Brook Preloader

რამდენად უსაფრთხოა აცრა, რომელიც 30 წელია არ შემოწმებულა?

რამდენად უსაფრთხოა აცრა, რომელიც 30 წელია არ შემოწმებულა?

1986 წელს ვაქცინით დაზარალებულ ბავშვთა ეროვნული აქტით, ფარმაცევტულ კომპანიებს უპრეცედენტო, ეკონომიკური იმუნიტეტი მიენიჭათ. საკუთარი პროდუქციით გამოწვეული ზიანისა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდის ნაცვლად, მათ უნდა ეწარმოებინათ უსაფრთხო ვაქცინები ან გაეუმჯობესებინათ არსებული ვაქცინების უსაფრთხოება. ხოლო 2 წელიწადში ერთხელ, ყოველივე ეს მოხსენების სახით კონგრესისთვის წარედგინათ.
კვლევების წარდგენის ვალდებულება HHS-ს (ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების დეპარტამენტი) დაევალა.

2017 წლის 25 აგვისტოს, არაკომერციულ ინფორმაციის მიღებაზე დაფუძნებული ქმედების ქსელის (ICAN), წარმომადგენელმა რობერტ კენედი უმცროსმა, HHS-ს ვაქცინების უსაფრთხოების კვლევების წარდგენა მოსთხოვა. HHS-ი 8 თვე აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა ICAN-ს და უარს აცხადებდა რაიმე ღირებული ინფორმაციის წარდგენაზე.

ამრიგად, 2018 წლის 7 ივლისს ICAN-ი იძულებული გახდა სარჩელი შეეტანა სასამართლოში, მოთხოვნით რომ HHS-ს წარედგინა ორწლიანი ანგარიშის ასლი ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ, ან ეღიარებინა მსგავსი ანგარიშის არარსებობა კონგრესის წინაშე.

სასამართლო პროცესში ICAN-მა გაიმარჯვა რაც ნიშნავს რომ HHS-ს კონგრესისთვის არასოდეს, ერთხელაც კი არ წარუდგენია ორწლიანი ანგარიში ვაქცინების უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ. ეს ყველაფერი ამძიმებს საქმეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხდება HHS-ის მიერ ახალი ვაქცინების მიღება, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ახლა უკვე 1 წლის ბავშვისათვის 29 დოზას აღწევს. როგორც რობერტ კენედი უმჯროსმა განაცხადა, (იხ. ვიდეო ჩართვა) არანაირი ჩანაწერი არ მოიძებნა. რაც ნიშნავს რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში არანაირი კვლევა ვაქცინების უსაფრთხოების ან გაუმჯობესების შესახებ მათ (HHS-ს) არ ქონია და შესაბამისად, არც კონგრესისთვის წარუდგენია.

P.S. 2017 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა, რობერტ კენედი დანიშნა ვაქცინის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ.

ორიგინალი დოკუმენტი/სარჩელი 

42 U.S. Code § 300aa–27

ინსტაგრამი

არქივი