Brook Preloader

გოგონების 25%-ს ვინც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა (HPV) გაიკეთა უშვილობა ემუქრებათ

გოგონების 25%-ს ვინც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა (HPV) გაიკეთა უშვილობა ემუქრებათ

ადამიანის პაპილომა ვირსუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა 25 % ვერასდროს გააჩენს შვილს. აღნიშნულია ტოქსიკოლოგიისა და ჰიგიენის სამეცნიერო ჟურნალის 2018 წლის ივნისის ნომერის სტატიაში. A lowered probability of pregnancy in females in the USA aged 25–29 who received a human papillomavirus vaccine injection

ბოლო პერიოდში, აშშ-ში შობადობის მაჩვენებელი რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა. კერძოდ, 2007- 2015 წლისთვის, შობადობის კოეფიციენტი 30 წლამდე ასაკის 1000 ქალზე 11,5% ით შემცირდა. სტატიაში  განხილულია სხვადასხვა  გამომწვევი მიზეზი, მათ შორის – პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (HPV).

ამ ვაქცინის შემოტანას აშშ-ში (2006 წლიდან) პირველადი ოვულაციური უკმარისობის მატება (კვერცხუჯრედის მომწიფების შეფერხება) და 20 წლის გოგონებში ნაადრევი მენოპაუზა მოყვა. სტატიაში თავმოყრილია 2007-2015 წლამდე ამერიკის FDA (აშშ სურსათისა და წამლების ადმიანისტრაცია) მიერ ჩატარებული კვლევები.

აღნიშნულ წლებში აშშ-ში რეგისტრირებული იყო 25-30 წლამდე ასაკის 8 მლნ ქალი. პაპილომაზე არავაქცინირებული ქალების 75% და ვაქცინირებული ქალების მხოლოდ 50% – ერთხელ მაინც იყო ფეხმძიმედ. რაც ნიშნავს, რომ HPV ვაქცინირებული ქალები უფრო ნაკლებად იყო მიდრეკილი ფეხმძიმობისკენ, ვიდრე არავაქცინირებული. ამ მონაცემებით გამოდის, რომ 8 მლნ ქალიდან 100%-ვე რომ აცრილიყო, შობადობა აშშ-ში 2 მლნ-ით შემცირდებოდა.

დღეს ეს ვაქცინა, სურთ  საქართველოში სავალდებულო  იმუნიზაციის კალენდარში ჩასვან, რომელიც  9-11წლის გოგონებს გაუკეთდებათ. რამდენი დედა გაუკეთებს თავის შვილს ვაქცინას თუ ვეტყვით

 “ეს აცრა თქვენს შვილს ნაწილობრივ დაიცავს 1 000 დან 1 სქესობრივად გადამდები დაავადებისგან. სამაგიეროდ 25%-ს ანუ ყოველ მე-4ს აქვს შანსი დარჩეს უშვილო”..

სამწუხაროდ, ვაქცინების მწარმოებელი ფარმა გიგანტები MERCK და GSK ძალ-ღონეს და თანხებს არ იშურებენ, რათა თავიანთი ნაწარმი სავალდებულო გახადონ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ახერხებენ კიდეც ამას.

პაპილომა ვირუსული ინფექცია მხოლოდ სქესობრივი გზით გადაეცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,თუ თქვენ ერთი სქესობრივი პარტნიორი გყავთ  ან ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობებს იცავთ სხვადასხვა დაცვის საშუალებებით თქვენ გავთ 0% შანსი რომ დაავადდეთ პაპილომა ვირუსით.

პაპილომა ვირუსი ზოგიერთ  ამ ვირუსის  მატარებელში იწვევს მეჭეჭის და კანდილომების მსგავს გამონაზარდებს საშვილოსნოში და სასქესო ორგანოებზე. ამერიკის  დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ( CDC) მიხედვით  მათ უმრავლესობას  არანაირი სიმპტომი არ გააჩნია  და  ვირუსი თავისით ქრება.  ყოველი 5575-ე  პაპილომა ვირუსით დაავადებული ქალიდან, – 1 შეიძლება გარდაიცვალოს ამ ვირუსთან დაკავშირებული საშვილოსნოს ყელის კიბოთი.

 თქვენ მეტი შანსი გაქვთ მდინარეში დახრჩობის, რესტორანში ლუკმის გადაცდენის ან ველოსიპედით ავარიაში მოხვედრის, ვიდრე პაპილომა ვირუსით გარდაცვალების… ვაქცინა არანაირ გარანტიას არ იძლევა იმისა, რომ არ დაავადდებით ამ ვირუსით.

 

ინგლისურენოვანი წყარო

ინსტაგრამი

არქივი