Brook Preloader

ახალი კვლევა: ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა გარდასილი შეიცავს ქიმიკატს ,რომელიც ბიოლოგიურ ომში გამოიყენება.

ახალი კვლევა: ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა გარდასილი  შეიცავს ქიმიკატს ,რომელიც ბიოლოგიურ ომში გამოიყენება.

        PMSF —ნერვული  აგენტი გამოიყენება  გარდასილის წარმოებაში,მაგრამ მას არ უნდა შეიცავდეს საბოლოო პროდუქტი. ახალმა გამოკვლევამ დოკუმენტურად დაასაბუთა   მისი არსებობა Merck ის   გარდასილში.

    ბროუერისა  (Brawer, A.E.) და სალივანის  (Sullivan, D.H)  ახალი ლიცენზირებული  კვლევა  “The Expanding Cocktail of Harmful Ingredients in Human Papillomavirus Vaccines,” დოკუმენტურად ადასტურებს   ვაქცინა გარდასილში  მაღალტოქსიური,აქროლადი ქიმიური ნივთიერებების –   AEBSF (ამინოეთილბენზოლსულფონილ ფთორიდი) და   PMSF ( ფენილმეთილსულფონილ ფთორიდი)  არსებობას  Merck-ის  2 ვაქცინაში-  გარდასილი და გარდასილი9.

PMSF ( ფენილმეთილსულფონილ ფთორიდი)   ცნობილია ასევე ტოლუოლის   სახელით, ის არის სერინის  პროტეაზას-ქოლინესთერაზას  ინჰიბიტორი, რაც იმას ნიშნავს რომ  მას შეუძლია  ცენტრალური ნერვული სისტემის  ფუნქციების ინაქტივირება. როცა    PMSF  ბლოკავს ფერმენტ აცეტილქოლინესთერაზას ,შედეგად  შეიძლება  მივიღოთ არაკონტროლირებადი  მამოძრავებელი სიგნალების  წარმოქმნა . ესენი  შეიძლება გამოვლინდეს  ან კრუნჩხვების   ან სხვა ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური  დარღვევების  სახით. ის გამოიყენება ბიოლოგიურ ომში როგორც ნერვული აგენტი.

  რათქმაუნდა  ასეთი  აგენტი  ხელშემწყობი ფაქტორი იქნება  სერიოზული გართულებებისა ,რომლებიც     გარდასილით  ვაქცინაციის შემდეგ ფიქსირდება. ეს გართულებებია: გულსისხლძარღვთა, მამოძრავებელი ნეირონების მოშლა, აუტოიმუნური დარღვევები, კოგნიტური დისფუნქცია და ნევროლოგიური მოშლილობები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  აშლილობა, ორსულობის შეწყვეტა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა,თავის ტკივილები, ქრონიკული დაღლილობა, ძილის დარღვევა, დამბლა, ენცეფალიტი და უეცარი სიკვდილიც კი.

PMSF და  AEBSF  გამოიყენება  გარდასილის წარმოებაში ,მაგრამ ის არ უნდა  იყოს საბოლოო  პროდუქტში ,შესაბამისად არც   ანოტაციაშია  მითითებული მისი  არსებობა.

 მაშინ როგორ  აიღეს ეჭვი ამ ნივთიერებების არსებობაზე ?   

  პირველად  მერი  ელიზაბეტ  შნაიდერმა ,რომლის  ახალშობილი ბიჭუნა 1993 წელს  B ჰეპატიტის ვაქცინის Engerix B  შედეგად  მძიმე გართულებებით იტანჯებოდა.შნაიდერი  ვალდებულად თვლიდა თავს გამოეკვლია რა დაემართა მის პატარას.

    1995 წელს დედამ  გამოიყენა აშშ-ის   კანონი  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ  რათა მიეღო  აშშ-ის  წამლებისა და  საკვების ადმინისტრაციისაგან (FDA )  სტენოგრამა ( ჩანაწერი) იმ სხდომისა  სადაც განიხილებოდა  B ჰეპატიტის  ვაქცინის  ლიცენზირება. მიუხედავად იმისა რომ სტენოგრამაში ინფორმაციის დიდი ნაწილი დარედაქტირებული იყო და შიგ არ იყო ნახსენები PMSF  არსებობა ან გამოყენება  ვაქცინის წარმოების დროს   ამან კიდევ უფრო გაუღვიძა ინტერესი მეტი გაეგო ამ ნივთიერების შესახებ.

