Brook Preloader

ენდრიუ უეიკფილდის რეალური ისტორია

ენდრიუ უეიკფილდის რეალური ისტორია
      ენდრიუ უეიკფილდის საქმის ანალიზი მერი ჰოლანდისგან.

მერი ჰოლანდი – ნიუ-იურკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი, მას ეკუთვნის არაერთი წიგნი და სტატია ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის შესახებ, მუშაობდა ფედერალურ სასამართლოში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და ხარისხი დაიცვა კოლუმბიის უნივერსიტეტში.

შესავალი

თუ გსმენიათ ექიმ ენდრიუ უეიკფილდის შესახებ, გაგონილი გექნებათ  2 ისტორია.

პირვლი, რომ ენდრიუ უეიკფილდი არის შარლატანი, არაეთიკური მკვლევარი და ვაჭარი, რომელიც ამოშალეს ბრიტანული სამედიცინო რეესტრიდან და გაუუქმეს სამედიცინო ლიცენზია. 1998 წელს,  მისი გახმაურებული სტატია აუტიზმსა და კუჭ-ნაწლავის აშლილობის შესახებ  „ამოშალეს“  სამედიცინო ჟურნალებიდან.

  ასევე მოისმენდით მეორე ისტორიასაც, რომ ექიმი ენდრიუ უეიკფილდი მამაცი და ჭკვიანი მეცნიერია, გულისხმიერი ექიმი, რომელიც უყვართ პაციენტებს, რომ ის აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა მშობლების  ფავორიტია. 

  ვინა არის რეალურად ენდრიუ უეიკფილდი?

1981 წელს დაამთავრა ლონდონის წმ.მარიას სახელობის  სამედიცინო სკოლა. სწავლა განაგრძო კუჭ-ნაწლავის სნეულებათა ქირურგიის მიმართულებით.

1985 წელს გახდა ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრი  

2001 წელს მიიღეს პათოლოგთა სამეფო კოლეჯში. ის აკადემიურ თანამდბობაზე იყო სამეფ, უფასო საავადმყოფოში და გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.

1990-იან წლებში, ენდრიუ უეიკფილდმა დაიწყო  წითელას ვირუსაა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს შორის  შესაძლო კავშირების შესწავლა.

1993 წელს გამოაქვეყნა  ნაშრომი სახელწოდებით – „ წითელას პერსისტირებული ინფექციის არსებობა კრონის დაავადების დროს“ (იხ. წყარო: www.ncbi.nlm.nih.gov)

( შენიშვნა:  პერსისტირებული ანუ ფარული, ლატენტური. კრონის დაავადება – ნაწლავის ტრაქტის ნაკლებგამოკვლეული, ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მიმდინარეობს ნაწლავის  სეგმენტური ანთება.)

1995 წელს  ბრიტანულ ჟურნალ „The Lancet” ში  გამოქვეყნებული სტატიის – „არის თუ არა  წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებებისთვის რისკ-ფაქტორი„-ს თანაავტორი. (იხ. წყარო www.thelancet.com/journals/lancet/article)

მავე  დროს, მან დაწერა 250 გვერდიანი ხელნაწერი ნაშრომი, გამოუქვეყნებელი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო  სამეცნიერო საზოგადოებისთვის. უეიკფილდი მალევე გახდა მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერტი  წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხებში. 

1996 წელს იურიდიული ფირმა Dawbarns-ის ადვოკატმა ბარიმ, ექიმს შესთავაზა ექსპერტის რანგში სასამართლო პროცესზე მიეღო მონაწილეობა, სადაც წითელას ვაქცინაციით დაზარალებულ ბავშვთა საქმე  განიხილებოდა . ადვოკატი იმ მშობლების ინტერესებს იცავდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ  მათი შვილების ჯანმრთელობის გაუარესება ვაქცინებთან იყო კავშირში. პროცესამდე 6 თვით ადრე, ამ სასამართლო პროცესისგან დამოუკიდებლად,  ექიმს (უეიკფილდს) უკავშირდებოდნენ მშობლები, რომელთა შვილებსაც აუტიზმის გარდა  გასტროენტეროლოგიური დარღვევები ჰქონდათ. ისინი ექიმის,  შვილებისთვის ტკივილებისა და ტანჯვის შემსუბუქებას ითხოვდნენ.

