Brook Preloader

ვაქცინების როლი სიკვდილიანობის შემცირებაში – სამეცნიერო ნაშრომი

ვაქცინების როლი სიკვდილიანობის შემცირებაში – სამეცნიერო ნაშრომი

1900 წლიდან განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნებოდა  სიკვდილიანობის მაჩვენებლის  შემცირება – 74%-ით.  ეს შემცირება ძირითადად ინფექციური დაავადებებისგან გარდაცვლილთა  რიცხვის შემცირების ხარჯზე მოხდა.

რა იყო  ამის მიზეზი?  ისტორია და საარქივო მასალები ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როცა ასე გამწვავდა  ვაქცინებთან დაკავშირებული დებატები.

  გვებადება ლოგიკური კითხვა-,, ვინმემ სცადა შეესწავლა ვაქცინების როლი   XX საუკუნეში სიკვდილიანობის შემცირებაში ? – რა თქმა უნდა! “

გაეცანით მაკინლის (Mckinlay & McKinlay) კვლევებს. სულ ცოტა ხნის წინ, ეს ნაშრომი ყველა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში სავალდებულო საკითხავად ითვლებოდა.

 1977 წელს ბოსტონის უნივერსიტეტის ეპიდომიოლოგებმა, ექიმებმა  და იმუნოლოგებმა, ცოლ – ქმარმა  ჯონ და სონია მაკინლებმა გამოაქვეყნეს ძალიან ცნობილი ნაშრომი, სადაც  განიხილავდენენ  სამედიცინო  საშუალებების (ინტერვაციების) როლს 1900-1970 წწ  სიკვდილიანობის  შემცირებაში. მასალების გადამუშავებაში  მონაწილეობდნენ:ბოსტონის უნივერსიტეტი, სოციოლოგიის დეპარტამენტი, მასაჩუსეტის მთავარი  ჰოსპიტალი,მათემატიკის დეპარტამენტი, რედკლიფის  უნუვერსიტეტი  და   ჰარვარდის უნივერსიტეტი.    ნაშრომი  გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ: „Milbank Memorial Fund Quarterly“. სათაურით —The Questionable Contribution of Medical Measures to the Decline of Mortality in the United States in the Twentieth Century (სამედიცინო მანიპულაციების საეჭვო როლი სიკვდილიანობის შემცირებაში XX საუკუნის აშშ-ში).

მაკინლი წერს: “ნაშრომს  საფუძვლად უდევს სერიოზული დებატები,რომელიც ბრიტანეთში დაიწყო 1967 წელს ტალბოტ გრიფიტის პუბლიკაციის “მოსახლეობის პრობლემები მალთუსის  ეპოქაში” (Population Problems in the Age of Malthus)  გამოქვეყნების შემდეგ. XVIII საუკუნეში გაჩნდა ახალი საავადმყოფოები, დისპანსერები და  სამეანო დაწესებულები, სიახლეებით შეივსო ანატომიური და ფიზიოლოგიური  მეცნიერება, შემოღებულ იქნა  ყვავილის აცრა და  ტალბოტ გრიფიტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა იმ პერიოდში სიკვდილიანობის შემცირებაში. მას შემდეგ  დაიწყო  დავა  ბრიტანეთში და გაგრძელდა აშშ-ში…“

(დასაწყისში მაკინლი საუბრობს ინგლისელი ექიმის მაქოუნის (McKeown ) კვლევებზე.

