Brook Preloader

დაზარალებულთა ჩანაწერები

ჩემი დაჩი ბათუმში, 32-ე კვირაზე, დღენაკლული დაიბადა, თავში, ტვინთან მიახლოებული გემატომებით და ჰემანგიომებით. (ჰემანგიომა იყო ძალიან მცირე ზომის). სამშობიაროში გაცემულ დასკვნაში წერია, რომ ტვინთან მიახლოებულ ჩაქცევისას აცრა არ შეიძლება, სანამ არ გაიწოვება.
ძალიან ძლიერი ბიჭია და მესამე დღეს გაგვწერეს პირველი სამშობიაროდან, ინკუბატორი არ დაჭირდა. ოზურგეთში დავაყენე აღრიცხვაზე. როცა 3 თვის გახდა დამირეკეს და გეგმიურ აცრაზე დამიბარეს. გაგონილი მქონდა რომ ჰემანგიომას დროს აცრა არ შეიძლება, რადგან იწვევს ჰემანგიომის ზრდას, ასევე რომ თავში ჩაქცევის შემთვევაშიც არ ცრიან. ექიმს ვკითხე და მითხრა რომ არასწორ ინფორმაციას ვფლობდი და აცრა გაუკეთეს.
აცრიდან 12 საათში ბავშვს აუწია ტემპერატურამ, დავუკავშირდი ექიმს, რაზეც აქეთ დამიყვირა, სიცხე ვის არ ქონიაო.. ცოტა ხანში დაეწყო ღებინება, საწოლზე ხტუნავდა, სასწრაფოდ გადავიყვანეთ სხვა ქალაქში, სადაც დადასტურდა, რომ აცრა არ შეიძლებოდა და არ უნდა გაკეთებულიყო ჩემი შვილის შემთხევვში. 
ჩემი შვილი ღმერთის წყალობით გადარჩა. მაგრამ ვაი იმ განვლილ საათებს და წუთებს. ამ ყველაფრის შემდეგ უკან დავბრუნდით იმ ექიმთან, ვინც აცრა გაუკეთა, მან პროვოკაციაში დამდო ბრალი და მითხრა რომ ფორმა 100-ში არ ჩაუხედავს, სადაც წერია რომ ბავშვს თავში აქვს ჩაქცევა. 
შედეგი: აცრის შემდეგ ჰემანგიომა წავიდა ზრდაში, გაიკეთა მეტასტაზები და დღემდე ვმკურნალობთ. იმ დღის მერე დავიფიცე რომ აცრას აღარ გავუკეთებ. ღმერთმა მე ის მეორედ მაჩუქა  პირველად როცა ყველას გაგუდული ეგონა და ცოცხალი დაიბადა, და მეორედ როცა იმ ნემსს გადაურჩა. 
ახლა დაჩი 2,2 წლისაა. ჭკვიანი, ცელქი და კომუნიკაბელური. იხ წყარო https://www.facebook.com/vaxxinjury 

სალომე თ.

