Brook Preloader

როგორ გაქრა ინფექციები წითელა, ყივანახველა, ქუნთრუშა და სხვ.

როგორ გაქრა ინფექციები წითელა, ყივანახველა, ქუნთრუშა და სხვ.

1900 წლიდან განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება – 74%-ით.  ეს შემცირება ძირითადად ინფექციური დაავადებებისგან  გარდაცვლილთა  რიცხვის შემცირების ხარჯზე მოხდა.

 რა იყო  ამის მიზეზი?  ვაქცინები? ისტორია  და  საარქივო მასალები ამაზე ზუსტ პასუხს იძლევა, ამას კი  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როცა ასე  გამწვავდა  ვაქცინებთან დაკავშირებული დებატები.

ასე რატომ დაეცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი?

ვაქცინებმა  გვიხსნა?! იქნებ მორიგი კარგად შეფუთული კომერციული სვლაა? თუ რეალურ ფაქტებს გადახედავთ, მარტივად გასცემთ ამ კითხვას პასუხს.

1970 წელს, 19 ნოემბერს, ჰარვარდის უნივერსიტეტის  დოქტორი  ედუარდ კასი (Dr. Edward H. Kass) სიტყვით წარსდგა ინფექციური დაავადებების მართვისა და კონტროლის  ამერიკული ორგანიზაციის   ყოველწლიურ  კონფერენციაზე. მაშინ დოქტორი კასი  ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო.  სწორედ ამიტომ მისი წარმოთქმული სიტყვა -“INFECTIOUS DISEASES SOCIETY OF AMERICA”  სიკვდილიანობის შემცირებასთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

მან ასე მიმართა კოლეგებს:

“თუ გააკეთებთ  არასწორ დასკვნებს  სიკვდილიანობის შემცირების მიზეზებზე , ეს გამოიწვევს თქვენი ყურადღების გადატანას არასწორი მიმართულებით. სამედიცინო  კვლევებმა გაანადგურეს წარსულის  უდიდესი მკვლელები – ტუბერკულოზი, დიფტერია, პნევმონია, მშობიარობის შემდგომი სეფსისი და ა.შ. სამედიცინო კვლევები  და ჩვენი შესანიშნავმი სამედიცინო დახმარების სისტემა იყო მთავარი ფაქტორი, რომელმაც გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა.

დაავადებათა  მაჩვენებლების შემცირება ღრმა კავშირშია სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანის  ჯანმრთელობის ისტორიაში. ეს იყო კვება,სანიტარული მეთოდების დახვეწა, ოჯახური სიმჭიდროვის შემცირება.”

  შემდეგ კოლეგებს წარუდგინა  წითელას, ყივანახველას და ქუნთრუშას ღია დიაგრამები.

წითელას გრაფიკზე არცაა  მინიშნებული წითელას ვაქცინა. ჩანს მხოლოდ რომ 1954 წელს  მოხდა მისი  იდენტიფიცირება  და  ამ დროს წითელა თითქმის ლიკვიდირებული იყო. ამერიკაში წითელას ვაქცინა 1968 წელს შეიტანეს კალენდარში.

წითელას დიაგრამა

 

ყივანახველას დიაგრამაზე ჩანს, რომ ხაზის დახრილობა ძალიან  მცირეა  ვაქცინასა და  ანტიბიოტიკის  გამოყენებას შორის, ანტიბიოტიკის მოხმარებიდან კი მკვეთრად ეცემა.

ყივანახველას დიაგრამა

 

ქუნთრუშა საერთოდ ეჭვებს ბადებს  ვაქცინების როლზე. მის  მიმართ ვაქცინა არც ყოფილა გამოყენებული. დიაგრამაზე კი  მისი შემთხვევების შემცირება წითელასი და ყივანახველას  იდენტურია. აქ უზარმაზარი როლი შეასრულა ანტიბიოტიკებმა

ქუნთრუშას დიაგრამა

რობერტ კასი იყო 1970წ აშშ-ის ინფექციონისტთა პრეზიდენტი.ის არასდროს უწოდებდა ვაქცინებს “კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს”  და ” მილიონი სიცოცხლის გადამრჩენელს”.  

კასის  გამოსვლა იხილეთ ლინკზე.

http://vaccinesafetycommission.org/pdfs/Kass%201971.pdf

ამასთან ერთად  იხილეთ  ჯონ და სონია მაკინლის ნაშრომი.

http://vaxxinfo.ge/ვაქცინების-როლი-სიკვდილი/

 

ინსტაგრამი

არქივი