ამერიკელ ექიმთა და ქირურგთა ასოციაციის წერილი კონგრესს
ამერიკელ ექიმთა და ქირურგთა ასოციაცია (AAPS) მტკიცედ გამოდის სამედიცინო გადაწყვეტილებებში, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხში ფედერალური ჩარევის წინააღმდეგ. პაციენტს სრული უფლება აქვს მიიღოს ან უარი თქვას სამედიცინო პროცედურაზე, მას შემდეგ რაც სრულყოფილ ინფორმაციას გაეცნობა მათ რისკებსა და სარგებელზე.
რამდენად უსაფრთხოა აცრები – კვლევები არ გვაქვს.
ამ კვლევების ჩასატარებლად არ კმარა დღეები. საჭიროა წლები!
კვლევაში, საკონტროლო ჯგუფის მიმართ, გამოყენებული უნდა იყოს პლაცებო (ფიზიოლოგიური ხსნარი) და არა ადიუვანტი ან სხვა ვაქცინა.
ვაქცინები რეალურად საფრთხის შემცველია. ეს აღიარა აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ და კონგრესმა. ამერიკის მთავრობის მიერ, აცრით დაზარალებულთა ფონდისათვის დღემდე 4 მილიარდი დოლარია გაღებული.
ყვავილის ვაქცინა იმდენად საშიშია, რომ მხოლოდ სამხედრო იარაღად თუ გამოდგება.
ცოფის ვაქცინა, გამოიყენება მხოლოდ პოსტფაქტუმ ან მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებზე (ვეტერინარი).
ყივანახველას მთლიანი უჯრედული კომპონენტის შემცველი ვაქცინა დღეს ამოღებულია აშშ-ის ბაზრიდან, 10 წლით გვიან ვიდრე იაპონიაში, სადაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენების გამო თავის ტვინის დაზიანების ფაქტები მუდმივად ფიქსირდებოდა. აცელულარული (ანუ არაუჯრედული) ვაქცინა კი, რითაც ჩანაცვლდა უჯრედული ,შეიძლება უფრო უსაფრთხოა მაგრამ არაეფექტური.
რისკების და სარგებლის შეფასება უნდა განიხილოს ექიმმა და პაციენტმა და არ უნდა იყოს თავსმოხვეული სახელმწიფო ორგანოს მიერ.
წითელა ყველაზე რეკლამირებული „საფრთხობელაა“ და ყველაზე მაღალ რეიტინგულია ვაქცინით ასაცილებელ დაავადებებს შორის. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, აშშ-ში, 2015 წლის შემდეგ, წითელათი გარდაცვალების (და არა დაავადების) არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
წწყ (MMR) (წითელა, წითურა, ყბაყურა) ვაქცინის შემდეგ კი დაფიქსირდა ბევრი სერიოზული გართულება, რომლებიც ჩამოთვლილია ანოტაციაში – თუმცა მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შეიძლება ვერ დაამტკიცო.
2012 წლის მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური ქოქრეინის კვლევითი ცენტრის (Cochrane Collaboration) დასკვნაში წერია :
„ წწყ (MMR ) ვაქცინის უსაფრთხოების საცდელი და პოსტმარკეტინგული კვლევების სტატისტიკური მასალები და მონაცემები ერთმანეთის არაადეკვატურია“.
მიუხედავად სერიოზული გვერდითი რეაქციებისა, იდეალურიც რომ იყოს ვაქცინა მისი შედეგი მაინც ვერ იქნება სრულად დადებითი. რადგან, როცა წითელა 2, 3 და 4-ჯერ „გემართება“ ეს იმაზე გაცილებით უარესია ვიდრე ერთხელ და ვაქცინაციამდე. შესაბამისად ჯანდაცვის სისტემამ უნდა იზრუნოს არა პროფილაქტიკაზე, არამედ მკურნალობის სწორი და უსაფრთხო გზების შემუშავებაზე.
წითელას პრობლემას ვაქცინაცია და მითუმეტეს სავალდებულო ვაქცინაცია – ვერ გადაწყვეტს!
უფრო ეფექტური იქნება, შემთხვევათა დროული გამოვლენა, იზოლაცია და სწორი მკურნალობა; და თუ ვინმე გადაწყვეტს არ აიცრას ახლა, თუ უნდა აიცრას აფეთქების დროს. იმუნოდაქვეითებულმა პაციენტმა იზოლაცია უნდა არჩიოს, რადგან ყველა შემთხვევაში აცრილიც შეიძლება იყოს გადამდები, ის, რომ, შესაძლოა თავად არ იყოს ავად.
კონგრესმა უნდა განიხილოს შემდეგი საკითხები:
- მწარმოებელი, პრაქტიკულად დაზღვეულია და პასუხს არ აგებს პროდუქტის ხარისხზე. რაც მას უკეთესი პროდუქტის შექმნის სტიმულს უკარგავს. მან შესაძლოა უარიც კი თქვას უფრო უსაფრთხო ვაქცინის მოწოდებაზე. მაგ: გაცილებით უსაფრთხო, წითელას მონოვალენტიანი ვაქცინა აღარ გამოდის ბაზარზე და არის მხოლოდ კომბინირებული – წწყ. ერთადერთი გამოსავალია უარის თქმა პროდუქტზე. მხოლოდ, მომხმარებლისგან უარის მიღების შემთხვევაში იზრუნებენ პროდუქციის გაუმჯობესებაზე.
- კონფლიქტ – ინტერესების არსებობა, რაც ვაქცინის მომწოდებლებთანაა დაკავშირებული.
- ვაქცინათა არასახარბიელო ზეგავლენის მექანიზმები თეორიულად გამორკვეულია. განსაკუთრებით როცა ეს განვითარებადი იმუნური და ნერვული სისტემის მქონე ბავშვებს ეხება. ყურადღება მიაქციეთ რა დამანგრეველ ზიანს აყენებს ზიკასა და წითურას ვირუსი ჩვილებს და ნაყოფს. მაშინ, როცა მოზრდილს მსუბუქი ინფექცია უვითარდება. ბევრი ვაქცინა შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რომელიც თითქოს მსუბუქი ავადობისთვისაა გათვლილი. ბავშვის ტვინი ძალიან სწრაფად ვითარდება – ამ განვითარების რთულ სიმფონიაში კი ნებისმიერი ჩარევა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.
- ვაქცინები არაა 100% უსაფრთხო და არც 100%-ით ეფექტური! და ის არ წარმოადგენს დაავადებასთან ბრძოლის და გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთ ხელმისაწვდომ საშუალებას.
ამერიკელ ექიმთა და ქირურგთა ასოციაცია (AAPS) მიიჩნევს რომ პაციენტს და მშობელს აქვს უფლება უარი თქვას ვაქცინაციაზე.
არავაქცინირებული პირები, რომლებიც არ არიან ავად და დაავადების არანაირი ნიშნები არ აქვთ არ წარმოადგენენ საფრთხეს გარშემომყოფთათვის!
AAPS აერთიანებს მთელი ქვეყნის ათასობით სხვადასხვა სპეციალობის ექიმს. ეს კავშირი შეიქმნა 1943 წელს, ჭეშმარიტი მედიცინის და პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობების დასაცავად.
პატივისცემით
ამერიკელ ექიმთა და ქირურგთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ჯეინ ორიენტი.
Respectfully yours,
Jane M. Orient, M.D., Executive Director
Association of American Physicians and Surgeons