywiec-md-ctp-ocp-75bbb6268/

[32] Andrew Zywiec, X post, August 11, 2026,
https://x.com/AndrewZywiecMD/status/2087238171704627432

[33]Madhava K. Setty, “About,” Madhava K. Setty, MD, accessed October 13, 2026, https://www.madhavasettymd.com/bio .

[34] Setty, Madhava K. “Some Questions I Am Asking, Five Years Out from COVID.” Doximity Op-Med, August 10, 2026.
https://opmed.doximity.com/articles/some-questions-i-am-asking-five-years-out-from-covid

[35] Michael Terhardt, Masern-Impfung aus Sicht des Arztes, presentation to the AWMF Working Group “Doctors and Lawyers,” 2 November 2019. https://web.archive.org/web/20231110022543/https://www.awmf.org/fileadmin/user_upload/dateien/ak_aerzte_und_juristen/terhardt-praesentation-awmf-021119-freigeschaltet.pdf

[36] Doximity. “Russell Scott Surasky, DO.” Accessed October 15, 2026. https://www.doximity.com/pub/russell-surasky-do

[37] Sutter Health. “0967_CPMC_The Neurology of Autism_EM.” Accredited Continuing Education. https://ace.sutterhealth.org/content/0967cpmcthe-neurology-autismem .

[38] Stanford University School of Medicine. “Vaccines, Autism, and Blue Marble Health.” Pediatric Grand Rounds, June 1, 2018.
https://med.stanford.edu/pediatrics/education/grandrounds/PGR2018-JUN01.html
.

[39] Los Angeles County Department of Public Health. “The Science Behind Autism Etiology: From Vaccines to Medications.” Continuing Medical Education, February 4, 2026.
https://ph.lacounty.gov/cme/autismetiology/
.

[40] Namazova-Baranova, Leyla S., Tatiana E. Privalova, Vilya A. Bulgakova, Yuliya I. Ermakova, Marina V. Fedoseenko, Dina S. Rusinova, Tatiana A. Kalyuzhnaya, Elena A. Vishneva, Firuza Ch. Shakhtakhtinskaya, and Maria V. Fominykh. “The Role of ‘Preventive Vaccination in Healthy Children and Children with Chronic Diseases’ Discipline in the Specialist Training Curriculum in the Field of ‘Pediatrics.’” Pediatricheskaya Farmakologiya 18, no. 1 (2021): 48–51.
https://doi.org/10.15690/pf.v18i1.2232

[41] “Vaxxed: Dr. Ramon Ramos,” Children’s Health Defense, accessed October 20, 2026, https://live.childrenshealthdefense.org/chd-tv/events/vaxxed-stories/vaxxed-dr-ramon-ramos .

[42] “Dr. Ramos,” Gamble Funeral Service, accessed October 20, 2026, https://www.gamblefuneralservice.com/obituaries/dr-ramos

[43] “Bio,” Dr. Bob Sears, accessed October 20, 2026,
https://drbobsears.com/about-dr-bob-sears/bio/

[44] “To Vax or Not To Vax: Educating Parents on the Options | Dr. Bob Sears, MD,” Culture Apothecary with Alex Clark, December 17, 2024, https://podscripts.co/podcasts/culture-apothecary-with-alex-clark/to-vax-or-not-to-vax-educating-parents-on-the-options-dr-bob-sears-md

[45] Robert W. Sears, The Vaccine Book: Making the Right Decision for Your Child (New York: Little, Brown and Company, 2007), preface. https://www.amazon.com/dp/B01FIYXAK4?lv=shuf&language=zh_TW&channelId=500&plpRedirect=mhFallback#detailBullets_feature_div

[46] Parents For Healthcare Rights, “How Much Do Doctors Learn About Vaccines in Medical School?,” YouTube video, April 17, 2021, interviews, camera, and editing by Joshua Coleman,
https://www.youtube.com/watch?v=MuympE6rEoA

[47] Bio Energy Medical Center. “James Neuenschwander, M.D.” Accessed October 22, 2026. https://www.bioenergymedicalcenter.com/provider/james-neuenschwander-md