  „…უნდა აღინიშნოს მაქოუნის კვლევები და დაკვირვებები. ის იყო პროფესიით ექიმი. გააკეთა  ყველაზე საფუძვლიანი კვლევა  იმ დროისათვის. ყურადრება გაამახვილა ინგლისსა და უელსში მე-18, მე-19, და მე-20 საუკუნის სიკვდილიანობის შემცირების მიზეზებზე. მე-18 საუკუნეში სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებას  უკავშირებს მხოლოდ გარემო პირობების გაუმჯობესებას. მე-19 საუკუნეში  კი სიკვდილიანობის შემცირების ერთადერთი მიზეზი იყო ინფექციური დაავადებებისაგან ადამიანთა სიკვდილიანობის შემცირება. ეს კი გამოიწვია :

ა) ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებამ, კვების მოწესრიგებამ(საკვების  თერმულად დამუშავება, მენიუ, რეჟიმი)

ბ) პირადი ჰიგიენის მოწესრიგებამ.

გ) ზოგიერთი მიკროორგანიზმისა და  ადამიანის, როგორც მასპინძლის ხელსაყრელი თანაცხოვრების ჩამოყალიბებამ.(შეგუებულობა).


1900 წელს  11  ძირითადი ინფექციური დაავადებით  სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენდა დაახლ.40%. 

3 ძირითადი  ქრონიკული დაავადებით (გულით, სიმსივნით, გულ-სისხლძარღვთა  დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა) – 16%,

უბედური  შემთხვევები – 4%  

სხვა დანარჩენი  დაახლ – 37%

1973  წლისთვის ეს მაჩვენებლები ასე შეიცვალა:

იგივე 11 ინფექცციური  დაავადების მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელი  – 6%   

3 ქრონიკული დაავადებით  –  58%,

უბედური შემთხვევა 9%,  სხვა დანარჩენი  –  27%    

ვინმეს შეუძლია ახსნას ეს  ფენომენი?

თუ რა ფაქტორებმა ან ფაქტორთა ერთობლიობამ გამოიწვია ეს ცვლილებები? ჩემი ნაშრომის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ სწორად იქნას  მიგნებული სიკვდილიანობის შემცირების  მიზეზები რათა  სწორად დაიგეგმოს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდგომი პოლიტიკა.თერაპიამ  არ მოგვცა არანაირი შედეგი. იმუნიზაციის ეფექტი კი მხოლოდ ყვავილით შემოიფარგლებოდა, რომლის წილიც დაავადების შემცირებაში  მხოლოდ 1/20  შეადგენდა. გრაფიკებზე  მოცემულია   ინფექციური დაავადებით  სიკვდილიანობის  მაჩვენებლები 1900-1970 წწ.                                                        

                                                                                                                                                                                           (სურ. 2)

(სურ.1)  ჩანს, რომ ტუბერკულოზზე, მუცლის ტიფზე, წითელასა და  ქუნთრუშაზე სამედიცინო საშუალებები მაშინ გამოჩნდა, როცა ამ დაავადებებით  სიკვდილიანობა უკვე უმნიშვნელო იყო.  სამედიცინო  საშუალებების გამოჩენის შემდეგ (ჩანს გრაფიკზე)  სიკვდილიანობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლება.   (აქ  ყვავილი საერთოდ არ განიხილება  რადგან კიდევ უფრო უმნიშვნელო იყო სამედიცინო  საშუალებების როლი  მის აღმოფხვრაში.1900წ  ყვავილით სიკვდილიანობა აშშ-ში 0,1% შეადგენდა)

დანარჩენ  5 დაავადებას რაც შეეხება მხოლოდ პოლიომიელიტზე შეიძლება ითქვას, რომ  სამედიცინო ღონისძიებებმა რაღაც  ხილული  წვლილი შეიტანეს   მისი   შემცირების ტენდენციაში.  ( იხილეთ გრაფიკი)

(სურ. 2) გრაფიკის მიხედვით, სიკვდილიანობის პიკი იყო 1930 წ, 1950 წ, (ალბათ 1910 წ) და მოსალოდნელი იქნებოდა სტატისტიკურად 1970 წ. მაგრამ 1950 წლის შემდეგ  მაჩვენებელი დავარდა და შეინარჩუნა მინიმალური ნიშნული.            

