Brook Preloader

    ნებისმიერი, ვინც აცრების ისტორიის არატენდენციურ და ობიექტურ შესწავლას იწყებს, გვერდს ვერ აუვლის იმ გარემოებას, რომ  ამ ისტორიას თან სდევს სიცრუის და ინფორმაციის ფალსიფიცირების უამრავი ფაქტი. დასაწყისისთვის განვიხილოთ ედვუარდ ჯენერის – ვაქცინაციის გამომგონებელის – პიროვნება,  მთელ  მის ცხოვრებას თან სდევს სიცრუის კასკადი. საკუთარი დისშვილის ნაშრომების მითვისების  და გავლენიანი მეგობრების ჩარევის შემდეგ ის ღებულობს სამეფო აკადემიის  წევრობას  1787 წელს (Fellow of the Royal Society). დოქტორის ტიტული (MD) მან მიიღო არა მრავალწლიანი სწავლის და პრაქტიკის  და ურთულესი გამოცდის ჩაბარების  შედეგად, არამედ ერთადერთი ნაშრომის საფუძველზე, რომელიც საკუთარ დისშვილს მოპარა. ნაშრომი ეძღვნებოდა გუგულებზე დაკვირვებას და მედიცინასთან  არაფერი  საერთო არ ჰქონდა.

        1792 წელს ორი მეგობარი ექიმის სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე, სენტ-ენდრიუს სახელობის შოტლანდიურ უნივერსიტეტში დოქტორის დიპლომი 15 გინეად იყიდა.

   სინამდვილეში ჯენერი იყო ნაკლებ განათლებული აფთიაქარი, რომელსაც არასოდეს შეუსწავლია მედიცინა უმაღლეს სასწავლებელში.  ჯენერს აცრების საკითხში ჰყავდა წინამორბედი, ვინმე ბენჯამინ ჯასტი, ინგლისელი ფერმერი (1736-1816), რომელმაც 22 წლით ადრე აცრა საკუთარი ცოლი საკერავი ნემსით, შეუყვანა მას ძროხის ყვავილი, როსგანაც ის კინაღამ გარდაიცვალა. ეს ფაქტი ცნობილი იყო ჯენერისთვის. მიუხეადავად ამისა, ის ყველგან ამტკიცებდა, რომ ამ საქმეში ნოვატორი თავად იყო. შედეგად, ჯენერი,  და არა უცნობი ფერმერი, მოიხსენიება, როგორც „კაცობრიობის მხსენლი“.

ჯენერის ნაშრომში „Variolae Vaccinae-ას,  (Variolae Vaccinae -დაავადება, რომელიც ცნობილია ძროხის ყვავილის სახელით) შედეგების და მიზეზების კვლევა“,  ის ცდილობს დაამტკიცოს ძროხის ყვავილის სარგებელი ნატურალური ყვავივლისგან დასაცავად. ეს ნაშრომი სამეფო საზოგადოებამ მას უკან დაუბრუნა, როგორც „არანაირი სამეცნიერო ღირებულების  მქონე“. ყოველივე ხდება მე-18 აუკუნეში, როდესაც სამეცნიერო კრიტერიუმები ვერ უძლებდა კრიტიკას. ჯენერმა კარგად იცოდა, რომ ძროხის ყვავილი, რომც დავუშვათ, რომ ის რაღაც დროის მანძილზე იცავს ნატურალური ყვავილისგან, არ იძლევა მყარ იმუნიტეტს. მან იცოდა ეს 1802 წელს, როდესაც ინგლისის პარლამენტისგან ითხოვდა ფულს  თავის „აღმოჩენაში“, და 1807 წელსაც, როდესაც  მიიღო  მისგან დამატებითი ჯილდო.
1807 წელს უკვე არაერთი გამოქვეყნებული კვლევა არსებობდა, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ნატურალური ყვავილი ემართებათ როგორც აცრილებს ასევე – აუცრელებს, აღარაფერი რომ ვთქვათ აცრისშემდგომ განვითრებულ უამრავ გვერდით მოვლენასა და დაავადებაზე. აღსანიშნავია ამ თემაზე არსებული დოქტორების მოზლის (1804), როულის (1805-1806) და სკვირელას (1805), ასევე ქირურგ გოლდსონის (1804) წიგნები, სადაც ისინი უამრავ მაგალითზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ ყვავილზე აცრის საშიშროებას და უშედეგობას.

    მიუხედავად ამისა, ინგლისელმა კანონმდებლებმა ჯენერს 30 000 გირვანქა სტერლინგი გადასცეს, რაც დღევანდელი კურსით შაედგენს რამდენიმე მილიონს. ეს თანხა მას გადაეცა  „აღმოჩენისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა მყარ იმუნიტეტს ნატურალური ყვავილის წინააღმდეგ“. მოგვიანებით კი აღიარებულ იქნა, რომ ძროხის ყვავილის აცრა არ არის საკმარისი მყარი იმუნიტეტისთვის და საჭიროა რევაქცინაცია, თუმცა იმუნიტეტის გამომუშავების გარანტიის გარეშე. ჯენერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც  ეს განცხადება გაკეთდა.

რასაკვირველია, ამ უზარმაზარი თანხიდან ჯენერს პარლამენტისთვის ერთი პენიც არ დაუბრუნებია. დიდი ინგლისელი ეპიდემიოლოგი და „ ბრიტანეთის ეპიდემიების ოსტორიის“ ავტორი, დოქტორ ჩარლზ კრეიტონი,  საკმაოდ ნეგატიურად ახასიათებს ჯენერს, როგორც ძალიან მწირი ცოდნის,  ხარბ და ამავე დროს უსაფუძვლოდ დიდი ამბიციების მქონე ადამიანს, რომელიც არაფერს იშურებდა მატერიალური სარგებლის მოსაპოვებლად.

ასევე ტყუილით და ფაქტების  ფალსიფიცირებით არის გაჯერებული ლუი პასტერის ნაშრომები, რომელიც  ღიად მიდიოდა თავისი კოლეგის, პროფესორ ბეშანის ნაშრომების  პლაგიატზეც კი. ლუი პასტერი არის ის, ვინც გამოიგონა აცრა დაავადებისგან, რომლის გადაცემა ადამიანიდან  ცხოველზე  მან ვერ დაამტკიცა, და რომელმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნა გიგანტური ბიზნესი.

რობერტ კოხი, ჯონას სოლკი, ალბერტ საბინი – ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია „კაცობრიობის გადამრჩენელი“ მეცნიერების სიიდან. და ისტორია ფლობს უამრავ ფაქტს, თუ როგორ მოხდა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად, სიცრუისა და სხვა ბინძური მაქინაციით ვაქცინაციის  გამოცხადება „მედიცინის უდიდეს მიღწევად კაცობრიობის ოსტორიაში“.

წყარო