ადვოკატი ბარი სთხოვდა უეიკფილდს შეესწავლა 2 საკითხი:

1) შეიძლება თუ არა წითელას ვირუსი დარჩეს ორგანიზმში  წითელათი დაინფიცირების  ან  წწყ (MMR) ვაქცინაციის შემდეგ.

2) შეიძლება თუ არა წითელას ვირუსმა გამოიწვიოს კრონის დაავადება ან აუტიზმი.

ენდი უეიკფილდს 1997 წლის ნოემბრამდე ამ საკითხებთან დაკავშირებული კვლევები არ დაუწყვია,რადგან თავის საავადმყოფოში ასრებული ბიუროკრატიული საკითხები განხილვის პროცესში იყო.

1997 წლის ივლისს, 12  გასტროენტეროლოგიური პრობლემების მქონე აუტისტი პაციენტი ჩააბარეს  პროფესორ ჯონ უოკერ სმიტს – მსოფლიოში საუკეთესო  გასტროენტეროლოგად  აღიარებულ გამოჩენილ პედიატრს.

 პროფესორი უოკერ სმიტი, ექიმი საიმონ მერჩი და სხვა ექიმთა გუნდი შეუდგა 12 ბავშვის კლინიკურ კვლევას.  ამ დროს ექიმი ენდრიუ უეიკფილდი, ბიოფსიის შედეგად აღებული ქსოვილური ნიმუშების დეტალურ კვლევას აწარმოებდა

კლინიკური კვლევები მოიცავდა – კოლონოსკოპიას, MRT სკანირებას და ფუნქციას მიტოქონდრიული დარღვევების გამოსავლენად.

  „კლინიკურად გათვალისწინებული კვლევები“ არ საჭიროებდა ნებართვას უფასო საავადმყოფოს  კომიტეტის მხრიდან.უეიკფილდის კვლევებიც შესაბამისი ეთიკური ნორმებით დაცული იყო.

 1998 წელს, წმ.მარიას სახელობის  სამედიცინო სკოლის დეკანმა მოიწვია პრეს -კონფერენცია, რათა საჯაროდ  გამოეცხადებინა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომელიც ეხებოდა  12 მეცნიერის, მათ შორის უეიკფილდის, ამ კონკრეტული კვლევის შედეგებს. სტატიაში ხაზგასმული იყო :

„ კვლევა არ ამტკიცებს წითელა, წითურა, ყბაყურა ვაქცინასა და აღწერილ სინდრომს შორის კავშირს. მიმდინარეობს ვირუსოლოგიური კვლევები, რომლის შედეგებიც შეიძლება დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაში“.

1992 წელს  MMR (წწყ)  ვაქცინა ამოიღეს აშშ-ის ბაზრიდან, რადგანაც ის არ იყო უსაფრთხო, ამიტომაც  წითელას შემცველი ვაქცინა იმ დროისთვის აქტუალური თემა იყო. უეიკფილს პრეს -კონფერენციაზე დაუსვეს იყო თუ არა  კომბინირებული წწყ ვაქცინა უსაფრთხო, რაზეც მან უპასუხა: 

   ”იმის გათვალისწინებით, რომ წწყ ვაქცინის კვლევები უსაფრთხოება არასრულყოფილადაა გამოკვლეული, კვლევების დასრულებამდე ვაქცინის კომპონენტები უნდა დაცალკევდეს  ’’

1998 წლის  პრეს-კონფერენციას მასმედიაშიც დიდი გამოხმაურება მოყვა. მშობლებიც უარს ამბობდნენ  შვილებისათვის  „სამმაგი დარტყმის“ ჩატარებაზე.

1998 წლის აგვისტოში ბრიტანეთის მთავრობამ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა, როცა წითელა, წითურას და ყბაყურას ერთკომპონენტიანი ვაქცინა ამოიღო ბაზრიდან. ამ დროს ბრიტანეთში, საგრძნობლად  დაეცა წითელაზე  ვაქცინაციის მაჩვენებელი.

