პოლისორბატ-80: ვაქცინის საშიში კომპონენტი
რიშმა პარპია – სამხრეთ ონტარიოს უნივერსიტეტის (ქ. ლონდონი, კანადა) სოციოლოგიის ბაკალავრი, მაქმასტერის უნივერსიტეტის (ქ. ჰამილტონი კანადა), სოციოლოგიის მაგისტრი, კვლევით ჟურნალებში ექვსი პუბლიკაციის ავტორი, კვლევების კოორდინატორი კომპანიაში “The Research Work Room, LCC”, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს საკუთრი კვლევების ჩატარებაში ეხმარება.
ძირითადი დებულებები:
- პოლისორბატ-80, სითხის ზედაპირული დაჭიმულობის შემამცირებელი ნივთიერება, გამოიყენება სხვადასხვა ვაქცინაში;
- უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მისი გამოყენება ვაქცინების კომპონენტად;
- თვალში საცემია კვლევების არ არსებობა, რომლებიც ვაქცინების შემადგენლობაში შესული პოლისორბატ-80-ის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას აფასებენ.
ბოლო დროს ვაქცინების კომპონენტების უსაფრთხოების შესახებ გამართული საჯარო დისკუსიები ძირითადად კონცენტრირდება ვერცხლის წყალზე (ტიმეროსალი), ალუმინზე და ფორმალდეჰიდზე. მაგრამ ვაქცინები შეიცავენ ასევე სხვა შემაშფოთებელ კომპონენტებსაც, რომლებზეც ისე ხშირად არ საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანია პოლისორბატ-80, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც თვინ-80, (ასევე ემულგატორი Е433) და პოლიოქსიეთილენსორბიტანტ-20-მონო-ოლეატი.1
რა არის პოლისორბატ-80?
პოლისორბატ-80 ზედაპირულაქტიური ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში და კვების მრეწველობაში გამნოიყენბა.1 ზედაპირულაქტიური ნივთიერებები, ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც სითხის ზედაპირულ დაჭიმულობას ამცირებენ და ზრდიან ისეთი სითხეების ერთმანეთში ხსნადობას, რომლებიც, როგორც წესი ერთმანეთში არ იხსნება – მაგალითად ზეთი წყალში. 2 3 ორ სითხეს შორის ზედაპირული დაჭიმულობის შემცირების უნარის გამო ზედაპირულაქტიური ნივთიერებები ცნობილნი არიან იმით, რომ ხელს უწყობენ განრთხმას და დალბობას. შესაბამისად ზედაპირულაქტიური ნივთიერებები გამოიყენება სარეცხ საშუალებებად, ემულგატორებად, ქაფის წარმომქმნელ დანამატებად და დისპერგატორებად (აგრეგაციისა და დალექვის საწინააღმდეგო დანამატი).1 2
სითხეების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით, პოლისორბატ-80 გამოიყენება რიგ პროდუქტებში, როგორიცაა კანის მოვლის საშუალებები, შამპუნები, მაკიაჟი, ნაყინი, ქარხნულად დამზადებული სალათის საკმაზები და სოუსები.3 4 ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პოლისორბატ-80 გამოიყენება ჟელეს კაფსულების სიმკვრივის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად, სითხეებში პრეპარატის შეტივტივებულ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად, ინტრავენური სითხეების დასამზადებლად; შემავსებლის როლში ტაბლეტებში და ვაქცინების წარმოებაში.1 4
პოლისორბატ–80 ვაქცინებში: არ გაუვლია საკმარისი ტესტირება
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ამერიკული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „ვაქცინების შემავსებლებისა და სუბსტრატების მოკლე სიაში“ ჩამოთვლილია 11 ვაქცინა, რომელიც პოლისორბატ-80-ს შეიცავს:
- დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა (Infanrix);
- დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომილიტი (Kinrix);
- დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, B-ჰეპატიტი, პოლიომილიტი (Pediarix);
- დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომილიტი, ჰემოფილური ინფექცია (Pentacel);
- პაპილომა (Gardasil)
- გრიპი (Agriflu);
- გრიპი (Fluarix);