დემეტრე ჩემი პირველი შვილია, 2013 წელს შემეძინა, სრულიად ჯანმრთელი. ბეცეჟე აცრის შემდეგ, ნანემსარი დაჩირქდა და იღლიაში განუვითარდა ღია ჭრილობა. ვუმკურნალეთ მალამოებით, ოპერაციას გადავურჩით. ჩირქი საკმაოდ ბევრი იყო. 2 თვის აცრის შემდეგ, რომელიც ასევე ჯანმრთელს გაუკეთდა, დაეწყო ფაღარათი, მოუსვენრობა, ნერვიულობა, ისტერიული ტირილი. შეიცვალა, ვეღარ ვაძინებდი, მუდმივად, გაბმულად ტიროდა. შემდეგ გეგმიური აცრები გავაგრელე და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 1 წლამდე, ნელნელა დასტაბილურდა, გამოვიდა მდგომარეობიდან, იყო ძალიან კონტაქტური, სულ მიღიმოდა, დედას მეძახდა, უყვარდა დაჭრილი ხილის ჭამა. 
წლის აცრის, კერძოდ წითელა-წითურა-ყბაყურის აცრის დღიდან 3 დღე ქონდა მაღალი სიცხეები, გაუშეშდა და გაუწითლდა ფეხი, მას შემდეგ შეწყვიტა ტიტინი, ხმას საერთოდ არ იღებდა, თვალებით კონტაქტიც გაქრა, ხელს აღარ ხმარობდა, აღარ კიდებდა არაფერს, არც ხილს ჭამდა, არ მეთამაშებოდა, აღარ რეაგირებდა თავის სახელზე. ყოველ ღამე კივილით იღვიძებდა. ეს საშინელი დღეები 3 წლამდე გაგრძელდა. გავწამდით ორივე. 
დადასტურდა აუტიზმი. 
დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მათ შორის აცრებზეც, მივხვდი რისი შედეგიც იყო და მივხვდი რომ ეს უნდა გამომესწორებინა. ინტერნეტ სივრციდან ბევრი მსგავსი მშობლის ისტორიას გავეცანი უცხოეთში, გადავწყვიტე მეც მეცადა ჰომეოპათია, რადგან საკმაოდ კარგი შედეგები ქონდათ სხვებს. ეს იყო დეტოქსიკაცია, მძიმე მეტალებისგან ტვინის განთავისუფლება, გაწმენდა. შედეგმაც არ დააყოვნა. ახლა დემეტრე 6 წლის ხდება, დარჩა მხოლოდ ჰიპერაქტიურობა, რაც ასევე გვემორიჩილება და იმედი მაქვს მალე მოეხსნება. 5 წელზე აცრა არ გამიკეთებია. ჯოჯოხეთი გამოვიარე. იხ. თანდართული სურათი  აქ https://www.facebook.com/vaxxinjury/posts ამ სურათზე, იღლიის შუაში დემეტრეს ახლაც ეტყობა ბეცეჯე აცრის შედეგად დარჩენილი ნაწიბური.

სოფიო მ.

დაჩის 3 თვის ასაკში მეორე აცრა გავუკეთე ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი. იმ ღამესვე დააწყებინა სპაზმური ხველა, მეხრჩობოდა მეორე დღეს წავიყვანე ჟვანიაში უბერთან და ანტიბიოტიკები დაინიშნა. 
ბრონქების ანთება აქვსო.
სანამ საავადმყოფოდან ბავშვი სახლამდე მოვიყვანე ისე დამძიმდა სასწრაფოთი ისევ დავბრუნდით და რეანიმაციაში აღმოვჩნდით. ორივე ფილტვისა და ბრონქების ვირუსული ანთებით.(ყოველ შემთხვევაში მე ასე მითხრეს). ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექით ერთ პალატაში. ბავშვი ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს. მას მერე დავიფიცე და არც ერთი აცრა აღარ გამიკეთებია. 
და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან იშვიათად ავადმყოფობს. ახლა 10 წლისაა, ჩუტყვავილა შეხვდა 2 წლის წინ და ძალიან მარტივად გადაიტანა. ყველა ბავშვი განსხვავებულია, შესაბამისად რისკებიც ინდივიდუალურია. იხ. წყარო

ნანა ღაჭავა

მე საბას დედა ვარ. საბა ჯანმრთელი დაიბადა. დღენაკლული იყო და პირველი აცრა 6 თვისას გაუკეთდა, 2018 წლის აცრის კალენდრის მიხედვით, ანუ 8 კომპონენტი ერთად. იმ დღესვე დაიწყო ფაღარათი, მაღალი სიცხეები, ხსნგრძლივი ტირილი. გაუკეთდა უამრავი ანალიზი, თუმცა ვერაფერი აჩვენა. ექიმებთან უამრავი ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა, მეტიც, საბას დიაგნოზიც ვერ დაუსვეს. მხოლოდ მრტ-ზე შედეგად ტვინზე თეთრი ლაქები გამოჩნდა, რასაც ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს. თუმცა იყო მცდელობა ორსულობისას გადატანილ ვირუსებს დაბრალებოდა, მაგრამ ვინაიდან ყველა კვლევა ჩატარებული მაქვს ორსულობისას – ეს გამოირიცხა. ახლა საბა 1.5 წლისაა, მეტი აცრა არ ჩატარებია. ის ვერ დადის, ვერ მეტყველებს, ვერ ჯდება დამოუკიდებლად, ვერ იმატებს ასაკის შესაბამისად. ეს ჩემი შვილის ისტორიაა. იხ.წყარო

