Brook Preloader

აცრა ახალშობილებისთვის.


აწარმოებს კომპანია BB-NCIPD L3R 9R9 სოფია, ბულგარეთი, ექსკლუზიურად Ltd. Inter Vax Canada, Toronto -სთვის

უკეთდება ახალშობილებს დაბადებიდან 72 სთის განმავლობაში.ვაქცინა წარმოადგენს ლიოფილიზირებულ ვაქცინას. არის მშრალი სახით და გაკეთების წინ იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში.

შეიცავს ცოცხალ mycobacterium bovis Bacillus
Calmette—Guérin ბაქტერიებს.


უკუჩვენება:

იმუნოდეფიციტური პირები, ახალშობილები, რომლებსაც აქვთ კელოიდური ნაწიბურები. ასევე უკუნაჩვენებია განმეორებით იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც პირველი ვაქცინაციის დროს გამოუვლინდათ წითელი მგლურას რეაქცია ან ინექციის ადგილზე დარჩათ კელოიდური ნაწიბური.

Mycobacterium bovis Bacillus. – მსხვილ რქოსან პირუტყვში ტუბერკულოზის გამომწვევია, რომელიც როგორც მიაჩნიათ არავილურენტურია ადამიანის მიმართ (ანუ არ იწვევს ადამიანში დაავადებას).

და რაც მთავარია – ამ გამომწვევის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება და მისგან წარმოქმნილი იმუნიტეტი არაა შესწავლილი. შესაბამისად, არც ვაქცინის ეფექტურობაა შესწავლილი.

სამხრეთ ინდოეთში  ჩატარებულმა 30 წლიანმა კვლევამ ცხადყო, რომ BCG-ს ვაქცინამ არ შეუწყო ხელი დაავადების შემცირებას.

აცრა ახალშობილებისთვის.

დასახელება: ეუვაქსი (euvax B)

მწარმოებელი სამხრეთ კორეა — LG. LIFE SIENCE.
ვაქცინა შეიცავს რეკომბინანტულ დნმ-ს, ანუ -ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის ანტიგენი დაკავშირებულია (ჩაშენებულია) საფუარი სოკოების გენომში. ეს ყველაფერი ადსორბირებულია ანუ გადანაწილებულია ალუმინის ჰიდროქსიდის მიკრონაწილაკებზე.


შემადგენლობა
1,0 მგ შეიცავს :
გასუფთავებული ანტიგენი HBsAg…………………….20მგ
ალუმინის ჰიდროქსიდის ადიუვანტი    …………….0,5მგ
კონსერვანტი თიომერსალი……………………0,01m/v%


უკუჩვენება:

პაციენტები, რომლებიც მგრძნობიარე არიან შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

  • ხშირად გამოვლენილი რეაქციები:
    ადგილობრივი – ინექციის ადგილის შეწითლება, შესიება, გამაგრება, მტკივნეულობა, რომელიც გადის 2 დღეში.
  • იშვიათად: სიცხე 38,8მდე, პიღებინება, თავის ტკივილი, მიალგია, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ართრიტი.
  • ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია, მხედველობის ნერვის ანთება, გაფანტული სკლეროზი, სახის ნერვის პარალიჩი, გიიენ ბარის სინდრომი.

HEXAXIM  6 კომპონენტიანი აცრა ჩვილებისთვის.

მწარმოებელი: Ltd Sanofi  Pasteur, ტაილანდი

შეიცავს:

დიფტერია, ტეტანუსის ანატოქსინს, ყივანახველას გამომწვევ არაუჯრედულ ფორმას (acellular component), Bჰეპატიტის რეკომბინანტულ დნმ-ს, ინაქტივირებულ პოლიომიელიტის ვირუსს, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b-ს კომპონენტს.

ერთი დოზა -0,5მლ

ასევე შემადგენლობაში შედის:

ალუმინის ჰიდროქსიდი –  (0,6მგ Al 3+ = 600მგ)
ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ი რეკომბინირებული საფუარის უჯრედებთან
დამზადებულია მწვანე მაიმუნის თირკმელის უჯრედებზე (Vero cells),

ანტიბიოტიკი ნეომიცინი, პოლიმიქსინი


უკუჩვენება:

  • თუ გამოვლინდა ანაფილაქსური რეაქცია წინა ჰექსაქსიმით ვაქცინაციისას.
  • წინა ვაქცინაციიდან 7დღის შუალედში თუ გამოვლინდა ენცეფალოპათიისა და სხვა ნერვული სისტემის დარღვევები, განმეორებითი ვაქცინაცია უნდა მოხდეს ყივანახველას კომპონენტის გარეშე.
  • ყივანახველას კომპონენტის შეყავანა არ შეიძლება იმ პირებისთვის, ვისაც აქვს გაურკვეველი ფიბრილური კრუნჩხვები და ეპილეფსიის ნიშნები.
  • თუ განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენები ყივანახველას კომპონენტის შეყვანა არის ძალიან საფრთხილო:
    ტემპ. ≥ 40°C ვაქცინაციიდან 48 სთის შემდეგ
    გულყრა ან შოკური რეაქცია ვაქცინირებიდან 48სთ ის განმავლობაში.
    გაუთავებელი, გაბმული ტირილი ≥ 3სთ.
    კრუნჩხვები სიცხით ან უსიცხოდ 3 დღის განმავლობაში.