დიდი ხნის მცდელობის შემდეგ შნაიდერმა მიიღო დაპატენტებული ინფორმაცია   B ჰეპატიტის  ვაქცინის  Engerix B შესახებ. პატენტში (Wijnendaele, et.al. U.S. Patent Document 4,857,317, Aug. 15,1989)  მითითებული  იყო რომ PMSF  გამოიყენებოდა  საფუარის კულტურიდან  ცილების  ექსტრაქციისთვის და გასუფთავებისთვის. 

     1985 წლის  FDA-ს პუბლიკაციაში  მკვეთრად იყო დაფიქსირებული  შეშფოთება  ვაქცინის წარმოებაში ამ და სხვა ქიმიური   ნივთიერების გამოყენებაზე . ისინი მიუთითებდნენ,რომ „ ამას შეიძლებოდა გამოეწვია  არასასურველი იმუნოლოგიური დარღვევები  რეციპიენტებში“.

   როცა შნაიდერმა  დამატებით  გამოიკვლია PMSF  ( ტოლუოლის წარმოებული) გვერდითი  მოვლენები აღმოაჩინა, რომ  ყველა ტრავმა ,რომელიც მისმა შვილმა მიიღო დაკავშირებული იყო  ამ ნივთიერების ტოქსიურობასთან .მან ასევე დაადგინა რომ   ის ადამიანები,რომლებსაც  გენეტიკურად   არა აქვთ  მედიკამენტების  მეტაბოლიზმის 1 ან რამდენიმე  ფერმენტი  ციტოქრომ  P450 ( CYP450)  ოჯახიდან  , ვერ გაანეიტრალებენ  ამ ქიმიურ ნივთიერებას.  ან შეიძლება   ამ ფერმენტთა  დეაქტივაცია თავად  აქროლადმა  ქიმიკატმა  გამოიწვიოს.

      შნაიდერი  ამაზე წინ ვერ  წავიდა რადგან  არავითარი  რესურსი არ ჰქონდა  ვაქცინის ფლაკონის  გამოსაკვლევად. ვერც სამედიცინო ექსპერტი იპოვა ისეთი ,ვინც აუხსნიდა როგორ ხვდებოდა საბოლოო პროდუქტში PMSF.

     ეხლა გადავინაცვლოთ 2006 წელს,როცა ლიცენზირებულ იქნა კიდევ ერთი რეკომბინანტული ვაქცინა  გარდასილი.მას B ჰეპატიტის   ვაქცინის ანალოგიური პატენტი  ჰქონდა. შნაიდერმა მოიპოვა გარდასილისთვის  პატენტის ინფორმაცია (Jansen, et.al. U.S.Patent Document 5,888,516. March 30,1999) და ნახა  ,რომ   PMSF  აქაც გამოიყენებოდა წარმოების პროცესში.

   შნაიდერი  შეძრწუნებული იყო,როცა გარდასილის აცრის შემდეგ  დაფიქსირდა უამრავი ისეთი    გართულება,რომელიც  PMSF-ს  გვერდით მოვლენებს შეესაბამებოდა.

   ერთერთი  მსხვერპლი იყო  21 წლის ქრისტინა ტერსელი,რომელიც  გარდასილის მესამე დოზიდან   18 დღეში  გარდაიცვალა. შნაიდერმა  გადაწყვიტა ქრისტინას დედისთვის გაეზიარებინა   ასეულ  გვერდიანი ინფორმაცია , რომელიც მოაგროვა ამ ხნის მანძილზე.  კავშირი  ქრისტინას  სიკვდილსა და  გარდასილის ვაქცინას შორის   დამაჯერებელი იყო. ხელისუფლებამ აღიარა კიდეც  ეს. ოღონდ განსხვებული  მიზეზ-შედეგობრივი კავშირით.