ანი

დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა აქ, გამენდო თუ არა თქვენთვის ჩვენი ოჯახის ტკივილი. ვერ ვწერდი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, ჩემი მონათხრობი ჩემსავე წარსულში დამაბრუნებდა,ეს კი აუტანლად მტკივნეულია.
ხშირად კამათობენ დედები აცრების გამო და უმეტესად ვდუმვარ. თუმცა მათთვის ვინც მთელი შემართებით ლანძღავს იმ დედებს, ვინც არ ცრის შვილებს, ყოველთვის მინდოდა მეთქვა: რადგან თქვენი შვილი ცოცხალია და საღსალამათი აცრის შემდგომ, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ასეა,და არ გაქვთ უფლება ცუდი დედა უწოდონ მათ!
აცრა რისკია და ეს ვინც იცის მას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს წავიდეს თუ არა ამ რისკზე.

2008 წელს ჩატარდა მასშტაბური ვაქცინაცია სკოლებში წითელაზე და წითურაზე .
ზესტაფონში mმე4 საჯარო სკოლაში სწავლობდა ალიკა ხუციშვილი 12 წლის, სრულიად ჯანმრთელი, ევრაზიის ჩემპიონი კიგბოქსინგში. ის მშობლების დაუკითხავად აცრეს, როგორც სხვა დანარჩენი.
ბიჭი აცრიდან ხუთ წუთში ცუდად გახდა, თქვეს რომ ეს ნორმალური იყო. აცრიდან ოთხ დღეში შეჯიბრზე გამარჯვებულის სახელის გამოცხადებისას როცა ხელი ააწევინეს, ჩაიკეცა, გონება დაკარგა იქვე ექიმმა თქვა, რომ ალბათ გრიპი ხვდება და სისუსტეც მან გამოიწვიაო, თუმცა გულის წასვლა ექიმსაც აოცებდა, ასევე გასინჯა ოჯახის ექიმმაც და თქვა რომ ეს აღელვებას, გამარჯვებით გამოწვეულ ემოციასაც შეეეძლო გამოეწვია
აცრიდან მეთორმეტე დღეს გამთენიისას ის მშობლების ოთახში შეიჭრა, მიშველეთ ცუდად ვარ! მხოლოდ ამას ამბობდა. კითხვაზე: გტკივა რამე? უპასუხა რომ არა მაგრამ ცუდად ვარ ,დედა ტელეფონს მივარდა. მამამ შვილს ხელები შეაშველა და ისიც ხელებში ჩაესვენა სასწრაფო ძალიან სწრაფად მოვიდა, დედა იხვეწებოდა ,რომ წაეყვანათ …
-აზრი აღარ აქვს გარდაიცვალა – უპასუხა ექიმმა
ასევე არავინ მოინდომა მიზეზის დადგენა თუ რამ გამოიწვია სიკვდილი, ექსპერტიზის ჩატარებაზე დედა დაარწმუნეს რომ არ ჰქონდა აზრი. რის გამოც დღესაც ნანობს.
ოჯახის ექიმი გაკვირვებული იყო , არ იცოდა რა მოხდა, რადგან ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო.
ყველა აცრას უკავშირებდა, თუმცა არავინ საუბრობდა ამაზე ხმამაღლა, ჩვენ მოგვდიოდა ხმები ბავშვებზე რომლებიც იმ აცრას შეეეწირენ. მედ პუნქტში მისულ დედას უთხრეს რომ მისი შვილის გარდა უამრავს აცრეს და რაღა მისი შვილი დაიღუპა…
ის დაიღუპა აცრით! ერთადერთ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად დღემდე აცრა რჩება! იხ. ბმული