დანარჩენი 4 დაავადება: პნევმონია, გრიპი, ყივანახველა და დიფტერია ახდენს  მონოტონურ შემცირებას, რომელიც არ უკავშირდება სამედიცინო ჩარევას. გრაფიკი ისეთი  დინამიურია მათ მიმართ, სამედიცინო  საშუალებები ადრეც რომ ჩართულიყო საქმეში (როცა სიკვდილიანობა მაღალი იყო) არც კი შეცვლიდა გრაფიკს.

ქუნთრუშა  (scarlet fever) ყველაზე ნათელი მაგალითია. ქუნთრუშას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ყოფილა – მხოლოდ პენიცილინი.

საერთო ჯამში, ამ დაავადებათა მიზეზით სიკვდილიანობის შემცირება სამედიცინო საშუალებებიდან, მხოლოდ ვაქცინებს  რომ  მივაწეროთ, ეს მაჩვენებელი  მაინც 1%-ს ქვემოთ იქნება.უფრო კონსერვატიულად თუ ვიმსჯელებთ  და ზოგადად  სამედიცინო ჩარევის შემდეგ დაფიქსირებულ პნევმონიის, გრიპის, ყივანახველისა და  დიფტერიის საერთო  სიკვდილიანობის  მაჩვენებლებლებს თუ ვიანგარიშებთ შესაძლოა ეს ციფრი 3,5% – მდეც გაიზარდოს. და ეს იქნება მაქსიმალური ციფრი!

დასკვნა:  აქედან გამომდინარე, ასევე მაქოუნის – ინგლისისა და უელსის  ანალიზის საფუძველზე  შეიძლება გაკეთდეს გონივრული დასკვნა და ანალიზი: 

  საერთო ჯამში, სამედიცინო  ღონისძიებებმა(როგორც  თერაპიული პრეპარატები, ასევე პროფილაქტიკური) როგორც ჩანს მცირე როლი ითამაშა1900 წლიდან აშშ-ში სიკვდილიანობის მაჩვენებლის  საერთო შემცირებაში.

უმაღლესი  მაჩვენებელია 3,5%.  ანუ  აშშ-ში 1900-1970 წლამდე სიკვდილიანობის შემცირებაში სამედიცინო ღონისძიებების (მათ შორის ვაქცინაციის) წვლილი შეადგენს მაქსიმუმ – 3,5%.   

თუ რომელიღაც X  დაავადება  ქრება  კონკრეტული  ჩარევის ან Y  მომსახურების გამო, მაშინ Y მომსახურება უნდა დარჩეს  ხელშეუხებელი და უნდა გაფართოვდეს მისი მოხმარება. სარგებელი  ამართლებს მის არსებობას!  ხოლო, თუ დამაჯერებლად  და საფუძვლიანად ამტკიცებ რომ  სიკვდილიანობის შემცირების მთავარი წილი არ  ეკუთვნის  სამედიცინო ღონისძიებებს (მათ შორის ვაქცინაციას), მაშინ  პრიორიტეტების შეცვლამ შეიძლება წესრიგი დაარღვიოს.     

ანუ, თუ X დაავადებით სიკვდილიანობა არ შემცირებულა Y  ჩარევის არსებობის  გამო და  მის გარეშეც კი ხდებოდა, მაშინ ნათელია, რომ Y ჩარევის გაფართოება  და  გაგრძელება  საეჭვოა  და  მხოლოდ კონკრეტულ  ინტერესებშია ,ხდება მისი ეფექტურობის გადაჭარბებულად შეფასება და მოხმარების  გაფართოება. ეს კი ხელს შეგვიშლის ვიპოვოთ რეალური მიზეზები და დავგეგმოთ შემდგომი სტრატეგია.  

ვფიქრობ ეს კვლევა იქნება გზამკვლევი და კატალიზატორი სხვა მკვლევარებისთვის.”

 

 

 

 

 

 

ინსტაგრამი

არქივი