   ეხლა უკვე ქრისტინა ტერსელის დედა  ცდილობდა  საკუთარი გამოძიების ჩატარებას და ეძებდა  სპეციალისტებს ,ვინც  ამაში დაეხმარებოდა.

    ბოლობოლო  2018 წელს   დებორა  სალივანი -დიპლომირებული  ექიმი  და მკვლევარი დარწმუნდა, რომ  თეორია  PMSF-სთან  დაკავშირებით  რეალური იყო . თუმცა იცოდა რომ თეორიის  განვითარებისთვის  საჭირო იყო  იმის დამტკიცება ,რომ  PMSF და AEBSF  ნამდვილად იყო  გარდასილის ვაქცინის საბოლოო პროდუქტში. თან   მეცნიერულად დასაბუთებული უნდა ყოფილიყო საიდან ხვდებოდნენ  ისინი იქ.

   სალივანი    ენერგიულად  და დაუღალავად   შეუდგა საკითხის შესწავლას. მას დიდი გამოცდილება ჰქონდა  გარდასილის შემდგომ  ახალგაზრდების  დაკვირვებასა  და   რთული პოსტვაქცინაციური   გართულებების   მკურნალობაში .მან  დაადასტურა,რომ ყველა  დაზარალბულს,ვინც გამოიკვლია  ჰქონდა  CYP450 ფერმენტთა  უკმარისობა.

მას ასევე ონლაინ წვდომა ჰქონდა  შესაბამისი  კვლევების პუბლიკაციებზე.მათ შორის აღმოაჩინა დოკუმენტი,სადაც აღწერილი  იყო  თუ როგორ   ადვილად აბსორბირდება   სილოქსანზე  (სილიციუმის ორგანული პოლიმერები)   ისეთი ორგანული გამხსნელები, როგორიცაა  PMSF . ის დაუკავშირდა  ცნობილ ექიმს და   ექსპერტს    სილიციუმის ტოქსიურობის  საკითხებში  არტურ ე.ბროუერს.

ბროუერის კვლევებმა აჩვენა,რომ სილოქსანი „ წარმოადგენს  ფარულ  ტოქსიურ ინგრედიენტს ვაქცინა გარდასილში“.

  სალივანისა  და  ბროუერის ერთობლივი  თანამშრომლობის წყალობით  შესაძლებელი  გახდა გარდასილში და გარდასილ 9-ში   PMSF   არსებობის დადასტურება.მათ ასევე შეძლეს  აეხსნათ თუ  როგორ ხვდებოდა  ეს აქროლადი ქიმიკატი  პაპილომა ვირუსის  ვაქცინებში.

 მოკლე ამონარიდი  არტურ ე. ბროუერის კვლევიდან-

    გარდასილი   და გარდასილი 9 ( ასევე სხვა საბავშვო ვაქცინებიც) შეიცავენ  პოლისორბატ 80.(პს 80)  ის ემატება როგორც  ზედაპირულად -აქტიური ნივთიერება  და  ემულგატორი. პს 80-ის წაროების პროცესში    საბოლოო  ნარევში  ასევე მიიღება სორბიტოლი.  სორბიტოლი  პს 80  ამღვრევს და   ვაქცინაც საბოლოოდ მღვრიე მიიღება. იმისათვის რომ  ვაქცინა იყოს უფერო და გამჭვირვალე   სორბიტოლი უნდა  მოსცილდეს  სუსპენზიას.ამისათვის მას უმატებენ  ამორფულ  სილიციუმის დიოქსიდს  და  ორგანოქსილოქსანებს.

    ორგანოქსილოქსანები  კი   შესანიშნავად  აბსორბირებენ  ზედაპირზე   PMSF და AEBSF .

    სტატიაში  გამოქვეყნებული  კვლევის შედეგები    ახალ  გზებს სახავს  შემდგომი გამოკვლევებისთვის, რაც   დიდი იმედი გვაქვს მიგვიყვანს  ბაზრიდან ამ საშიში   ვაქცინის  სრულ გაქრობამდე.

 

ინსტაგრამი

არქივი