მაია

გადავწყვიტე ჩემზეც მომეყოლა, აქამდე მხოლოდ მეგობრებთან ვამბობდი, თუმცა იმედი მაქვს სხვასაც დააინტერესებს და დავეხმარები.  ჩვენი ამბავიც ასე იყო, 6 დღის იყო როცა ძილში გადაიხარხარა, 2 კვირის აღუ თქვა, 6 თვის ასაკში გაუცნობიერებლად სათამაშო დაუვარდა და დედა დაიძახა. მაშინ გავიგე პირველად მისის ტკბილი ხმა, დავიბენი, გამიხარდა. ეს იყო საოცრება, ატარებდა მანქანებს გახმოვანებით ვმმმ, თამაშობდა ქვიშა, სილა, კენჭები, საქანელებზე ,სასრიალოებზე, ადიოდა კიბეებზე დამოუკიდებლად ყველაფერს, ყველაფერს ჭამდა უპრობლემოდ რაც მთავარია. თუმცა .. აი ერთ დღესაც, წითელა-წითურა-ყბაყურას აცრის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა მდგომარეობა. რთულად გადატანის შემდეგ პირველი იყო ის რომ დიდი ადამიანივით მჭამელი, 1 წლის და 3 თვის ბავშვს საჭმელი აღარ უნდოდა. დროდადრო ამჟღავნებდა უყურადღებობას, აღარ მიყურებდა. აღარ შემციცინებდა თვალებში. პირიქით, თვალს მარიდებდა, სახელზე არ რეაგირებდა, დედას აღარ მეძახდა, აღარც დედიიიის მოფერებით. არ აინტერესებდა ვინ შემოვიდოდა სახლში, არავინ არ უნდოდა, არც სახლში და არც გარეთ როცა ბავშვებს დასდევდა. ახლა ჩემ კოცნასაც ითმენდა. ღამე განწირული ტირილით იღვიძებდა ვერ ვამშვიდებდი, განსაკუთრებით მოფერება აღიზიანებდა. ერთადერთ ინტერესს რაშიც ვხედავდი ეს იყო მანქანის ბორბლები. ისე უყურებდა თითქოს მექანიკოსი იყო, მის გარშემო სხვა ინტერესი არ არსებობდა. მაშინ აღარ ჩავეძიე და აცრებზე სირბილი არ დამიწყია, რატო დაემართა და ასე შემდეგ აზრი არ ქონდა, ვიცოდი. ჩემ შვილს მივუძღვენი თავი ყველანაირად. დღემდე და დღესაც, მომავალშიც ასე იქნება აუტისტური სპექტრის მსგავსი ქცევების დიაგნოზის წაკითხვის შემდეგ ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ვარსებობ მისთვის და სიღრმისეულად ვცდილობ ამ დიაგნოზის აზრს ჩავწვდე. ვსწავლობ, ვკითხულობ, დავდივარ პრაქტიკებზე ვცდილობ სახლში გამოვიყენო თერაპიული მიდგომები. ვცდილობ სხვა მშობლებსაც დავეხმარო და გვერდში დავუდგე და ჩავთვალე, რომ ესეც შემიძლია დავეხმარო ვინმეს.

შესაძლოა ვინმეს ცხოვრება შევცვალო შესაძლოა 1 ბავშვს მაინც ბედნიერი ცხოვრება ვაჩუქო და ამას სიხარულით ვწერ. მე მაქ ფაქტები ვიდეოები და რამდენიც არუნდა მიმტკიცონ, ჩემი შვილი ჩვეულებრივი განვითარების იყო. სპექტრამდე მივედით აცრის შედეგად და ჩემი დიდი ბრძოლის შედეგად მალე ამ დიაგნოზსაც მოვუხსნი. აცრით დაზარალებულთა ჯგუფი