- მენინგოკოკი (MenB-Trumenba);
- მნევმოკოკი (PCV13—Prevnar13);
- როტავირუსი (RotaTeq);
- ტეტანუსი, დიფტერია, ყივანახველას (განმეორებითი ვაქცინა) (Boostrix)5
ვებ-გვერდზე ScienceLab.com მოცემული „მასალების უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის“ (მუმც) თანახმად შესწავლილ იქნა პოლისორბატ-80-ის ზემოქმედება შესუნთქვისას და ჩაყლაპვისას და ნაჩვენებ იქნა, რომ ის უმნიშვნელოდ სახიფათოა კანთან შეხებისას.6 მუმც-ში არაფერია ნათქვამი პოლისორბატის ზემოქმედებაზე ინიექციის დროს. მუხედავად ამისა, იმავე ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში, ადამიანზე ქრონიკული და ტოქსიკური ზემოქმედების შესახებ სპეციალურ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ:
„ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების საფუძველზე პოლისორბატ-80-ს შეუძლია იქონიოს მავნე ზეგავლენა რეპროდუქციულ ფუნქციებზე. მონაცემები ადამიანზე ზეგავლენის შესახებ ვერ იქნა ნაპოვნი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების საფუძველზე პოლისორბატ-80-ს შეუძლია გამოიწვიოს კიბო. პოლისორბატ-80-ს შეუძლია იქონიოს მავნე ზეგავლენა გენეტიკურ მასალაზე (მუტაგენურია). დიდი რაოდენობით გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს სპაზმები მუცელში და ფაღარათი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ ის იწვევს კარდიოლოგიურ ცვლილებებს, ცვლილებებს ქცევაში (ძილის დროის დარღვევა) და წონის დაკარგვას (განმეორებითი ან ხანგრძლივი გადაყლაპვის შემდეგ). მაგრამ მსგავსი მონაცემები ადამიანზე ზეგავლენის შესახებ არ არის ცნობილი“.6
ფაქტია, რომ „ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების საფუძველზე პოლისორბატ-80-ს შეუძლია გამოიწვიოს კიბო“ და რომ ის შეიძლება მუტაგენური იყოს. ეს საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ვაქცინების მწარმოებლებსა და „საკვები პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს“ (FDA) მოეთხოვოთ წარმოადგინონ პოლისორბატ-80-ის ადამიანებისათვის განკუთვნილ ვაქცინებში გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი საიმედო მეცნიერული მტკიცებულებები.
პოლისორბატ–80: ტვინის დაზიანება?
ვაქცინებში, პოლისორბატ-80 ასრულებს ემულგატორის როლს, რომ ყველა სხვა ნივთიერება თანაბრად გადაანაწილოს სითხეში. პედიატრი დოქტ. ლოურენს პალევსკი გვაფრთხილებს პოლისორბატ-80-ის ვაქცინის ინგრედიენტად გამოყენების პოტენციური საფრთხის შესახხებ.8 იგი აღნიშნავს:
პოლისორბატ-80 ფარმაკოლოგიაში გამოიყენება იმისათვის, რომ დაეხმაროს ზოგ პრეპარატს, ან ქიმიოთერაპიულ საშუალებას გადალახონ ჰემატოენცეფალური ბარიერი.8 პოლისორბატ-80-ის ისეთ აქტიურ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება, რომლებსაც ტვინის დაზიანება შეუძლიათ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.8
ჰემატოენცეფალური ბარიერი ტვინის იზოლაციას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემისგან და ცენტრალურ ნერვულ სისტემას იცავს სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და სხვა ტოქსინებისგან. ჰემატოენცეფალური ბარიერი განსაკუთრებით სუსტი და ადვილად შეღწევადი ჩვილის ასაკში და სიბერეშია. შესაბამისად, პოლისორბატ-80-ის გამოყენება ვაქცინებში იმდენად იწვევს შეშფოთებას, რამდენადაც მან შეიძლება ტვინში ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების შეღწევა გამოიწვიოს, როგორიცაა მძიმე ლითონები.2
დოქტ. პაველსკი სვამს რამდენიმე გადამწყვეტ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა პოლისორბატ-80-ს უარყოფითი ზეგავლენა ტვინზე და ხელს უწყობს თუ არა იგი ტვინის ტოქსიკურ დაზიანებას ვაქცინაციის შედეგად.
