Brook Preloader

ქსპერტებმა აღიარეს, რომ თანამედროვე ვაქცინაციას არ შეუძლია წითელას აღმოფხვრა!

ქსპერტებმა აღიარეს, რომ თანამედროვე ვაქცინაციას არ შეუძლია წითელას აღმოფხვრა!

მედიცინის სფეროში, ყველაზე ავტორიტეტულ და ცნობილ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ The BMJ-ში (The British Medical Journal) დაბეჭდილ სტატიაში ნათქვამია:

ვაქცინაცია არ წარმოადგენს ისეთ სამედიცინო ჩარევას, რომელიც ადამიანს თავიდან ააცილებს დაავადებას. ვაქცინაცია ბუნებრივ ზემოქმედებას ანაცვლებს ხელოვნურით, რაც აბსოლუტურად არაა ერთიდაიგივე. რამდენიმე ათეული წელია ვატარებთ მასიური ვაქცინაციის კამპანიას და არ შეიძლება არ შეგაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ შეჩერდეს და შეაფასოს საზოგადოების და ზოგადად-ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოძებნოს გზები მისი გაუმჯობესებისთვის, ფოკუსირდება მოწინააღმდეგეებზე და იმ ადამიანებზე ვისაც ეჭვი ეპარება ვაქცინაციის სიკეთეში.

ქსპერტებმა აღიარეს, რომ თანამედროვე ვაქცინაციას არ შეუძლია წითელას აღმოფხვრა

კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ

*ვაქცინირებული დედების დამცველობითი ანტისხეულების კონცენტრაცია და ხანგრძლივობა გაცილებით მცირეა, ვიდრე არავაქცინირებული დედების.[1]
*ასევე შემჩნეულია, რომ წწყ მე-3 დოზა არც აძლიერებს და არანაირი პერიოდით არ ახანგრძლივებს დამცველობით იმუნიტეტს [2], პირიქით -დაუცველს ტოვებს მოზრდილების უმრავლესობას.

ჩვენ შევაბიჯეთ დაუცველი და დაავადების მიმართ მგრძნობიარე (მოწყვლადი) ჩვილებისა და ხანდაზმული ადამიანების ერაში. ეს კატეგორია დაცულია, როცა წითელას ბუნებრივი ცირკულაციაა.

ეს ჩახლართული თავსატეხი ვერ გადაწყდება მხოლოდ იმ ადამიანთა ხარჯზე, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე.

ბავშვების დიდ უმრავლესობას, თავისუფლად შეუძლიათ წითელას ბუნებრივად გადატანა ბავშვობაში. თუმცა წითელაზე ვაქცინაციის გამო, ხვდებიან პოსტვაქცინაციური გართულებების და ასევე წითელას უფროს ასაკში შეხვედრის რისკის ქვეშ.

მხოლოდ წითელას მიმართ ერთკომპონენტიანი ვაქცინა აღარ არსებობს. წწყ (MMR) კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ის შეიცავს
* ემბრიონალურ დნმ-ს ,
* გლოფოსატს
* და ჟელატინს [3].

დღეისთვის არანაირი კვლევა არ არსებობს, იმის შესახებ თუ რა გავლენა აქვს ამ კომბინაციას მუტაგენეზსა და იმუნური პასუხის განვითარებაზე.

იმასაც დავამატებთ, რომ Merck (ფარმა გიგნტი, რომელიც ვაქცინებს აწარმოებს) დაადანაშაულეს წწყ ვაქცინის, ყბაყურის ნაწილში, ვაქცინების ეფექტურობის ფალსიფიკაციაში [4]

ვაქცინების არაეფექტურობას და რისკებს, 100% იანი ვაქცინაციაც კი ვერ გამოიყვანს დილემიდან.

უაზრო პროპაგანდაში ფულის და დროის ხარჯვის ნაცვლად, ჯანდაცვას შეუძლია გაცილებით ეფექტურად გამოიყენოს ეს ყოველივე და მოახმაროს სწრაფი დიაგნოსტირების პროგრამების დაფინანსებას, წითელას უფრო ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდების დანერგვას. ღარიბ ქვეყნებში შექმნას და დაიცვას ჯანსაღი იმუნიტეტის საფუძველი:
☑️სუფთა წყალი,
☑️ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები
☑️სრულფასოვანი კვება.

ინსტაგრამი

არქივი