 დღენაკლულ ბავშვებზე მონაცემები არ არის!

ასეთ ბავშვებში ფიქრობენ რომ ექნება სუსტი იმუნური პასუხი (იმიტომ რომ ახალშობილს ისედაც არააქვს ჩამოყალიბებული იმუნიტეტი და დღენაკლულს მითუმეტეს) და დაცვა თუ ექნება ვაქცინას უცნობია.

ვაქცინის იმუნური პასუხის უნარიანობა არაა შესწავლილი არც პოპულაციის (ანუ ერების) გენეტიკური პოლიმორფიის თვალსაზრისით. რაც ნიშნავს, რომ არაა გათვალისწინებული და შესწავლილი თუ როგორ იმუშავებს ვაქცინა კონკრეტული გენომის (გენეტიკის) ადამიანებზე.


კვლევების შედეგად გამოვლენილი რეაქციები

ძალიან ხშირი: (≥1/10) – ტირილი, უძილობა, ანორექსია (უმადობა), ღებინება, ინექციის ადგილზე შესიება, სიწითლე, სიმაგრე. ტემპ. ≥ 38.0°C
ხშირი: (≥1/100 დან ≥1/10) – გახანგრძლივებული,  3სთ-მდე გაუჩერებელი ტირილი, დიარეა, ჰიპერსენსიტიური რეაქციები, ≥ 39.0°C.
იშვიათი:  (≥1/10,000 დან 1/1000) ანაფილაქსიური შოკი, კრუნჩხვა, გულყრა,
გიიენ ბარის სინდრომი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტეტანუსის კომპონენტმა.

ფარმაკოკინეტიკა არაა შესწავლილი ! (ფარმაკოკინეტიკა არის ფარმაციის განყოფილება,რომლის ძირითადი სტრატეგიაა ფარმაკოთერაპიის უსაფრთხოება და ეფექტურობა)

Rotarix – როტავირუსის საწინააღმდეგო ორალური  ვაქცინა. ცოცხალი.

მწარმოებელი: GlaxoSmithKline  – ბელგია.

აცრა 2 და 3 თვის ჩვილებისთვის

გამოიყენება  როტავირუსით გამოწვეული გასტროენტერიტებისთვის..ფხვნილი თავისი გამხსნელით.


 შემადგენლობა:  ადამიანის როტავირუსის RIX 4414 შტამი. ცოცხალი, ატენუირებული(დასუსტებული), გამრავლებული Vero cell-ზე (მწვანე მაიმუნის  თირკმელის ქსოვილი).

სუკროზა  9გრ, სორბიტოლი 13,5გრ.

 ნაშთები: კონტამინანტი, რომლისგანაც ვერ იწმინდება ვაქცინა და აუცილებად გადადის მასში —  Porcin circovirus type 1.( pct1) ღორის  ვირუსი. მიიჩნევენ, რომ  ვაქცინაში მისი  არსებობა  ვაქცინის დეფექტად ითვლება და არაა  დადასტურებული მისი  მავნებლობა ადამიანის ორგანიზმზე.

უკუჩვენება:  იმ პირებისთვის, ვისაც აქვს ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინაში არსებული კომპონენტების მიმართ

DIFTET  დიფტერია, ტეტანუსის ვაქცინა (DT).

აცრა კეთდება 5 წელზე.

მწარმოებელი: აწარმოებს კომპანია BB-NCIPD L3R 9R9 სოფია, ბულგარეთი, ექსკლუზიურად Ltd. Inter Vax Canada, Toronto -სთვის

შემადგენლობა: ვაქცინა შეიცავს დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინებს, რომლებიც ადსორბირებულია (გადანაწილებულია) ა ლ უ მ ი ნ ი ს ჰიდროქსიდზე და კონსერვანტის სახით შეიცავს თ ი ო მ ე რ ს ა ლ ს.
თითოეული დოზა შეიცავს

ალუმინის ჰიდროქსიდი – 2,5 მგ Al ( 250მკგ)
თიომერსალი – 0,1მგ (100მკგ)


უკუჩვენება:

წინა ვაქცინაციისას გამოვლენილი მწვავე რეაქციები.