ვაქცინის შემადგენლობაში შესულმა რომელმა ვირუსებმა, ბაქტერიებმა, საფუარმა, მძიმე ლითონებმა და სხვა ინგრედიენტებმა უნდა შეაღწიონ ჩვენი შვილების ტვინში? არის კი ტვინი მათი შესაფერისი ადგილი? არის კი ეს ჩვენი ბავშვების დაავადებისაგან დასაცავად საჭირო იმუნური პასუხის ნაწილი? გადალახავენ ვაქცინის კომპონენტები პოლისორბატ-80-ის დახმარებით ჰემატოენცეფალურ ბარიერს? თუ ასეა, ხომ არაა შესაძლებელი, რომ მათი ჩვენი ბავშვების ტვინში არსებობის შედეგად გართულებები წარმოიქმნას?8
გარდა ამისა, სხეულში შეყვანის შემდეგ პოლისორბატ-80-ს შეუძლია სწრაფად დაიშალოს სორბიტოლად და ეთილენჟანგად. სორბიტოლი დიაბეტის განვითარების, უჯრედების სიკვდილის, მიტოქონდრიული უკმარისობისა და დნმ-ის ფრაგმენტაციის რისკს ზრდის.2
პოლისორბატ–80: საშვილოსნოს დაზიანება?
კვლევებმა აჩვენეს, რომ
პოლისორბატ-80-ს შეუძლია ვირთხებში უნაყოფობა გამოიწვიოს.
კვლევამ, რომელიც ჟურნალში „საკვები პროდუქტებისა და ქიმური ნივთირებების ტოქსიკოლოგია“ გამოქვეყნდა,
აჩვენა, რომ თვინ-80-მა ვირთხებში დააჩქარა სქესობრივი მომწიფება, გაახანგრძლივა ესტრალური ციკლი, შეამცირა საშვილოსნოსა და საკვერცხეების წონა და გამოიწვია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც ქრონიკულ ესტროგენულ სტიმულაციაზე მიუთითებს. ასევე დაზიანდა ვირთხების საკვერცხეები, ფოლიკულები დეგენერირდა, არ არსებობდა ყვითელი სხეულები (პროგესტერონის გამომმუშავებელი ენდოკრინული ჯირკვლის მასა საკვერცხეებში, რომელიც უშუალოდ ოვულაციის შემდეგ ვითარდება). ამგვარმა სერიოზულმა დეფექტებმა საკვერცხეებში შეიძლება უნაყოფობა გამოიწვიოს.10
შემდეგი შეკითხვა ითხოვს პასუხს: მოახდენს თუ არა პოლისორბატ-80 ადამიანებზე ისეთივე ტოქსიკურ ზეგავლენას (უნაყოფობის გამომწვევი საშვილოსნოსა და საკვერცხეების დეფექტების ჩათვლით), როგორც მას ცხოველებზე აქვს?
პოლისორბატ–80: იმუნიტეტის ფუნქციების დაზიანება?
შეშფოთებას იწვევს ასევე ვაქცინებში დეტერგენტების (ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ ზედაპირულ აქტივობას და აქვთ გამწმენდი და ანტიმიკრობული ზემოქმედება – თარჯ. შენიშ.) გამოყენება. ჩვენს სხეულში არსებობს ე.წ. „მემბრანის შემტევი კომპლექსი“ (მშკ) – იმუნური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.2 როდესაც სხეული პათოგენს ამოიცნობს, მშკ-ს პროტეინები მათ ანადგურებენ. ისინი პათოგენი უჯრედების მემბრანას ხვრეტენ და ამით შიგთავსის გამოდინებას, ან უჯრედის აფეთქებას იწვევენ.