დიკო

2017 წელს პატარა მარიამს, მორიგი, მესამე გეგმიური აცრა ჩაუტარდა. აცრიდან 1 კვირის შემდეგ ბავშვს გულყრები დაეწყო. დღეში 3-4 გულყრა, რომელიც 10 წუთს გრძელდებოდა. 2 თვის შემდეგ სხვა სახის გულყრები დაეწყო (როგორც მეორე ვიდეოშია ნაჩვენები). ჯანდაცვამ მხოლოდ ტომოგრაფია დააფინანსა, რასაც ერთი თვე ელოდა პატარა მარიამი, რაც შეეხება ფიზიოთერაპიებს, ამაზე უარი უთხრეს დაზარალებულ ოჯახს. მარიამს გულყრები 5 წუთს უგრძელდებოდა. უშედეგოდ უკეთდებოდა ჰორმონალური პრეპარატი სინაქტენო, ასევე არ შეუმსუბუქდა მდგომარეობა პრეპარატ საბრილის შემდეგაც. მესამე პრეპარატი იყო მიკროპაკინი, რომელსაც ქონდა შედეგი. მარიამი ახლაც ამ პრეპარატს იღებს. დედამ ნაწილობრივ საქველმოქმედო ფონდის დახმარებით და ნაწილობრივ საკუთარი ხარჯებით შეძლო შვილის საფრანგეთში, ქალაქ რენში გადაყვანა, სადაც გადის ოკუპაციურ და კინეზითერაპიას. მასთან მუშაობს ლოგოპედი. დადის სპეციალიზირებულ ბაღში კვირაში 2 დღე, სადაც ასევე ეხმარებიან განვითარებაში. მარიამი ახლა 2 წლის და 4 თვისაა აქვს შეფერხება განვითარებასა და მეტყველებაში, ასევე მოტორული ფუნქციის დარღვევები. იხ.ბმული

თამუნა კასრაძე

სალომე 2008 წელს, 24 ნოემბერს მე-5 სამშობიაროში დაიბადა – ჯანმრთელი. ეს გენეტიკურმა ანალიზმაც დაადასტურა. ასაკის მიხედვით ვითარდებოდა, ბუნებრივ კვებაზე იყო და არასდროს ამბობდა უარს ძუძუზე. 2 თვის ასაკში ჩაუტარდა გეგმიური აცრა, სახლში დაბრუნებულს ხმა აღარ ამოუღია, არც საჭმელი მოუთხოვია. მთელი ღამე გახელილი თვალებით იწვა, უხმოდ, დილის 6 საათამდე. როცა საფენი შევუმოწმეთ ის სრულიად მშრალი ქონდა. ბავშვი უკონტაქტო იყო. ეგრევე გადავიყვანეთ მე-5 საავადმყოფოში. როცა ანალიზს უღებდნენ ჩხვლეტაზე არანაირი რეაქცია არ ქონია, თუმცა სხვა დროს ძალიან ტიროდა ხოლმე. სალომე სასწრაფოდ რეანიმაციაში დააწვინეს და აპარატზე შეაერთეს. ექიმმა დაგვკითხა რაიმე ვირუსი ხომ არ ქონდა იქამდე გადატანილი, მეორე კითხვა იყო: ხომ არ აცერით? ამის შემდეგ შეწყდა კითხვების დასმა. მოგვიანებით სალომეს აცრისშემდგომი ენცეფალიტი დაუდგინდა.
ბავშვი გადავიყვანეთ თურქეთში. მას აღუდგა შარდვა და დაიწყო ჭამა. 9 თვიდან დაეწყო გულყრებიც. სალომე ახლა 10 წლისაა, მისი დიაგნოზია: ეპილეფსია, აუტიზმი, მძიმე გონებრივი ჩამორჩენა. მისთვის კატეგორიულად აკრძალულია აცრების გაკეთება  იხ. ბმული

ეკა მაისურაძე

2002  წელს, 12 წლის ასაკში, გიორგი ქობალიას ჩაუტარდა ბ ჰეპატიტის აცრა პოლიკლინიკაში. აცრიდან 3 დღის განმავლობაში  მისი მდგომარეობა რთულდებოდა და ბოლოს კომით დასრულდა. ბიჭი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. მშობლებმა (ორივე ექიმია) გერმანიაში გაადაიყვანეს გამოკვლევებზე.  სადაც გიორგის აცრის შემდგომი მწვავე ენცეფალომიელიტის დიაგნოზი დაესვა. ის ახლა 30 წლისაა და ეტლით გადაადგილდება. ვრცლად იხ ბმული