[48] Vaccine Choice Prayer Community. “I Called Myself a Vaccine Nazi…” September 29, 2017. https://www.vaccinechoiceprayercommunity.org/blog/i-called-myself-a-vaccine-naz

[49] Children’s Health Defense. “Dr James Neuenschwander MD (‘Dr Neu’).” CHD.TV. Accessed October 22, 2026.
https://live.childrenshealthdefense.org/chd-tv/events/vaxxed-stories/vaxxed-dr-james-neuenschwander

[50] Cáceres, Marco. “What Doctors Learn in Medical School About Vaccines.” The Vaccine Reaction, July 27, 2018.
https://thevaccinereaction.org/2018/07/what-doctors-learn-in-medical-school-about-vaccines/

[51] Vaccine Choice Prayer Community. “Category: CDC.” October 26, 2019. https://www.vaccinechoiceprayercommunity.org/blog/category/cdc

[52] Lawrence B. Palevsky, “About Lawrence B. Palevsky, M.D.,” Dr. Palevsky, accessed October 23, 2026, https://www.drpalevsky.com/home.html

[53] Ty Bollinger, interviewer, “Interview with Dr. Larry Palevsky,” chapter 40 in The Truth About Vaccines: Expert Interviews, transcript, accessed October 23, 2026, https://houseofmaryomd.org/wp-content/uploads/door-9-caring/wing-a-health/a-vaccination/vaccine-info/Ch40_Interview_Dr_Larry_Palevsky.pdf

[54] U.S. Court of Federal Claims, W.R. v. Secretary of Health and Human Services, document 188, 2016, https://ecf.cofc.uscourts.gov/cgi-bin/show_public_doc?2011vv0770-188-0=

[55] Joseph Mercola, “Dr. Joseph Mercola Interviews Dr. Lawrence Palevsky about Vaccination and Health,” National Vaccine Information Center, October 2012, https://www.nvic.org/newsletter/oct-2012/dr-joseph-mercola-interviews-dr-lawrence-palevsky-about-vaccination-and-health

[56] Ty Bollinger, “Interview with Dr. Paul Thomas, M.D.,” The TRUTH About VACCINES, Chapter 48, pp. 557–587.
https://houseofmaryomd.org/wp-content/uploads/door-9-caring/wing-a-health/a-vaccination/vaccine-info/Ch48_Interview_Dr_Paul_Thomas.pdf?utm

[57] Hilda Labrada Gore, “Interview with Dr. Larry Palevsky: The Covid Shot: No Turning Back,” Weston A. Price Foundation, December 27, 2021, https://www.westonaprice.org/health-topics/interview-dr-larry-palevsky-covid-shot-no-turning-back/

[58] Paul Thomas, “About Dr. Paul,” PaulThomasMD.com,
https://www.paulthomasmd.com/about-dr-paul

[59] Paul Thomas and Jennifer Margulis, The Vaccine-Friendly Plan: Dr. Paul’s Safe and Effective Approach to Immunity and Health—from Pregnancy Through Your Child’s Teen Years (New York: Ballantine Books, 2016).
https://www.amazon.com/dp/1974805034?lv=shuf&channelId=500&plpRedirect=mhFallback

[60] Paul Thomas and DeeDee Hoover, Vax Facts: What to Consider Before Vaccinating at All Ages & Stages of Life (Morgan James Publishing, 2024).
https://www.amazon.com/Vax-Facts-Consider-Before-Vaccinating/dp/1636984975/ref=pd_lpo_d_sccl_1/139-8293614-2298204?pd_rd_w=hNfzy&content-id=amzn1.sym.4c8c52db-06f8-4e42-8e56-912796f2ea6c&pf_rd_p=4c8c52db-06f8-4e42-8e56-912796f2ea6c&pf_rd_r=P49H4P35R5AXBMYEP788&pd_rd_wg=zsmPv&pd_rd_r=f8b4a593-0c51-495c-9b5e-046088e037a1&pd_rd_i=1636984975&psc=1

