Brook Preloader

რამდენად უსაფრთხოა აცრები, რომელიც 32 წელია არ შემოწმებულა უსაფრთხოებაზე?

რამდენად უსაფრთხოა აცრები, რომელიც 32 წელია არ შემოწმებულა უსაფრთხოებაზე?

1986 წლის აქტით ფარმაცევტულ კომპანიებს უპრეცედენტო, ეკონომიკური იმუნიტეტი მიენიჭათ. საკუთარი პროდუქციით გამოწვეული ზიანისა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდის ნაცვლად, მათ უნდა ეწარმოებინათ უსაფრთხო ვაქცინები ან გაეუმჯობესებინათ არსებული ვაქცინების უსაფრთხოება. ყოველივე ეს მოხსენების სახით, 2 წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ კონგრესისთვის.
კვლევების წარდგენის ვალდებულება დაევალა HHS-ს (ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტი).

2017 წლის 25 აგვისტოს, არაკომერციულ ინფორმაციის მიღებაზე დაფუძნებული ქმედების ქსელის (ICAN), წარმომადგენელმა იურისტმა, რობერტ კენედი უმცროსმა, (რომელიც 2017 წლის იანვარში თეთრი სახლის მიერ დანიშნა ვაქცინის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ) HHS-ს მოსთხოვა ვაქცინების უსაფრთხოების კვლევები. HHS-ი 8 თვე აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა ICAN-ს და უარს აცხადებდა რაიმე ღირებული ინფორმაციის წარდგენაზე.

ამრიგად, ICAN-ი იძულებული გახდა რომ 2018 წლის 7 ივლისს სარჩელი შეეტანა სასამართლოში, რათა HHS-ს წარედგინა ორწლიანი ანგარიშის ასლი ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ, ან ეღიარებინა მსგავსი ანგარიშის ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ა კონგრესის წინაშე.

სასამართლო პროცესის შედეგად უნდა იყოს ის, რომ HHS-მა აღიაროს, რომ 32 წლსი განმავლობაში, კონგრესისთვის არასოდეს, ერთხელაც კი არ წარუდგენია ორწლიანი ანგარიში ვაქცინების უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ. ეს ყველაფერი ამძიმებს საქმეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხდება HHS-ის მიერ ახალი ვაქცინების მიღება, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ახლა უკვე 1 წლის ბავშვისათვის 29 დოზას აღწევს. როგორც რობერტ კენედიმ განაცხადა,

(იხ. ვიდეო ჩართვა) არანაირი ჩანაწერი არ მოიძებნა. რაც ნიშნავს რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში არანაირი კვლევა ვაქცინების უსაფრთოების ან გაუმჯობესების შესახებ მათ (HHS-ს) არ ქონია და არც წარუდგენია კონგრესისთვის.

 

წყარო: სასამართლო სარჩელი http://icandecide.org/government/ICAN-HHS-Stipulated-Order-July-2018.pdf

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=MjDBB0_iRYE&fbclid=IwAR36xWvxbONbLoS7e7Ob6oZ99QNq543tCoh0PggKfdrzZrzWavkhO8FDE6I

სარჩელის თარგმანი

შეერთებული შტატების  საოლქო სასამართლო

ნიუ იორკის სამხრეთ რაიონი             დოკ შედგენის თარიღი: 07/09/2018

ინფორმაციის მიღებაზე დაფუძნებული ქმედების ქსელი

მოპასუხე: აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტი

მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების პირობა 18—cv-03125(JMF)

42 U.S.C. § 300aa-27 თანახმად რომელიც დასათურებულია როგორც „მანდატი ბავშვების უფრო უსაფრთხო ვაქცინაციისთვის“ ითვალისწინებს შემდეგს:

