Brook Preloader

რა შეიძლება მოყვეს დაჩქარებულ და ექსპერიმენტულ Covid -19 ვაქცინას

რა შეიძლება მოყვეს  დაჩქარებულ და ექსპერიმენტულ Covid -19   ვაქცინას

ვაქცინათა წარმოების ისტორიაში, COVID19-ის ვაქცინა, შესაძლოა ყველაზე სწრაფად შექმნილი და უსაფრთხოების კუთხით არასაკმარისად  გამოცდილ/გამოკვლეული ვაქცინა აღმოჩნდეს.

ვაქცინების უმრავლესობა რომლებიც ემზადება ბაზარზე გამოსასვლელად არის ი-რნმ -ით. ( ინფორმაციული რნმ). ი-რნმ შეაქვს ინფორმაცია ვირუსის ცილების შესახებ და ხდება უჯრედებში ვირუსული ცილების სინთეზი.

 აცრის შემდეგ ორგანიზმი ხდება ვირუსის ცილების მასინთეზირებელი ფაბრიკა.

ორგანიზმი ამ ცილების წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს.
კომპანია Pfizer-მა, BioNTech- თან ერთად COVID-19 ვაქცინის გამოცდა 2020წ.11მაისს დაიწყო. წარმატების შემთხვევაში, ის ამავე წლის სექტემბერში გამოვა.

დღემდე, ყველა მცდელობა —შეექმნათ კორონავირუსის ვაქცინა წარუმატებელი აღმოჩნდა.

2012 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსების მიმართ ორგანიზმი არა ერთ, არამედ ორი ტიპის ანტისხეულს გამოიმუშავებს:
✔ ერთი – გამანეიტრალებელი, რომელიც ებრძვის დაავადებას,
✔ხოლო მეორე – მაკავშირებელი,რომელიც არ განაპირობებს დაავადებასთან ბრძოლას და იწვევს “იმუნიტეტის პარადოქსალურ გააქტიურებას”. რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა მანამ , სანამ თქვენ ნამდვილ ვირუსს არ შეხვდებით. ამას კი მოყვება დაავადების მძიმე ფორმა ან სიკვდილი.
თავიდან ვაქცინა ძალიან დამაიმედებელი ჩანდა, რადგან ძლიერ იმუნურ პასუხს იძლეოდა ანუ ვაქცინირებულებს მოკლე დროში და საკმაო რაოდენობით ანტისხეული გამოუმუშავდებოდა , თუმცა როგორც აღმოჩნდა, აცრილების ველურ ვირუსთან შეხვედრისას დაავადება მძიმე ფორმებში მიმდინარეობდა და უმრავლესობის გარდაიცვალებას იწვევდა.
კვლევები ქრცვინებზე (კვერნისებრთა წარმომადგენლები) ჩატარდა. ქრცვინების ფილტვის აგებულება და მუშაობა ძალიან ჰგავს ადამიანისას.

ექსპერიმენტის შედეგად, როცა ქრცვინები დააავადეს ველური ვირუსით ყველა გარდაიცვალა.მათ განუვითარდათ ანთება, ყველა ორგანოში , ფილტვებმა შეწყვიტა მუშაობა და გარდაიცვალნენ.

კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება იყოს ძალიან საშიში და ანტივაქცინისტების დაუძინებელი მტრებიც კი, ისეთებიც კი როგორც პიტერ ჰომესი, პოლ ოფიტი და იან ლიპკინი, ამბობენ:
” თქვენ უნდა იყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად ამ ვაქცინასთან მიმართებაში”.
გარდა ამისა, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი და ვირუსოლოგი, რალფ ბარიკი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია კორონავირუსებზე მუშაობით, აღნიშნავს, რომ ვაქცინა საშინლად წარუმატებელი იქნება ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, არადა ყველაზე მეტად სწორედ ისინი საჭიროებენ მას.

 

ინსტაგრამი

არქივი