მართალია თავიანთი „შემტევი“ ფუნქციის თვალსაზრისით, მშკ-ს პროტეინებსა და დეტერგენტებს შორის მსგავსება არსებობს, მაგრამ დეტერგენტები ორგანიზმის მიერ იმავე პრინციპით არ იმართება, როგორც მშკ-ს პროტეინები.2 მშკ რეგულირდება ცილით, რომელიც ცნობილია, როგორც CD59; მისი დანიშნულებაა თავიდან აიცილოს მშკ-ს დანარჩენი ცილების ჩვენს საკუთარ უჯრედებზე მომაგრება და ამით საკუთარი უჯრედების გახლეჩისაგან დაცვა.2
დეტერგენტებში მარეგულირებელი ცილების არ არსებობის გამო, ისინი ყველა უჯრედს უტევენ განურჩევლად, უგულებელყოფენ იმუნური სისტემის სიგნალებს შეტევის შეწყვეტის შესახებ და შეუძლიათ ჩვენს საკუთარ უჯრედებს დაესხან თავს.2
რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ დაცვის არ არსებობამ, რომელსაც CD59 უზრუნველყოფს, შეიძლება ნეირო-კუნთოვანი სინაფსის დაზიანება, რევმატოიდული ართრიტი, თირკმელების დაავადებები, ინსულტი, ან ტვინში სისხლის სასიკვდილო ჩაქცევა გამოიწვიოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინიექცირებულ დეტერგენტებში მარეგულირებელი CD59 არ არსებობს, დეტერგენტების ვაქცინებში გამოყენებისას მოსალოდნელი იქნება ყველა ზემოთ ნახსენები დაავადების გამოვლენა – რამდენადაც დეტერგენტები ყველა უჯრედის მიმართ ერთნაირად იქცევიან. ბუნებრივ პირობებში უჯრედები CD59-ის, ან სხვა მარეგულირებელი ცილების მიერ იქნებოდნენ დაცული.2
დასკვნა პოლისორბატ-80-ის შესახებ
აშკარაა ძირითადი მეცნიერული კვლევების არ არსებობა, რომლებიც ვაქცინების შემადგენლობაში შესული ინგრედიენტის – პოლისორბატ-80-ის ადამიანის ჯანმრთელობაზე ტოქსიკურ ზეგავლენას განიხილავენ.
ზოგი ამტკიცებს, რომ პოლისორბატ-80-ის მსგავსი ინგრედიენტები ვაქცინებში უსაფრთხო და არასახიფათოა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იქ უაღრესად მცირე რაოდენობითაა.
მიუხედავად ამისა ფაქტად რჩება, რომ აცრების ფედერალური კალენდარი ექიმებს ჩვილებისა და 6 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინის კოლოსალური 49 დოზის მიცემას უწესებს.11 როგორია ვაქცინის მრავალი კომპონენტის ერთობლივი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე? ნუთუ უფლება არ გვაქვს მოვითხოვოთ იმ ნივთიერებების მოკლევადიანი და გრძელვადიანი უსაფრთხოების დამამტკიცებელი საბუთის წარდგენა, რომელთა ინიექცირებასაც ჩვენს, ან ჩვენი ბავშვების სხეულში ვაპირებთ?
წყაროები:
1 Polysorbate 80: What it is? Drugs.com.
2 Polysorbate 80 Risks. Vaccine Choice Canada Dec. 9, 2013.
3 Polysorbate 80. TruthinAging.com.
4 Healy M. Is Common Food Additive to Blame for Rising Rates of Bowel Disease? Los Angeles Times Feb. 25, 2015.
5 Centers for Disease Control and Prevention. Vaccine Excipient and Media Summary. CDC.gov February 2015.
6 Material Safety Data Sheet Polysorbate 80. ScienceLab.com May 21, 2013.
7 Pond M. The Toxic Ingredients in Inoculations. The Weston A. Price Foundation Aug. 3, 2015.
8 Palevsky L. Aluminum and Vaccine Ingredients: What Do We Know? What Don’t We Know? International Medical Council on Vaccination Jun. 10, 2009.
9 Blood Brain Barrier Working Group. John Hopkins University.
10 Mercola J. What is in the flu vaccine that can cause infertility? Mercola.com Oct. 15, 2010.
11 Visualizing Childhood Vaccination Schedules Across G8 Countries. British Medical Journal 2015; 351.
ინგლისურენოვანი ორიგინალი: https://thevaccinereaction.org/2016/01/polysorbate-80-a-risky-vaccine-ingredient