ა) ზოგადი წესი

ამ ნაწილის და შტატის სახელმწიფო მდივნის იურისდიქციაში მყოფი სხვა (ამ საკითხთან დაკავშირებული) კანონების განხორციელების პროცესში მინისტრი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს გაუმჯობესებული ვაქცინების წარმოება, რომელსაც ექნება უფრო ცოტა და ნაკლებად სერიოზული გვერდითი მოვლენები ვიდრე ჰქონდა 1987 წლის 22 დეკემბრის ბაზარზე არსებულ ვაქცინებს და განხორციელდეს ამგვარი ვაქცინების გაუმჯობესება, და
  • გააუმჯებესოს ან გამოიყენოს სახელმწიფო მდივნის ძალაუფლება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში: ვაქცინების ლიცენზირება, წარმოება, დამუშავება, შემოწმება, მარკირება, შესაძლო საფრთხეები, მოხმარების წესები, დისტრიბუცია, შენახვა, მიღება, სფეროს ზედამხედველობა, გვერდითი მოვლენების გამოვლენა, ანგარიში და რეაქტოგენური პარტიების ამოღება, ასევე აწარმოოს კვლევა ვაქცინებზე რათა შეამციროს ვაქცინების გვერდითი მოვლენების რისკები.

…(C) ანგარიში

1987 წლის 22 დეკემბრიდან 2 წლის მანძილზე და შემდეგ პერიოდულად  სახელმწიფო მდივანმა უნდა მოამზადოს და წარუდგინოს წარმომადგენელთა პალატის ენერგიისა და ვაჭრობის კომიტეტს და სენატის შრომისა და საზოგადოებრივი რესურსების კომიტეტს მოხსენება, რომელშიც აღწერილი იქნება ის ქმედებები რაც გატარდა ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტის თანახმად წინა ორი წლის განმავლობაში.

2017 წლის 25 აგვისტოს ICAN-მა (ინფორმაციის მიღებაზე დაფუძნებული ქმედების ქსელი) FOIA-ს (აშშ ინფორმაციის თავისუფლების აქტი) განსახილველად გადასცა თხოვნა ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსაურების დეპარტამენტს (HHS) საკონტროლო ნომრით 2017-01119 FOIA-OS რომელიც მოიცავს შემდეგ ჩანაწერს:

ნებისმიერი და ყველა მოხსენება რომელიც გადაეცა წარმომადგენელთა პალატის ენერგიისა და ვაჭრობის კომიტეტს და სენატის შრომისა და საზოგადოებრივი რესურსების კომიტეტს HHS-ის მდივნის მიერ 42 U.S.C. § 300aa-27 (c) თანახმად.

2018 წლის 12 აპრილს ICAN-მა შეიტანა საჩივარი დეკლარატორულ დაცვასა და სასამართლო აკრძალვაზე აშშ-ს ფედერალურ რაიონულ სასამართლოში, ნიუ იორკის სამხრეთ ოლქში HHS-ის წინააღმდეგ, მონაცემების მოძიებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) FOIA-ს მოთხოვნის პასუხად;

 სადაც  HHS-ის მდივნის უახლოესი ოფისი ფლობს HHS-ის მდივნის ოფიციალური მიმოწერის დოკუმენტებს HHS-ის მდივნის მიერ კონგრესისადმი გაგზავნის მოხსენებებს და შესაბამისად დიდი ალბათობით ის დოკუმენტები მოიცავს ჩანაწერებს რომელიც შეესაბამება FOIA-ს მოთხოვნას/თხოვნას;

აქედან გამომდინარე, 2018 წლის 27 ივნისს HHS-მა ICAN-ს გუგზავნა შემდეგი პასუხი FOIA-ს თხოვნაზე:

დეპარტამენტის საძიებო ბაზაში არ მოიძებნება ჩანაწერი რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას. ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტის უახლოესი ოფისის მდივანმა აწარმოა სრული კვლევა მისი დოკუმენტების მეთვალყურეობის სისტემაში. დეპარტამენტამ ასევე ჩაატარა ყოვლისმომცველი კვლევა HHS -ის საიდუმლო მიმოწერის  ჩანაწერებისა ყველა შესაბამის მაჩვენებელზე, რომელიც ინახება ფედერალური ჩანაწერების ცენტრში და არის HHS-ის მეთვალყურეობის ქვეშ. ძიების პროცესში ვერ იქნა ნაპოვნი მონაცემები ან ანგარიშები რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას და რომელიც არის HHS-ის მეთვალყურეობის ქვეშ ფედერალური ჩანაწერების ცენტრში.