ენდი უეიკფილდის გარშემო დაწყებულმა დავამ, 2004 წლის თებერვალში პიკს მიაღწია, როცა  ჟურნალ The Lancet-ის რედაქტორმა  რიჩარდ ჰორტონმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა რომ 1998 წლის  სტატია აღმოჩნდა  ფალსიფიკაცია, რადგანაც გამოვლინდა უიკფილდის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და სასამართლო პრეცესებს შორის ინტერესთა კონფლიქტი. საქმე ენდრიუ უეიკფილდის წინააღმდეგ აღიძრა .

 

ბრალდების თანახმად:

  • ენდრიუ უეიკფილდმა მიიღო 55 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი ( დაახლ.90 000 $). ეს იყო გრანტი კვლევებისათვის, რომლიდანაც თვით ენდრიუს კომპენსაციის სახით არაფერი მიუღია. მას არ დაუწყია ეს კვლევა. იურიდიული დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ  საავადმყოფოს ადმინისტრაციამ იცოდა როგორც ამ კვლევის, ასევე ამ თანხის შესახებაც.  თანხის დიდი ნაწილი, ამ საქმით დაკავებულ ლაბორანტების ხელფასში წავიდა.  დოკუმენტები ასვე ადასტურებს, რომ 1998 წლის  სტატიის პუბლიკაციამდე ერთი წლით ადრე,  ჟურნალ „The Lancet”-მა აცნობა, რომ ის თანამშრომლობდა  სასამართლო  ორგანოების წარმომადგენლებთან. ე.ი. ჟურნალის რედაქტორი – ჰორტონიც  შესაბამისად  ერთი წლით  ადრე  იყო ინფორმირებული ენდრიუს  სასამართლო პროცესების  შინაარსითაც და მსვლელობებითაც.
  • 12-ვე ექიმს ბრალი ედებოდა, ბავშვებზე, სამედიცინო თვალსაზრისით, არასაჭირო კვლევების ჩატარებაში, ასევე რომ მათ არ ქონდათ ამის ეთიკური  უფლება.

  თითოეულ ბავშვს, საჭიროების  მიხედვით  უტარდებოდა ანალიზი. დახმარების მიზნით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია საქმის კურსში იყო და არ იყო წინააღმდეგი. რადგანაც თითოეული ტესტი  „კლინიკურად  ნაჩვენები“ იყო ,ამიტომ  არ  საჭიროებდა არანაირ ეთიკურ ნებართვებს. აღსანიშნავია ასევე, რომ  არცერთ მშობელს  არ დაუდანაშაულებია ენდრიუ უეიკფილდი  ეთიკური ნორმების დარღვევაში  და  არასაჭირო პროცედურების ჩატარებაში. ექიმი უეიკფილდი და მისი კოლეგები უარყოფენ, რომ ჩატარებული პროცედურები იყო ზედმეტი და არასაჭირო.

  • 12 ბავშვიდან, რომელიც ესწრებოდა პროცესს არცერთი არ იყო გადაგზავნილი კლინიკაში,  რომელიმე ექიმის ან  დაწესებულების მიერ.

   ეს არ იყო სიმართლე. რადგანაც  მშობლები ბევრად ადრე სასამართლო პროცესებამდე თავად დაუკავშირდნენ  უეიკფილს, მეტიც  სასამართლო პროცესები დაწყებულიც კი არ იყო,  როცა კვლევა უკვე დასრულებული და ჟურნალში იყო გადაგზავნილი.

  • საკონტროლო ჯგუფისათვის სისხლის ნიმუშები, ექიმმა უეიკფილდმა თავისი ბიჭის დაბადების დღეზე სტუმრად მოსული ჯანმრთელი ბავშვებისგან აიღო.

 სტუმრად მოსული ბავშვების უმრავლესობის  მშობლები  მისი კოლეგები  და მეგობრები იყვნენ.