გიორგი ქობალია – დაზარალებული

მეორე შვილი 2007 წელს შემეძინა, ჯანმრთელი, გავუკეთე ფასიანი აცრები და უცებ დაეწყო ალერგია თვალზე, დაუპატარავდა თვალის ქუთუთო. 1 წლის აცრას მოყვა ჭინჭრის ციება თავისი შეტევებით. აქ მთავრდება ჩვენი აცრები. ვაძლევდი ანწლის ნაყენს რეგულარულად. ყველა ალერგიაზე ვცდილობდი არ მომერიდებინა, ნელ-ნელა მიეჩვია. ახლა 11 წლისაა, 3 წელია ჭინჭრის ციების კვალიც აღარ ჩანს. გადაიტანა წიელა და ჩუტყვავილა. მე3 და მე4 შვილი აღარ ამიცრია, არ ხვდებათ არაფერი, სულ ვაკონტაქტებ ბავშვებთან ვისაც რომელიმე ბატონები აქვს.

თამარ მჭედლიშვილი

2009 წელს, პირველი გეგმიური აცრის შემდეგ ისეთი ინტოქსიკაცია დაემართა რომ მას შემდეგ თავად ექიმს აღარ აუცრია. სულ საავადმყოფოში გვეწვა დიარეის გამო, ღრმა პირღებინება ეწყებოდა ძილში, ფერი ეკარგებოდა, სასწრაფოთი გადავყავდით და საავადმყოფოში კი მხოლოდ გადასხმას უკეთებდნენ. არც სიცხე და არც კუჭნაწლავის პრობლემა. გამოვიკვლიეთ ნერვული სისტემა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. როცა ექიმები იგებდნენ რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო და პრობლემები აცრის შემდეგ დაეწყო მაშინვე ჩუმდებოდნენ, ვერც დიაგნოზს სვამდნენ და საავადმყოფოშიც ტყუილად ვიხდიდით ფულს. მდგომარეობას ვუშველეთ გაკაჟებით და ციგურებით ვარჯიშით. აქვს მეტყველების მსუბუქი დეფექტი, პერიოდულად ალერგიული გამონაყარი. ასაკთან ერთად სიმპტომები იკლებს. თუმცა ავღნიშნავ, რომ ბოლო დროს დაეწყო მარჯვენა ხელის უნებლიე მოძრაობები.

შალვა ელიოზიშვილი

2006 წელს გეგმური აცრის შემდეგ 1 კვირა ვერ ვუგდებდი სიცხეს, ივარდა, დაეწყო კრუნჩხვისკენ მიდრეკილება. დაუნიშნეს ვალიუმი. ისე აძინებდა რომ ვეღარ ვაღვიძებდით. 3 თვეზე გეგმიური აცრის შემდეგ ისევ განმეორდა მდგომარეობა, იმ ღამითვე მაღალი სიცხე, მას მერე ეიზინოფილები ადიოდა 45 ერთეულამდე.

ბავში გახდა უემოციო, არ რეაგირებდა დედ-მამაზე, გახდა ზედმეტად მშვიდი. 6 თვეზე ასპერგერის სინდრომის ნიშნები (მაშინ აუტიზმს ეზახდნენ) გვითხრეს. 3 წელი იმდენი მკურნალობა და თერაპია გავიარეთ ვერც დავწერ. 5 წლისას მოეხსნა დიაგნოზი. აღარ ვცრი 1 წლის მერე ალერგიის გამო რძეზე. არის მშვენივრად.

თამარ მჭედლიშვილი

2011 წელს, 6 თვის შვილი აცრის შემდეგ იქვე, კაბინეტში გალურჯდა, გაითიშა და სუნთქვა შეწყვიტა. ექიმმა კაბინეტი დატოვა და ამ მდგომარეობაში დაგვიტოვა დედ-მამას ჩვილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა. ჩემი ქმარი შოკისგან ვერ ინძრეოდა. მე იგივე შოკისგან ისეთი პროცედურები ჩავუტარე შვილს, რისი არც ცოდნა და არც გამოცდილება მქონდა, კერძოდ გულის მასაჟი, ხელოვნური სუნთქვა, საბოლოოდ ბავშვმა ამოისუნთქა.ინციდენტს არ მოყოლია განმარტება ექიმების მხრიდან. მე 13 პოლიკლინიკის პედიატრი მარინა კ-მ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა პოლიკლინიკა. რატომღაც ასევე გაუჩინარდა ბავშვის ანკეტა, სადაც მითითებული იყო მისი გენეტიკურად ალერგიის მაჩვენებელი. მომდევნო 2 თვე ბავშვს დარჩა ჩაბჟირებები რასაც დამამშვიდებლით ვმკურნალობდით.