მიუხედავად ამისა ICAN –ის აზრით წინამდებარე პასუხი HHS-დან ახლა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნებს, რომლებიც დამტკიცებულია ამ ქმედებით;

აქ, ამგვარად ქვემოთ მოცემული გათვალისწინებული და შეთანხმებულია მხარეთა მიერ და მათ შორის შესაბამის საბჭოზე:

  1. რომ ზემოთ მითითებული საქმე არის ნებაყოფლობით შეწყვეტილი სარჩელის წარდგენის უფლების ჩამორთმევით სამოქალაქო სამართალწარმოების 41(a) (1) (A) (ii) ფედერალური წესის თანახმად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია საკუთარი ადვოკატის და სასამართლოს სხვა  ხარჯებზე.
  2. რომ ეს შეთანხმება შესაძლებელია ხელმოწერილი იყოს რამდენიმე ეგზემპლარად მხარეების მიერ და ელექტრონული (პდფ) ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად (დედნად) ნებისმიერი მიზეზით.

 

სასწრაფო გამოშვება: 13 ივლისი, 2018 წელი

აშშ რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით  მოსარჩელეს – ინფორმაციის მიღებაზე დაფუძნებული ქმედების ქსელს (ICAN), და ადვოკატს, რობერტ კენედი უმცროსს, ენიჭება უფლებამოსილება შეიტანოს სარჩელი აშშ ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტის (HHS)  წინააღმდეგ, ორშაბათს, 9 ივნისს,  ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის აშშ რაიონული სასამართლოს ბრძანებით. მოსარჩელეს, არაკომერციულ ინფორმაციის მიღებაზე დაფუძნებული ქმედების ქსელს (ICAN), ენიჭება უფლებამოსილება შეიტანოს სარჩელი მოპასუხის -აშშ ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტის (HHS)  წინააღმდეგ. (ICAN)-ს წარმოადგენს რობერტ კენედი უმცროსი.

2017 წლის მაისში, ICAN-ის დამფუძნებლები, დელ ბიგთრი, რობერტ კენედი უმცროსი და ვაქცინების უსაფრთხოების საკითხით დაინტერესებული კიდევ რამოდენიმე პირი არჩეულ იყვნენ თეთრი სახლის მიერ, რათა  ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტის (HHS) მდივნის მრჩეველთან, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NH), დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) და საკვები და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ხელმძრვანელებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ პირველად შეხვედრაში. დელ ბიგთრი და რობერტ კენედი უმცროსი, ეჭვობენ რომ ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტი (HHS) არ ასრულებდა კონგრესის მიერ 1986 წლის ეროვნულ კანონში ბავშვთა ვაქცინების დაზიანების აქტში მითითებულ მასზედ დაკისრებულ ვალდებულებას.

1986 წლის აქტი გულისხმობდა, უპრეცედენტო, ეკონომიკური იმუნიტეტის მინიჭებას ფარმაცევტული კომპანიებისადმი, თავისი პროდუქციით გამოწვეული ზიანის და მათთვის ეკონომიკური ვალდებულების სანაცვლოდ ეწარმოებინათ უსაფრთხო ვაქცინები ან გაეუმჯობესებინათ არსებული ვაქცინების უსაფრთხოება. შესაბამისად, კონგრესმა, HHS-ის მდივანს პირდაპირი პასუხისმგებლობაა დაკისრა ვაქცინების უსაფრთხოების საკითხში.