[61] Paul Thomas and James Lyons-Weiler, “Relative Incidence of Office Visits and Cumulative Rates of Billed Diagnoses Along the Axis of Vaccination,” International Journal of Environmental Research and Public Health 17, no. 22 (2020): 8674.
https://doi.org/10.3390/ijerph17228674

[62] United States Court of Appeals for the Federal Circuit. Brice v. Secretary of Health and Human Services, 240 F.3d 1367 (Fed. Cir. 2001).
https://law.justia.com/cases/federal/appellate-courts/F3/240/1367/564823/

[63] Marco Cáceres, “What Doctors Learn in Medical School About Vaccines,” The Vaccine Reaction, July 27, 2018.
https://thevaccinereaction.org/2018/07/what-doctors-learn-in-medical-school-about-vaccines/

[64] “With the Wind with Dr. Paul—Extra 172.5: Dr. Paul Interviewed on Mondays with Michael,” With the Wind: Science Revealed; with Paul Thomas MD, April 8, 2025. https://www.doctorsandscience.com/p/with-the-wind-with-dr-paul-extra-1725-dr-paul-interviewed-on-mondays-with-michael/

[65] Paul Thomas, Curriculum Vitae, submitted to the Oregon Legislature, 2019. https://apps.oregonlegislature.gov/liz/2019R1/Downloads/CommitteeMeetingDocument/167219

[66] “A Pro-Vaccine Mom Meets Dr. Paul Thomas,” Children’s Health Defense. https://childrenshealthdefense.org/vaccines/new-parent-and-doctor-thomas/

[67] WebMD. “Dr. Patricia Kemmy Ryan, MD: Family Medicine Physician.” Accessed October 30, 2026. https://doctor.webmd.com/doctor/patricia-ryan-64bbaf94-7ba2-41b0-a385-6fcd55d87e14-overview

[68] UpStream Root Cause Medicine. “Providers: Patricia Ryan, M.D.” Accessed October 30, 2026. https://upstream.care/providers/

[69] BizStanding. “Alternatives: A Center for Conscious Health, Omaha NE—Company Profile.” Accessed October 30, 2026.
https://bizstanding.com/p/alternatives%2Ba%2Bcenter%2Bfor%2Bconscious%2Bhealth-174509694

[70] Jane Orient, “Credentials,” Dr. Jane Orient, accessed November 2, 2026, https://www.drjaneorient.com/credentials.php

[71] “Dr. J. Brian Thornburg, DO,” Doximity, accessed November 2, 2026, https://www.doximity.com/pub/j-brian-thornburg-do

[72] “Dr. Osvaldo Villarreal, MD,” Doximity, accessed November 2, 2026, https://www.doximity.com/pub/osvaldo-villarreal-md

[73] Delingpole, James. “Dr Ahmad Malik.” The Delingpod, April 23, 2024. https://fight.fudgie.org/search/show/jd/episode/20240423_Tue

[74] The London Foot and Ankle Clinic. “Mr Ahmad Malik.”
https://www.lfaclinic.co.uk/

[75] MyHealthSpecialist. “Mr Ahmad Malik.”
https://www.myhealthspecialist.com/

[76] Malik, Ahmad. “About Me.” Doc Malik Honest Health.
https://docmalik.substack.com/about?utm

[77] Humphries, Suzanne. “Curriculum Vitae.” 2019. https://drsuzanne.net/wp-content/uploads/2019/05/CV-2019-1.pdf

[78] Doximity. “Suzanne Humphries, MD.” Accessed November 3, 2026. https://www.doximity.com/pub/suzanne-humphries-md

[79] Académie nationale de médecine. “Allocution du Président pour l’année 2016.” January 5, 2016. https://www.academie-medecine.fr/allocution-du-president-pour-lannee-2016

[80] Bégué, Pierre. “L’origine du refus des vaccinations.” Association Française pour l’Information Scientifique, May 7, 2013.
https://www.afis.org/L-origine-du-refus-des-vaccinations

 

არქივი