Brook Preloader

კენტუკის გუბერნატორმა ჩუტყვავილას აცრას ბუნებრივი “იმუნიზაცია” ამჯობინა

კენტუკის გუბერნატორმა ჩუტყვავილას აცრას ბუნებრივი “იმუნიზაცია” ამჯობინა

აშშ-ში, კენტუკის შტატის სამხრეთ ნაწილში, რომის კათოლიკურ სკოლაში ჩუტყვავილას შემთხვევები დაფიქსირდა.

კენტუკის გუბერნატორმა მეთ ბევინმა თავისი 9 შვილი, რომლებიც 5 დან – 16 წლამდე არიან, ჩუტყვავილაზე ვაქცინაციის სანაცვლოდ – ბუნებრივად „აცრა“.

კერძოდ, როცა გაიგო, რომ მეზობლად ბავშვს ჩუტყვავილა ჰქონდა, თავისი 9 შვილით სახლში ესტუმრა. მეთ ბევინის (Matt Bevin) თქმით, ყველა მის შვილს  ჩუტყვავილა დაემართა. ისინი რამოდენიმე დღე დისკომფორტში იყო, ახლა ყველა თავს კარგად გრძნობს. მათ ახლა უკვე მოხდილი აქვთ ჩუტყვავილა.

„ თუ თქვენ ნერვიულობთ, რომ თქვენი შვილი ჩუტყვავილით დაავადდება ან კიდევ სხვა დაავადებით, გაუკეთეთ აცრა თქვენს შვილს.“– აცხადებს გუბერნატორი.

„ მაგრამ ზოგი ადამიანი და მშობელი მიზეზთა გამო სხვა გზას ირჩევს. და ეს მათი არჩევანია.

ეს ამერიკაა! ფედერალური მთავრობა თავის აზრს, თავს არ უნდა ახვევდეს ხალხს.“

გუბერნატორის ეს განცხადება მოყვა იმ ფაქტს, რომ რამოდენიმე დღით ადრე, თინეიჯერმა კენტუკიში ადგოლობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს უჩივლა, რადგან ჩუტყვავილაზე აუცრელ სტუდენტებს დროებით აუკრძალეს სკოლაში დასწრება, ეს მას შემდეგ რაც ერთ-ერთ კათოლიკურ სკოლაში ჩუტყვავილას 32 შემთხვევა დაფიქსირდა.

თინეიჯერი და მისი მამა ამტკიცებენ, რომ დისკრიმინაციას განიცდიან რელიგიური მრწამსის გამო. რადგან, ზოგი კათოლიკე შეშფოთებას გამოთქვამს ვაქცინებში გამოყენებული იმ უჯრედული ხაზის გამო, რაც აბორტს უკავშირდება. (MRC-5 human diploid cells, including DNA – ადამიანის დიპლოიდური უჯრედი, რომელსაც CDC-ის მიერ ლიცენზირებული ყველა ჩუტვავილას (Varicella) ვაქცინა შეიცავს)

წყარო: CNN

 

ინსტაგრამი

არქივი