ამგვარად, 1986 წლიდან HHS-ს  ეკისრება ძირითადი და სრული პასუხისმგებლობა, ვაქცინების ლიცენზირების, წარმოების, გვერდითი მოვლენების აღრიცხვის, კვლევის, უსაფრთხოებისა და ეფექტური ტესტირების ჩატარებისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის, რათა შეამციროს ვაქცინების უარყოფითი რეაქციის რისკი. იმისათვის, რომ HHS-მა გარანტირებულად უზრუნველყოს მასზედ დაკისრებული ვაქცინის უსაფრთხოების ვალდებულებები, კონგრესმა 1986 წლის აქტის ფარგლებში მოითხოვა, რომ HHS-ს  ორწლიანი ანგარიშები წარედგინა კონგრესისთვის, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ვაქცინების გაუმჯობესება გასული ორი წლის განმავლობაში. 

შესაბამისად, ICAN-მა  2017 წლის 25 აგვისტოს წარადგინა განაცხადი, სადაც HHS-ს ინფორმაციის თავისუფალი აქტის საფუძველზე, თხოვს წარმოადგინოს იმ ანგარიშის ასლები, რომელიც 1988 წლიდან მოყოლებული, ორ წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინა კონგრესისთვის, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ვაქცინების უსაფრთხოების გაუმჯობესება. HHS-ი რვა თვის განმავლობაში აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა ICAN-ს და უარს აცხადებდა რაიმე ღირებული ინფორმაციის წარდგენაზე ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამრიგად, ICAN-ი იძულებული გახდა სარჩელი შეეტანა, რათა HHS-ს წარედგინა ორწლიანი ანგარიშის ასლი ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ, ან ეღიარებინა მსგავსი ანგარიშის არარსებობა კონგრესის წინაშე. სასამართლო პროცესის შედეგი უნდა იყოს ის, რომ HHS-მა აღიაროს, რომ კონგრესისთვის არასოდეს, ერთხელაც კი არ წარუდგენია ორწლიანი ანგარიში ვაქცინების უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ. ეს ყველაფერი ამძიმებს საქმეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის HHS-ის მიერ აღქმული ვაქცინების ახლა უკვე  29 დოზა და მათი მზარდი რაოდენობა, რომელიც ხორციელდება ერთი წლის ასაკისათვის.

ამის მიუხედავად, HHS-მა გაითვალისწინა 1986 წლის აქტის მხოლოდ ის მხარე, რომელიც ვაქცინის გავრცელების გაზრდას ეხებოდა, რაზეც ეს უკანასკნელი წლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავდა. სამწუხაროდ, HHS-მა უპირატესობა ვაქცინის გავრცელებას მიანიჭა და თავს იცავდა ნებისმიერი პრეტენზიისგან, რაც ვაქცინების უსაფრთხოებას შეეხებოდა, ვაქცინით დაზარალებულთა კომპენსაციის ეროვნულ პროგრამაში, იმ დონეზე, რომ  უგულებელყო საკუთარი ვალდებულებები ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. თუ HHS-ი, როგორც ამ კვირაში სასამართლოზე დამტკიცდა, არც კი ახორციელებდა მარტივ მოვალეობას ეწარმოებინა ორწლიანი ანგარიშები ვაქცინის უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ, მცირე იმედს ვიტოვებთ. რომ HHS-ი გაცილებთ რთული საქმით იყო დაკავებული და რეალურად აუმჯობესებდა ვაქცინების უსაფრთხოებას.

აბრევიატურების განმარტება:

ICAN – (Informed Consent Action Network ) ინფორმაციის მიღებაზე დაფუძნებული ქმედების ქსელი

FOIA – (Freedom of Information Act) ინფორმაციის თავისუფლების აქტი

HHS – (Health and Human Service) ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტი

 

 

 

ინსტაგრამი

არქივი