მარიამ კანდელაკი

ბავშვი ხშირად ავადობდა, ატარებდა დაბალ ტემპერატურას, შესაბამისად 2 წლამდე არ ავცერით. 2 წლისას გაუკეთეს წითელას აცრა და პოლიო დააწვეთეს ენაზე. 3 დღე მოდუნებული იყო, აღარ ლაპარაკობდა, თუ იტყოდა სიტყვას ენა ებმეოდა. შემდეგ გამოვიდა მდგომარეობიდან.

ნინო ვ.

2004 წელს პირველ ბიჭს სამშობიაროში გაუკეთდა აცრა. ბავშთა განყოფილებაში განწირული ყვირილი დაეწყო. გამოწერისას მითხრეს რომ წლამდე შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანება გამოვლენოდა. მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. 11თვისას ჩაუტარდა გეგმიური აცრები. ღამით ტირილით გაიღვიძა და დიდხანს გაბმულად ტიროდა, იმდენად რომ სასწრაფო გამოვიძახეთ, მათ ვერაფერი დაადგინეს. მას მერე  ძილში ტირილი 40 წუთამდე გრძელდებოდა, ამას დაემატა აგრესიული ქცევა და ერთ მხარეს ცქერა.  ტირილისას ბავშვი უკონტაქტო ხდებოდა, უჩნდებოდა გამონაყარი, ეწყებოდა ქავილი. ასევე თვალის ანთება და სტომატიტიც ხშირად ემართებოდა. 3 წლის ასაკში ეეგ-მ აჩვენა დიფუზური ირიდაციული ხასიათის ცვლილებები კეფის და კეფა-საფეთქლის წილების უპირატესი დაინტერესებით, მათი გარკვეული კრუნჩხვითი მზაობით. ვმკურნალობდით ფსიქოტროპული პრეპარატებით. ტირილით აღარ იღიძებდა მაგრამ გახდა ასოციალური. ბაღის მასწავლებელი დაგვეხმარა მდგომარეობის გაუმჯობესებაში. დღემდე არ სიამოვნებს ხმაური და სკოლაში ძალიან იღლება. ხშირად აწუხებს თავის და მუცლის ტკივილი, უჭირს დაძინება და დილით გაღვიძება.

თეა პაიჭაძე

შვიდი თვისას გავუკეთეთ დაგვიანებული აცრა, მწვავე ბრონქიტი ქონდა და მანამდე ვერ მოხერხდა. აცრიდან ორ კვირაში ბავშვს დაეწყო ეპილეფსიური გულყრები

ერთ-ერთმა ნერვოპათოლოგმა გვითხრა რომ აცრა შესაძლოა ყოფილიყო გამომწვევი მიზეზი. გულყრები 1.9 თვემდე გაუგრელდა. ახლა 2 წლისაა დიაგნოზი – ვესტის სინდრომი.

თამუნა კასრაძე

ჩვენ გვქონდა განვითარების შეფერხება და ეს დაიწყო მესამე გეგმიური აცრის შემდეგ. რეაქცია ქონდა, რთულად გადაიტანა. ტემპერატურა, კუჭის აეშალა, 3 დღე წუხადა, აშკარად ვერ იყო ბავშვი კარგად, მოითენთა.

თურმე არ უნდა აცრილიყო რადგან ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა და ეს არავის უთქვამს. 4 წლამდე ვიწვალეთ დიაგნოზის დასადგენად და ბოლოს დადგინდა, რომ  აქვს გენეტიკური დაავადება – ფენილკეტონურია. ეს დაბადებიდან ვინც იცის დიეტით და წამლით ჩვეულებრივად ვითარდებიან. ფაქტიურად ჩვენ გაგვწირეს და ცრუ ტესტი გაუკეთა სკრინიგმა ან სამშობიარომ.

თეა გუბელაძე