გვერდითი მოვლენები:
დროებითი მტკივნეულობა და სიწითლე ინექციის ადგილზე, იშვიათ შემთხვევაში ტემპერატურის მატება.

OPVERO  – ორალური (ჩასაწვეთებელი) პოლიოვაქცინა, სამვალენტიანი

აცრა კეთდება 18 თვეზე და 5 წელზე

მწარმოებელი Sanofi Pasteur საფრანგეთი.

შემედგენლობა: 
ყოველი 2 წვეთი შეიცავს

ც ო ც ხ ა ლ ატენუირებულ პოლიომიელიტის ვირუსის 3 შტამს ( 3 ტიპის ვირუსს) გამრავლებულია მწვანე მაიმუნის თირკმელის ქსოვილზე (VERO CELL)
ასევე: ადამიანის ალბუმინს (სისხლის შრატის ცილას), მაგნიუმის ქლირიდს, პოლისორბატ 80,

არის 10 დოზიანი 1მლ იანი ფლაკონები და 20 დოზიანი 2 მლ ფლაკონები.


უკუჩვენება: ვაქცინა არ უნდა უკეთდებამათ ვისაც:

*აქვს ალერგია შემდეგ ანტიბიოტიკზე: ნეომიცინზე, პოლიმიქსინ B-ზე და სტრეპტომიცინზე.

* წინა ვაქცინაციისას გამოუვლინდა უკურეაქციები.

* პირველადი იმუნოდეფიციტის დროს და სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული იმუნიტეტის დაქვეითების დროს (ლეიკემია, ლიმფომა, ავთვისებიანი სიმსივნე და სხვ.)

(პირველად იმუნოდეფიციტში იგულისხმება დასუსტებული იმუნური სისტემა, როცა მიზეზთა გამო, ბავშვი ხშირად ავადობს, ხშირად აქვს ბრონქიტი, სინუსიტი (სისველე ცხვირში)

თუ ჩაწვეთებისთანავე მოხდება დიარეა ან ღებინება, პროცედურის  გამეორება შესაძლებელია სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
საყურადღებოა, გამოყენებისას არ მოხდეს მრავალდოზიანი საწვეთურის დააბინძურება ნერწყვით.


ძირითადი გვერდითი მოვლენები:

სიცხე, კანკალი, დაღლილობა, მიალგია (კუნთების ტკივილი), ართრალგია (სახსრების ტკივილი), იშვიათად პარესთეზია (მგრძნობელობის დაკარგვა და ჩხვლეტების შეგრძნება თითებში). პარეზი (მოდუნება), დამბლა, მიელიტი (ზურგის ტვინის ანთება).

იშვიათ შემთხვევებში: ვაქცინირებულს ან ახალვაქცინირებულთან კონტაქტში მყოფ პირს შეიძლება განუვითარდეს პოსტ ვაქცინაციური დამბლა. რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვაქცინაციიდან 4-8 კვირაში. ასეთი შემთხვევები იშვიათია (1:2 400 000 მილიონში ერთი მაგრამ, ყოველი მომდევნო ვაქცინაციისას რისკი იზრდება 1: 750 000). ამის მიზეზია ატენუირებული ვირუსის გადასვლა ნეიროვირულენტურ ფაზაში.(ცოცხლდება ვირუსი, მრავლდება და ხდება ჩვეულებრივ ვირულენტური (ავადმყოფობის გამომწვევი)

დღენაკლულ ბავშვებს (28 და 28მდე) ვაქცინაციიდან 2, 3 დღეში შეიძლება განუვითარდეთ სუნთქვებს შორის უფრო ხანგრძლივი ჩავარდნა ვიდრე ეს ნორმალური სუნთქვისას ხდება.

ეს აცრა დღეს კეთდება 18 თვეზე და 5 წელზე. 2015 წლამდე კეთდებოდა 2,3,4 თვეზეც და 18 თვეზე და 5 წელზე. ადრე არ იყო 6 კომპონენტიანი. დღეს 2, 3, 4 თვის აცრები არის 6 კომპონენტიანი და მათში შედის ინაქტივირებული პოლიოვირუსის აცრა ინექციის სახით.

ყყურადღება პოლისორბატ 80! ამ აცრის პარალელურად, 18 თვეზე კეთდება DTP ინდური და 5 წელზე – DT ბულგარული, რომლებშიც ალუმინის ჰოდროქსიდიცაა და ვერცხლისწყალიც თიომერსალის სახით! პოლისორბატ 80 არის ის ნივთიერება რომელიც ალუმინს და ვერცხლისწყალს ანიჭებს უნარს გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და მოხვდეს ტ ვ ი ნ შ ი!