 ამ ყველაფერზე დაყრდნობით,  სამედიცინო ეთიკურმა  სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ  ექიმმა ენდრიუ უეიკფილდმა ჩაიდინა  „სერიოზული  პროფესიული დანაშაული“, 

 „უსამართლოდ “მოექცა ბავშვებს, „შეცდომაში შეიყვანა“,  და „უპასუხისმგებლობა„ გამოიჩინა  მშობლების მიმართ, რაც  ამართლებს მის მიმართ დაკისრებულ სანქციებს  და ის  ჩამოცილებულ უნდა იქნას  სამედიცინო საქმიანობას.

მან ეს გააკეთა  ბავშვების და მშობლების სრული თანხმობის საფუძველზე. ბავშვებს კომპენსაციის სახით 5-5 ფუნტი სტერლინგი ჩამოურიგა. პროცედურა ჩატარდა კვალიფიციური მედ პერსონალის მიერ  ყველანაირი  მეთოდური სტანდარტის დაცვით. ბავშვები იყვნენ კმაყოფილი და ბედნიერები იმითი რომ  სასიკეთო საქმეში მიიღეს მონაწილეობა  და აგრძელებდნენ დაბადების დღეზე მხიარულებას.

  • ენდრიუ უეიკფილდს ბრალი დასდეს იმის გამო რომ ის ფლობდა ერთკომპონენტიანი წითელას ვაქცინის  პატენტს და იმედოვნებდა რომ წწყ ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნით  მისი ერთკომპონენტიანი ვაქცინით  „ მოითბობდა“ ხელს.

 მტკიცდება, რომ უეიკფილდი არ ფლობდა ვაქცინის პატენტს. წმ. მარიამის სახელობის  ჰოსპიტალს ჰქონდა მიღებული  წითელას ვაქცინის პატენტი. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა  უკვე წითელათი დასნებოვნებულ ადამიანებში და ჰქონდა დაავადებასთან იოლად გამკლავების ჩვენება. ის არ იყო პროფილაქტიკური საშუალება. 

სამკურნალო საშუალება, რომლის პატენტსაც ჰოსპიტალის ადმინისტრაცია ფლობდა და არა  ენდრიუ უეიკფილდი  ვერაფრით გახდებოდა პროფილაქტიკური წწყ ვაქცინის ფინანსური კონკურენტი.

   ასე რომ  „სერიოზული პროფესიული დარღვევები“ და „ უგულო  დამოკიდებულება“ ბავშვების მიმართ  ზედმეტად გაზვიადებულია. თუ  არ ყოფილა  სამეცნიერო  თაღლითობა, არც  ფინანსური ინტერესები, არც ეთიკური ნორმების დარღვევა,  არც პაციენტთა და მათი მშობლების მხრიდან  ყოფილა რაიმე  ბრალდება,  მაშინ რა მოხდა?

   ნუთუ  იმიტომ ჩატარდა რამდენიმე მილიონიანი პროცესი და აგორდა საერთაშორისო სკანდალი, რომ  დაესაჯათ ვიღაც ექიმი, რომელმაც ბავშვებს დაბადების დღის საღამოზე  მათივე  მშობლების თანხმობით სისხლი აუღო?? 

რა თქმა უნდა არა!

უეიკფილდის კვლევებმა ფუნდამენტურად შეარყია და  ეჭვქვეშ დააყენა  ვაქცინათა უსაფრთხოება   და  აუტიზმის ეტიოლოგია (წარმოშობა). ის დაისაჯა  მამაცობისთვის, დაისაჯა რადგან გაბედა და   საზოგადოებას გააცნო ვაქცინაციის რისკები  და  მხარი დაუჭირა ვაქცინაციის ტიპის არჩევითობას.

სასამართლო პროცესის  მიზანი იყო,  სხვა ექიმებისთვის ეჩვენებინათ, თუ  რა მოელოდა მათ ,ვინც ეჭვს შეიტანდა ვაქცინების  უსაფრთხოებასა და  ეფექტურობაში“.

 

იხ. წყარო the-real-story-of-dr-andrew-wakefield-and-mmr-by-mary-holland 

ინსტაგრამი

არქივი