წწყ ვაქცინის ლიცენზირება ეჭვ ქვეშაა
ICAN-ის უახლესი მასალები FDA-ს მხილების შესახებ
ოსთინი, ტეხასი, 2 მაისი, 2019 /PRNewswire/
ვაქცინების რისკების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი არაკომერციული ორგანიზაციის „მოძრაობა ინფორმირებული თანხმობისათვის“ (ICAN) მიერ, მოპოვებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება. ახლახანს ინფორმაციის თავისუფლების კანონის საფუძველზე „სურსათისა და წამლების კონტროლის ადმინისტრაციისგან“ (FDA) გამოთხოვილმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ წწყ (წითელა, წითურა, ყბაყურა) ვაქცინის ლიცენზირება განხორციელდა იმ კლინიკური კვლევების საფუძველზე, რომელთაც ჯამში ათასზე ნაკლები მონაწილე ჰყავდათ და ბევრად მეტი გვერდითი რეაქცია აღმოაჩნდათ, ვიდრე მანამდე აღიარებდნენ.
სურ. 1: Emmy-ს პრემიის მფლობელმა დელ ბიგთრიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ვაქცინირებულნი: დაფარვიდან კატასტროფამდე“ და მიჰყავს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბების ყოველკვირეული გადაცემა “The HighWire”
„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოში გასაჩივრება გახდა საჭირო. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ყოველთვის, როდესაც ICAN1 ინფორმაციის თავისუფლების კანონის საფუძველზე რაიმე ინფორმაციას გამოსძალავს FDA2-ს, CDC3-ს ან HHS4-ს, ჩვენ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზის შესახებ ვიგებთ, რომელიც არსებობს მათ მოვალეობებში უზრუნველყონ და დაიცვან ამერიკელთა ჯანმრთელობა“, – ამბობს დელ ბიგთრი, ICAN1-ის დამაარსებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბების ყოველკვირეული გადაცემის “The HighWire” წამყვანი.
წწყ ვაქცინა ვაქცინებთან დაკავშირებული დავების შუაგულშია. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ძირითადი ფაქტი კლინიკური კვლევების ანგარიშებიდან5, რომლებიც FDA2–მ მოამზადა და რომელთა საფუძველზეც წწყ ვაქცინის ლიცენზია გასცა:
- ჩატარებულ იქნა მხოლოდ 8 კვლევა, ჯამში ათასზე ნაკლები მონაწილით, რომელთა შორის მხოლოდ 342-მა ბავშვმა მიიღო წწყ ვაქცინა;
- უსაფრთხოების მიზნით ინექციის შემდეგ გვერდით მოვლენებზე დაკვირვების პერიოდი მხოლოდ 42 დღეს შეადგენდა;
- 8 კვლევიდან თითოეულში მონაწილეთა ნახევარზე მეტს, ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს, განუვითარდა გასტროენტეროლოგიური დარღვევები და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- ყველა გვერდითი მოვლენა აღწერილი იქნა ზოგადად, როგორც „სხვა ვირუსები“ და ლიცენზირების უსაფრთხოების პროფილში არ იქნა გათვალისწინებული;
- კვლევის მონაწილე პაციენტების საკონტროლო ჯგუფს მიეცა წითურას, ან წითელა-წითურას ვაქცინა, მაგრამ არცერთს – პლაცებო (ინერტული ნივთიერების ინექცია, მაგალითად ფიზიოლოგიური ხსნარი).
Emmy-ს პრემიის მფლობელი პროდიუსერი და დოკუმენტური ფილმის „ვაქცინირებულნი: დაფარვიდან კატასტროფამდე“ რეჟისორი, დელ ბიგთრი აღნიშნავს, რომ მიზეზი, რატომაც გახშირდა ვაქცინების მოხმარებაზე თავის შეკავებები, არის არა უსაფუძვლო შიში, არამედ უკეთესი ინფორმირებულობა ვაქცინების და ფარმა-ინდუსტრიის გარშემო არსებული კორუფციის, საიდუმლოებების და აშკარა პროპაგანდის შესახებ.
„ქვეყნის კანონმდებლობის წყალობით, რომელიც ამჟამად სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტებზე წვდომის უფლებას მაინც გვაძლევს, ჩვენ შევიტყვეთ, რომ წწყ ვაქცინას ბავშვების მცირე და შეზღუდული ჯგუფის კვლევაზე დაყრდნობით, უპასუხისმგებლოდ მიენიჭა ლიცენზია.“ – ამბობს ბიგთრი.
“კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ წწყ ვაქცინის ლიცენზირებისათვის იგნორირებულ იქნა სერიოზული გვერდითი მოვლენების არსებობა, რომლებიც მანამდე ცნობილი და აღიარებული იყო”
ბიგთრი დამატებით აღნიშნავს – „გვერდით მოვლენებს ინექციის შემდეგ მხოლოდ 42 დღის განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს. წარმოიდგინეთ რა შეიძლებოდა აღმოეჩინათ, ჯეროვანი კონტროლის შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში რომ ედევნებინათ უსაფრთხოებაზე თვალყური, როგორც ამას წამლების შემთხვევაში აკეთებენ.“
1 (ICAN) Informed Consent Action Network – ვაქცინების რისკების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი არაკომერციული ორგანიზაცია „მოძრაობა ინფორმირებული თანხმობისათვის“.
2 (FDA) Federal Food and Drug Administration – აშშ-ს სურსათისა და წამლების კონტროლის ადმინისტრაცია
3 (CDC) Centers for Disease Control and Prevention – აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები.
4 (HHS) United States Department of Health and Human Services – აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
წწყ ვაქცინის კლინიკური კვლევების ანგარიში https://icandecide.org/government/FDA-Production-FOIA.pdf?fbclid=IwAR2aByo8UOUISnNF3yUygS3xRpxWIPhgBTFpIgXMZmJuaN2UqUNGC_zicOM
ინგლისურენოვანი წყარო https://www.prnewswire.com/news-releases/mmr-vaccine-licensing-called-into-question-following-icans-latest-foia-exposure-of-fda-coverup-300842503.html