PRIORIX – წითელა წითურა ყბაყურა (MMR)

აცრა კეთდება 12 თვეზე და 5 წელზე.

მწარმოებელი GlaxoSmithKline – ბელგია

შემადგენლობა:
შეიცავს ცოცხალ ატენუირებულ (დასუსტებულ) წითელას და ყბაყურას ვირუსს (გამრავლეებული ქათმის ჩანასახის ქსოვილზე)  და ცოცხალ ატენუირებულ წითურას ვირუსს გამრავლებულს MRC-5 დიპლოიდურ უჯრედში (MRC-5 არის მამრობითი სქესის 3 თვის აბორტის შედეგად მიღებული ჩანასახის ფილტვის ქსოვილი).
ამინომჟავები, ლაქტოზა (რძის შაქარი), მანითოლი, სორბიტოლი, ნეომიცინი.
საინექციო წყალი.

უკუჩვენება:
* ვისაც აქვს ან ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია ნეომიცინზე და ვაქცინის სხვა ინგრედიენტზე. მაგ: კვერცხის ცილაზე. ან კვერცხის შემცველ რომელიმე საკვებზე ან თუ პირველი ვაქცინაციის დროს განუვითარდა ალერგიული რეაქციები.
ალერგიულ რეაქციებში შედის გამონაყარი კანზე, ხუთვები, სახის ან ენის შესიება
თუ განვითარდა მსგავსი რეაქციები წინა ვაქცინაციის დროს უნდა აცნობოთ და გააფრთხილოთ ექიმი.

* არ კეთდება ინფექციის და მაღალი ტემპერატურის დროს.

*მცირე ინფექცია როგორიცაა გაციება არაა უკუნაჩვენები თუმცა უნდა გააფრთხილოთ ექიმი.

* ორსულებისთვის

* ვისაც აქვს იმუნოდეფიციტური მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო.

სანამ გაგიკეთდებათ წწყ აცრა, გააფრთხილეთ ექიმი, თუ ოჯახის ისტორიაში ყოფილა

*კრუნჩხვები, ეპილეფსიური შეტევების შემთვევები.
*თუ ღებულობთ რაიმე სხვა მედიკამენტს.
*თუ დაკარგეთ  გონება წინა ინექციის დროს


PRIORIX კეთდება 0,5 მლ. დოზით.

12 თვეზე კეთდება ბარძაყში,
5 წელზე  – მკლავზე.

როგორც ყველა მედიკამენტს PRIORIX აქვს გვერდითი მოვლენები.ზოგიერთ გვერდით მოვლენას შეიძლება სამედიცინო მკურნალობა დასჭირდეს.
გვერდითი მოვლენები:

* ტკივილი და სიწითლე ინექციის ადგილზე. შესიება.
* სიცხე ხშირად 38°C ან მეტი და იშვიათად 39.5°C ზე მეტი.
* გამონაყარი
* ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.
* შუა ყურის ანთება
* ვირუსული ინფექცია
* გაღიზიანება
* ბრონქიტი
* ხველა
* ცხვირში სისველე
* დიარეა
* ღებინება
* თავის ტკივილი
* ყელის ტკივილი

100 : 1
* ალერგია ,დაღლილობის შეგრძნება, მოდუნება, ყელის და ტუჩების შესიება
კბილის ტკივილი, მადის დაკარგვა, პირღებინება, გაუთავებელი ტირილი, უძილობა, კონიუქტივიტი, ნუშურების გადიდება, ჰერპესი, გამონაყარი ტანზე, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი,

1000 :1
თავბრუსხვევა და კრუნჩხვა.

პოსტმარკეტინგული მონიტორინგისას (ანუ გაყიდვების შემდგომი მონაცემები) გამოვლინდა ერთეული შემთხვევები
** ყბაყურას მსგავსი სიმპტომის, მათ შორის ყელის და ჯირკვლების შესიებით.
** გამონაყარი წვრილი წითელას მაგვარი.
** სახსრების და კუნთების ტკივილი
** ნერვული სისტემის ანთება, რის გამოც ადგილი აქვს სიარულის და სხეულის მართვის უნარის დროებით კარგვას
** მენინგიტი

** და სხვა რეაქციები რომლებიც არაა ჩამოთვლილი ზემოთ.

თქვენ ან თქვენმა შვილმა შ ე ი ძ ლ ე ბ ა არ განიცადოს არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

პნევმოკოკი –   __________

GARDASIL®  ადამიანის პაპილომა ვირუსების კვადრივალენტური (ტიპები: 6, 11, 16 და 18) ვაქცინა   

აცრა კეთდება 9-26  წლის გოგონებზე

მწარმოებელი: MERCK, SHARP & DOHME IDEA, INC., ლიცენზირებულია 2006 წელს.

გაგრძელება იხილეთ აქ.