Brook Preloader

„კოლექტიურ იმუნიტეტის“ თეორიას არაფერი აქვს საერთო ვაქცინაციასთან!

„კოლექტიურ იმუნიტეტის“ თეორიას არაფერი აქვს საერთო ვაქცინაციასთან!

ჯანდაცვის მესვეურებიდან ერთი-ორს თუ ეცოდინება როგორ შეიქმნა ეს თეორია ან ვინაა მისი ავტორი. ამ თეორიის ავტორია არტურ უილიამს ჰედრიჩი – ჩიკაგოში, ილინოისის შტატის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი.
მან შეისწავლა მომხდარი ფაქტები: როცა1900- 1930წწ ბოსტონში 15 წლამდე ბავშვების 68% მოიცვა წითელას ვირუსმა შეწყდა წითელას ეპიდემია ( მაშინ  ეს ინფექცია 15 წლის ზემოთ  არც ფიქსირდებოდა). მოგვიანებით 1930-დან როცა ბალტიმორში ბავშვთა 55%მა გადაიტანა წითელას ინფექცია მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი არ ინფიცირდა. სწორედ ამ დაკვირვებებმა მიიყვანა ის „კოლექტიური იმუნიტეტის“ თეორიის შექმნის იდეამდე. გაითვალისწინეთ რომ ამ თეორიაში საუბარია ბუნებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე.
ის რომ  მოსახლეობის გარკვეულ რიცხვს  ბუნებრივად აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ.  სწორედ ბუნებრივი იმუნიტეტი აძლევს დედებს საშუალებას უზრუნველყონ ახალშობილი შვილების იმუნური დაცვა წლის ასაკამდე..
ამ თეორიას არაფერი აქვს საერთო ვაქცინაციასთან და მისგან „მიღებულ“ ხელოვნურ იმუნიტეტთან! პოლიომიელიტის და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ 1950-1960 წლებში დაიწყო. ამ თეორიის შექმნიდან 30 წლის შემდეგ!

თეორიის არსი შემდეგშია: რაც მეტია ადამიანი რომელმაც გადაიტანა ინფექციური დაავადება და გამოუმუშავდა მუდმივი იმუნიტეტი მით უფრო დაცულია საზოგადოება

1950-54წლებში ეს დებულება გადაკეთდა ასე —

„ რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია ინფექციური დაავადებების საფრთხე და დაცულია საზოგადოება“
რატომღაც ინფექციური დაავადება ჩაანაცვლეს ვაქცინაციით და უკანა პლანზე გადაწიეს ბუნებრივი იმუნიტეტი არადა ამ თეორიის გასაღები სწორედ ესაა – ბუნებრივი იმუნიტეტი!

1990 წელს შეისწავლეს 320 სამეცნიერო ნაშრომი და 180 ევროპელი მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ წითელას აღმოფხვრა დღეს არარეალურია!
1984 წელს ჯონ ჰოპკინსის კლინიკის პროფესორი  დ.ლევი მივიდა  დასკვნამდე :

„თუ ასე გაგრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტის ჩახშობა 2050 წლისთვის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საფრთხის ქვეშ – თეორიულად მოსალოდნელია  აშშ- ში 25 000 წითელას ფატალური შემთხვევა!“

ვაქცინაციამდე ახალშობილები დედებისაგან ღებულობდნენ ანტისხეულებს, შემდეგ ბუნებრივად იხდიდნენ და იმუნიტეტს გამოიმუშავებდნენ. დღეს კი ახალშობილები თავისი ვაქცინირებული დედებისგან ანტისხეულებს ვერ ღებულობენ. ახლანდელი ბავშვები უფრო დაუცველია ინფექციების მიმართ ვიდრე პრევაქცინური ერის ბავშვები!

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რასელ ბლეილოკი ამბობს:
„ვაქცინაციის პროგრამის უდიდესი სიცრუე „კოლექტიური იმუნიტეტია“.

აცრილთა უმრავლესობა, ვაქცინაციიდან 5-10 წელში დაუცველია.ეს იმას ნიშნავს რომ უკვე 60 წელია აშშ, ევროპაში და ყველგან სადაც ვაქცინაცია მკაცრი გრაფიკით ტარდება „კოლექტიური იმუნიტეტი არ არსებობს“

 

წყარო::https://vaccinechoicecanada.com/about-vaccines/general-issues/herd-immunity/herd-immunity-the-misplaced-driver-of-universal-vaccination/?fbclid=IwAR3Pjzv1Dh9HmuGjRp0MIutcePjD5P_0TUr6dMFbNTJLhekphHOkhXSNgcM

ინსტაგრამი

არქივი