Brook Preloader

Covid ი-რნმ ვაქცინის შემდგომი 329 გარდაცვალება + 9516 გართულება -CDC მონაცემთა ბაზას აახლებს.

Covid ი-რნმ  ვაქცინის შემდგომი  329 გარდაცვალება + 9516  გართულება -CDC მონაცემთა ბაზას აახლებს.

 აშშ დაავადებათა კონსტროლის ცენტრმა, ვაქცინებით გამოწვეული არასასურველი შედეგების შესახებ შეტყობინების სისტემის (VAERS) მონაცემთა ბაზა განაახლა.

VAERS, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული სისტემაა,რომელშიც ვაქცინებით გამოწვეული ნებისმიერი დაზიანებისა თუ  სიკვდილის შემთხვევის დაფიქსირება და აღრიცხვა წარმოებს 1990 წლიდან.

გთავაზობთ 2021წლის 22  იანვრამდე აღრიცხულ  Pfizer-ისა  და Moderna-ს   ექსპერიმენტული ვაქცინის შედეგად აღრიცხულ შეტყობინებებს.

 დაფიქსირებულია 9845 გვერდითი მოვლენა ,მათ შორის 329 გარდაცვალება.აქედან 285 აშშ,დანარჩენი 44 სხვა  ქვეყნები.

75 წლის ასაკის ზემოთ აცრილებში 50% გარდაცვალების შემთხვევაა.

დადგენილია, რომ VAERS-ში  ფიქსირდება აცრებით  გამოწვეული გართულებების 1%-ზე ნაკლები. ის არის  პასიური სამეთვალყურეო სისტემა,რომელიც  დამოკიდებულია ცალკეული პირებისა  და სპეციალისტების   ნებაყოფლობით ქმედებაზე   დააფიქსირონ მომაცემები. ამ მონაცემთა მიწოდება დამოკიდებულია  აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) აქტიურობაზეც და  ასევე  დაზარალებულთა  მიმართვიანობაზე.

    2021წლის იანვრის შუა რიცხვებში   VAERS-ის ხელმძღვანელობამ, სისტემის გადატვირთვის გამო ბაზა  დროებით  დახურა და განაცხდა, რომ ის უახლოეს დროში აღდგებოდა.

პოპულარულ სამედიცინო ჟურნალ THE BMJ-ში, ექსპერტები, რომლებმაც კარგად იციან   ამ სისტემის ნაკლოვანება, ღიად აკრიტიკებენ  და  VAERS-ს „ვიტრინის გაფორმებას‘’ (Window dressing) უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ის აშშ-ის  ჩინოვნიკების მორიგი  სატყუარაა, რომელსაც კარგად იყენებენ, რათა  ვაქცინების უსაფრთხოებაში დაგვარწმუნონ.

   9 845 შემთხვევიდან – 329 გარდაცვალების გარდა, აღნიშნულია  722 ჰოსპიტალიზაცია  და 2000-ზე მეტი  გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გამოძახება.

ეს არ არის ქვეყანაში  ჯანდაცვის სისტემის კრიზისი?

თავად  აშშ-ის წამლებისა და სურსათის  სააგენტოს (FDA)განცხადებით  “ვაქცინა ჯერ კიდევ ითვლება  ექსპერიმენტულად,ვიდრე არ მოხდება მისი  სრული ლიცენზირება”.

    აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის(CDC)მონაცემებით არცერთი გარდაცვალება არ უკავშირდება     ვაქცინას.

  2020 წელს  უზარმაზარი  დაფინანსებების წყალობით, გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევის მიზეზად    რეგისტრირებული  იყო  COVID-19, მაშინაც კი, როცა გარდაცვალების მიზეზი იყო გულის შეტევა,სიმსივნე და ავტოსაგზაო შემთხვევაც კი!

რა ხდება ახლა? სრულიად საწინააღმდეგო! ვაქცინაციის შემდეგ  დაფიქსირებული არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ  რეგისტრირდება როგორც   ვაქცინაციის შედეგი.

   რატომ?

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი(CDC)  არ ცნობს  გარდაცვალების  მოწმობაში  არსებულ  კატეგორიას- ვაქცინის მიზეზით“. ( წყაროზე საინტერესო  მასალებს გაეცნობით)

 დღეს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი(CDC), პირდაპირ პროპაგანდას ეწევა და ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება,რომ  ინექციის შემდეგ მიღებული ყველა ტრავმა და გარდაცვალება არის „ნორმალური“ და „მოსალოდნელი“.

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი(CDC)არის მსოფლიოში ვაქცინების  უმსხვილესი შემსყიდველი. ისინი,  5 მლრდ$   ხარჯავენ წელიწადში  ბიუჯეტიდან  ვაქცინების შესასყიდად.

როგორ უნდა გააკონტროლოს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინების უსაფრთხოება, როცა თავადვე უხდის  ფარმა ინდუსტრიას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან  5მლრდ დოლარს?

  როგორ ფიქრობთ, არის აქ ინტერესთა კონფლიქტი?

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინების 56 პატენტს ფლობს   და  მათი მეცნიერების დიდი ნაწილი   ვაქცინების გაყიდვიდან უზარმაზარ მოგებას იღებს. 

რამდენად სანდოა აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი(CDC) და  აშშ წამლებისა და სურსათის ადმინისტრაცია (FDA)?

  მართლა აწუხებთ მათ საზოგადოების ჯანდაცვა თუ ისინი Big Pharma-ს  მარკეტინგული ქვედანაყოფია,რომელიც თავის პროდუქციას  იცავს?

წყარო1

წყარო2

ინსტაგრამი

არქივი